საერთაშორისო გამოხმაურებები ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე
22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დააკავეს.
ჯაფარიძეს ქართული ოცნების დროებითი საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადებისთვის დაკისრებული გირაოს გადაუხდელობის გამო დააკავეს. პროკურატურამ ჯაფარიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს პატიმრობით შეცვლა მოითხოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავებას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.
ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი
"ანტიამერიკულმა ქართული ოცნების რეჟიმმა უსამართლოდ დააკავა საკვანძო პოლიტიკური ფიგურა, ზურაბ ჯაფარიძე და ქმნის პრეცედენტს, რომ ყველა ოპოზიციონერი დააპატიმროს. მასიური ესკალაცია შემდგომი ნაბიჯია ძალაუფლების კონსოლიდაციისა და ქვეყნის ჩინეთისა და ირანისთვის გადაცემისთვის," — წერს უილსონი X-ზე.
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე
"ქართული ოცნების რეჟიმის სისასტიკე ესკალაციას აგრძელებს. წითელი ხაზები დიდი ხნის წინ იქნა გადაკვეთილი, მაგრამ დღევანდელი ძალიან ნამეტანია.
ზურაბ ჯაფარიძე, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, დააპატიმრეს.
ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმა უნდა დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი და მისი მეგობრები ახლავე," — წერს იუკნევიჩიენე.
ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი
"საქართველოში პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი! კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, უარი თქვა ქართული ოცნების რეჟიმის ე.წ. "საპარლამენტო კომიტეტთან" თანამშრომლობაზე და ის დააკავეს და წინასწარ პატიმრობაში მოათავსეს," — წერს აუსტრევიჩუსი.
ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო
"საქართველო ახალი ბელარუსი ხდება? ჩვენ რას ვაკეთებთ?" — წერს ლუაზო X-ზე.
ბრიტანელი პარლამენტარი ჯეიმს მაკკლირი
"საქართველო აგრძელებს პოლიტიკური რეპრესიების მოლიპულ გზაზე სიარულს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ჯაფარიძე ახლავე უნდა იქნას გათავისუფლებული.
ქართული ოცნების მთავრობამ და მათმა ოლიგარქმა მარიონეტების მმართველმა ივანიშვილმა კიდევ ერთი ხაზი გადაკვეთეს. გაერთიანებული სამეფოს სანქციები უნდა მოჰყვეს," — წერს მაკკლირი X-ზე.
ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი
"დღეს, საქართველოს დიქტატურამ კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინა სამართლის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ ზურაბ ჯაფარიძის — კოალიცია ცვლილებებისთვის ოპოზიციური პარტიის ლიდერის — უკანონოდ დაკავებით. საქართველოს დამოუკიდებლის დღემდე სულ რამდენიმე დღით ადრე, სასწრაფოდ საჭიროა, რომ დემოკრატიული ერები სიტყვებს გასცდნენ, სანქციები დაუწესონ ივანიშვილის რეჟიმს, და მხარი დაუჭირონ თავისუფლების მოყვარე ქართველ ხალხს მათი მომავლის დაბრუნებაში. თავისუფლება საქართველოში ყველა პოლიტპატიმარს!" — წერს მიხელსონი X-ზე.
ზურაბ ჯაფარიძის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს — აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების სამ წლამდე ჩამორთმევით ვადით.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები