ვლადიმერ ბოჟაძე: ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" მეგობარი აქტი, იქ ძალიან ბევრი უზუსტობა, ტყუილი და დეზინფორმაცია წერია
ქართული ოცნების დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე აშშ-ს სენატის წარმომადგენელთა პალატაში "MEGOBARI აქტის" მხარდაჭერას ეხმაურება.
მისი თქმით, ეს არის ნაციონალური მოძრაობის მეგობარი აქტი, იქ ძალიან ბევრი უზუსტობა, ტყუილი და დეზინფორმაცია წერია.
"ჩვენ გულწრფელად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ ტრამპს, შეასრულოს საკუთარი საარჩევნო დაპირება, რომ დაამარცხოს "დიფ სთეთი". იცით, რომ ვიცე-პრემიერს სახელმწიფო დეპარტამენტში სერიოზული შეხვედრები ჰქონდა. რა თქმა უნდა, ჩვენ დღესაც მზად ვართ ამერიკასთან გადატვირთვის პოლიტიკისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. თუმცა რაც გუშინ "MEGOBARI აქტის" სახით იქნა მიღებული, ამას რა თქმა უნდა, მეგობრობასთან არაფერი კავშირი არ აქვს და შეიძლება პირიქით, მტრობადაც ჩაითვალოს. თუმცა უნდა დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სენატი და პრეზიდენტი ტრამპი. ეს არის ნაციონალური მოძრაობის მეგობარი აქტი და სურვილი, რომ სიმართლე ტყუილად გამოაცხადონ. ის ბედნიერი სახეები, რაც დღეს ოპოზიციას დილიდან აქვს, ეს ერთი დღის სიხარულად შეიძლება ჩაითვალოს. იქ ძალიან ბევრი უზუსტობა, ტყუილი და დეზინფორმაცია წერია, რომელიც მანამდეც არაერთხელ მოგვისმენია იგივე ევროპარლამენტის რეზოლუციებში, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში სტრატეგიული პარტნიორობის იმ დონეზე აყვანის საშუალება გვექნება, რომელიც გვქონდა. ჩვენი გმირი ჯარისკაცები ავღანეთშიც და ერაყშიც სწორედ ამერიკელებთან ერთად იბრძოდნენ, რაც შეეხება იმ უზუსტობებს, რაც ანაკლიის პორტთან მიმართებაში რაღაც კორუფციულ გარიგებებთან და ა.შ. იყო, ეს უბრალოდ ტყუილია და სამწუხაროა, რომ კონგრესმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.
დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სენატი და პრეზიდენტი ტრამპი. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს კანონად არ იქცევა. რადგან ტრამპმა ყველაზე კარგად იცის, რა საჭიროებებია დღეს მსოფლიოში, მათ შორის, მშვიდობის შენარჩუნების თვალსაზრისით რა გამოწვევები აქვს ჩვენს ქვეყანას, დარწმუნებული ვარ, ეს საბოლოოდ, კანონად არ იქცევა", — განაცხადა ბოჟაძემ.
6 მაისს, წარმომადგენელთა პალატაში "MEGOBARI აქტს" მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, რაც კანონპროექტის 80%-იანი მხარდაჭერაა.
წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრას წინ უსწრებდა დებატები "MEGOBARI აქტის" შესახებ. სიტყვით გამოვიდა ხუთი კანონმდებელი, სამი რესპუბლიკელი და ორი დემოკრატი: რესპუბლიკელები — ბრაიან მასტი (პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე), ჯო უილსონი და უორენ დევიდსონი და დემოკრატები ჯონი ოშესკი და სტივ კოენი. აქედან ოთხმა მხარი დაუჭირა MEGOBARI აქტის მიღებას, ერთი, რესპუბლიკელი უორენ დევიდსონი წინააღმდეგი იყო.
წარმომადგენელთა პალატის შემდეგ, სანამ კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპამდე მიაღწევს, ის სენატმაც უნდა დაამტკიცოს.
- ჯო უიულოსნი: MEGOBARI აქტი ითვალისწინებს სანქციებს „ქართული ოცნების“ ბანდიტების წინააღმდეგ მათ მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებებისთვის
- სტივ კოენის თქმით, თუ აღმოჩნდება, რომ "ოცნების" მაღალჩინოსნებმა ძირი გამოუთხარეს ქართულ დემოკრატიას, სანქციები დაუწესდებათ
- აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ "MEGOBARI აქტი" 349 ხმით მიიღო
- ბრაიან მასტი: საქართველოსთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა შეარყია მმართველი "ქართული ოცნების" პარტიის ქმედებებმა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები