ლევან მახაშვილი

13 Feb. 2025, 15:28

"საზოგადოებისთვის საჯარო გახდა ევროპარლამენტის კიდევ ერთი რეზოლუციის პროექტი, რომელიც საქართველოს ეხება.
რა ფასი აქვს იმ დოკუმენტს, რომლისთვისაც ჩალის ფასი აქვს საქართველოს მოსახლეობის არჩევანს?!
რა ფასი აქვს დოკუმენტს იმ ინსტიტუტისგან, რომელიც თანადგომის და ურთიერთგაგების ნაცვლად, თავის რეზოლუციებში გაკეთებული მოწოდებებით ეკონომიკური კოლაფსისა და რუსეთთან დაპირისპირებისთვის სწირავდა საქართველოს?! და დღეს ვხედავთ, თავად ნატოს უსაფრთხოების ქოლგას ამოფარებულებმა, როგორ შეატოვეს უკრაინა რუსეთს.
რა ფასი აქვს იმ დოკუმენტს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი თურმე პოლიტიკური პატიმარია და რომელიც მის გათავისუფლებას ითხოვს?!
რა ფასი აქვს იმ დოკუმენტს, რომელიც უკვე მერამდენედ, ტყუილებით და დეზინფორმაციით არის გაჯერებული?!
რა ფასი აქვს იმ დოკუმენტს, რომელიც ვიწროპოლიტიკური ინტერესებით არის ნაკარნახევი და არა ინსტიტუციური ინტერესებით?!
რა ფასი აქვს იმ დოკუმენტს, რომელსაც თავად ევროკავშირშიც არ აქვს ფასი?
ამ დოკუმენტს არ აქვს სხვა ფუნქცია, გარდა საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელი, უხეში და პირდაპირი ჩარევა და დაძაბულობისთვის ნავთის დასხმა.
ამით ევროპარლამენტის ეს პოლიტიკური ჯგუფები საქართველოსა და საქართველოს მოსახლეობასთან მისაბრუნებელ გზას იჭრიან.
ჩვენთვის ძვირფასია გრძელვადიანი ინსტიტუციური ურთიერთობები, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ ამ კავშირების შენარჩუნებისა და ევროპარლამენტის ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებთან იმ საკითხებზე მუშაობისთვის, რაც რეალურად მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
  2. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  3. ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს
  4. ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
  5. ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…