ლევან მახაშვილი იმედოვნებს, რომ ტრამპი ხელს არ მოაწერს MEGOBARI აქტს და შეძლებს "დიფ სთეითის" დამარცხებას
ოცნების დეპუტატი ლევან მახაშვილი აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის მიერ MEGOBARI აქტის მხარდაჭერას ეხმაურება და იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი [ტრამპი] ხელს არ მოაწერს ამ პროვოკაციულ რეზოლუციას და შეძლებს თავისი დანაპირების შესრულებას, რომ აშშ-ში დაამარცხოს ე.წ. "დიფ სთეითი".
"აღნიშნული ე.წ. მეგობრობის აქტი, რა თქმა უნდა, ყველაფერია გარდა მეგობრობისა. ჩვენ ეს ვახსენეთ არაერთხელ, რომ იგი ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს და საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ხედვას საქართველოსა და რეგიონთან დაკავშირებით.
და თუ ეს, თეორიულად თუ იგი შევა ძალაში, რა თქმა უნდა, იგი მნიშვნელოვნად დააზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს და სწორედ ესეც არის გათვლა აი იმ არაფორმალური ძალების და გავლენების, რომლებმაც ესე ინერციით მაინც გაიტანეს ქვედა პალატაში.
საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, რამდენიმე ეტაპი არის დარჩენილი კიდევ ბოლომდე, სანამ თეორიულად შევა ძალაში, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს ამ პროვოკაციულ რეზოლუციას და ამით შეძლებს თავისი დანაპირების შესრულებას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამარცხოს ე.წ. დიფ სთეითი", — ამბობს ლევან მახაშვილი.
6 მაისს, წარმომადგენელთა პალატაში "MEGOBARI აქტს" მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, რაც კანონპროექტის 80%-იანი მხარდაჭერაა.
წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრას წინ უსწრებდა დებატები "MEGOBARI აქტის" შესახებ. სიტყვით გამოვიდა ხუთი კანონმდებელი, სამი რესპუბლიკელი და ორი დემოკრატი: რესპუბლიკელები — ბრაიან მასტი (პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე), ჯო უილსონი და უორენ დევიდსონი და დემოკრატები ჯონი ოშესკი და სტივ კოენი. აქედან ოთხმა მხარი დაუჭირა MEGOBARI აქტის მიღებას, ერთი, რესპუბლიკელი უორენ დევიდსონი წინააღმდეგი იყო.
წარმომადგენელთა პალატის შემდეგ, სანამ კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპამდე მიაღწევს, ის სენატმაც უნდა დაამტკიცოს.
- ჯონი ოლშევსკი: "MEGOBARI აქტი" ქართველ ხალხს აჩვენებს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ დემოკრატიისკენ სწრაფვაში
- ვლადიმერ ბოჟაძე: ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" მეგობარი აქტი, იქ ძალიან ბევრი უზუსტობა, ტყუილი და დეზინფორმაცია წერია
- ჯო უიულოსნი: MEGOBARI აქტი ითვალისწინებს სანქციებს „ქართული ოცნების“ ბანდიტების წინააღმდეგ მათ მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებებისთვის
- სტივ კოენის თქმით, თუ აღმოჩნდება, რომ "ოცნების" მაღალჩინოსნებმა ძირი გამოუთხარეს ქართულ დემოკრატიას, სანქციები დაუწესდებათ
- აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ "MEGOBARI აქტი" 349 ხმით მიიღო
- ბრაიან მასტი: საქართველოსთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა შეარყია მმართველი "ქართული ოცნების" პარტიის ქმედებებმა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
კომენტარები