მამუკა ხაზარაძე

14 May. 2025, 17:53

როგორი უღირსი უნდა იყო, რომ ქართველს საერთაშორისო ორგანიზაციაში პირველი ადგილის დასაკავებლად მხარი არ დაუჭირო… ეს იგივეა, მსოფლიო სცენაზე ჩვენ წარმატებულ მომღერლებს, საერთაშორისო მოედნებზე ფეხბურთელებს ტაში არ დაუკრა და მხარდაჭერა არ გამოუცხადო. ზურა პოლოლიკაშვილისთვის მხარის არდაჭერა არის „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი უღირსი საქციელი!

არაბებს არაფერს ვერჩი, მაგრამ ქართველში როგორ უნდა გაცვალოთ?!

საერთაშორისო ასპარეზზე შენი ქვეყნის წარმომადგენლის მხარდაჭერა პარტიულ კუთვნილებასაც კი სცდება!

"ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნას ეხმაურება.

The Diplomat-ის თანახმად, ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება გარკვეულწილად არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან (UAE) დადებული ფარული შეთანხმების ნაწილია. გარდა ამისა, მათი თქმით, ამ ნაბიჯმა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებში, ვინაიდან საქართველო რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გიორგი ჯავახიშვილი: "ირანის ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით"

ისტორიკოსი გიორგი ჯავახიშვილი საქართველოში ირანის ელჩის, ალი მოჯანის განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ ქეთევან…