დამწვარი ე.წ. ბორჯომის ბაზრის მეიჯარე კომპანიის დირექტორი დაზარალებულებს შეხვდა
30 აპრილს, ე.წ. ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად 15 ათასამდე კვადრატული მეტრია დამწვარი. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ხანძრისგან დაკვამლიანება იმდენად ძლიერი იყო, რომ ტერიტორიის მიმდებარე კლინიკების ნაწილიდან პაციენტების ევაკუაცია გახდა საჭირო.
ვის ეკუთვნის დამწვარი ტერიტორია?
commersant.ge-ის ინფორმაციით, ვაგზლის ინფრასტრუქტურა 8 200 კვადრატული მეტრის ფართობით წარმოადგენს "საქართველოს რკინიგზის" საკუთრებას, რომელიც კომპანიას 49 წლიანი იჯარით (2006 წლიდან) გაცემული აქვს "თბილისი ცენტრალზე". თავის მხრივ, "თბილისი ცენტრალს" უძრავი ქონების ნაწილი გაცემული აქვს იჯარით კომპანია "ბაქანზე", რომელსაც ეს ქონება წვრილ მოვაჭრეებზე აქვს იჯარით გაცემული. ბიზნეს-რეესტრის ინფორმაციით, "ბაქანის" დირექტორი და 35%-იანი წილის მფლობელი თორნიკე წერეთელია.
იყო თუ არა დაზღვეული ტერიტორია?
შპს "ბაქანის" ადმინისტრაციის მენეჯერი ზაქრო ნოზაძე "კომერსანტთან" აცხადებს, რომ ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე არც ერთი მონაკვეთი დაზღვეული არ ყოფილა. მისი განმარტებით, დაზღვევას ვადა გაუვიდა. თავდაპირველად სადაზღვევო კომპანიებმა უარი განაცხადეს, თუმცა ახლა მიმდინარეობდა შენობა-ნაგებობის დასაზღვევად საჭირო პროცედურები. კერძოდ, ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში გაგზავნილი იყო საბუთები.
"სახელმწიფოს მხრიდან როდესაც იყო მოთხოვნა, რომ დაზღვეული ყოფილიყო, მაშინ დავაზღვიეთ ბაზარი მთლიანად. თუ არ ვცდები ან წელს, ან შარშან დაზღვევას გაუვიდა ვადა. ჩვენ ვაპირებდით დაზღვევას. თითქმის ყველა სადაზღვევო კომპანიამ უარი გვითხრა. შემდეგ მიმდინარეობდა მოლაპარაკება ერთ-ერთ კომპანიასთან და შესაბამისად გავამზადეთ საბუთები. იყო პროცესში. ასე, რომ დაზღვეული ამ ეტაპზე არ ყოფილა არც ერთი მონაკვეთი. ოფიციალური დაზღვევა არ გვაქვს. ისე შეტანილი იყო საბუთები სადაზღვევო კომპანიაში და მზადდებოდა," — განაცხადა შპს "ბაქანის" ადმინისტრაციის მენეჯერმა კომერსანტთან საუბრისას.
"ბაქანის" ადმინისტრაციის მენეჯერმა განაცხადა, რომ კომპანიის ზარალი მინიმუმ 5 მილიონი ლარია. მისივე თქმით, ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობა და მოვაჭრეების პროდუქტები, ასევე საწყობების სრულად დამწვარია.
"ჩვენი ფირმის ზარალი 5 მილიონი ლარია. მე არ მაქვს მოვაჭრეებზე ლაპარაკი. მარტო ჩვენზე გეუბნებით, რომ მინიმუმ 5 მლნ. ლარია ზარალი. სრულად არის განადგურებული. არაფერი არ არის გადარჩენილი. პირადი ნივთები, ოფისის სარგებლობა, თუ კი რამე შედიოდა კომპანიის განკარგულებაში ყველაფერი დამწვარია. პლუს ამას მოვაჭრეების ყველაფერი განადგურებულია. მათ შორის საწყობებიც," — აცხადებს შპს "ბაქანის" ადმინისტრაციის მენეჯერი.
"ბაქანის" დირექტორი დაზარალებულებთან მივიდა:
"ბაქანის" დირექტორი და 35%-იანი წილის მფლობელი თორნიკე წერეთელი დღეს ხანძრის ტერიტორიაზე დაზარალებულებთან მივიდა. ტვ პირველთან საუბრისას მან განაცხადა, რომ ჯერ არანაირი პასუხი არ აქვს.
"ვცდილობ, რომ რაღაცა დარეგულირდეს და ერთი დღე არის გასული. პასუხი არ მაქვს არაფერზე — ვერაფერზე გაგცემთ პასუხს, რადგან პასუხი არ არსებობს ჯერჯერობით. სანამ გამოძიება არ დასრულდება, მე რა პასუხი გითხრათ? მოვატყუო ვინმე? — განაცხადა წერეთელმა (სტილი დაცულია).
გარდა დამწვარი პროდუქციისა, ტვ პირველის ცნობით, სადგურის ბაზრობის მოვაჭრეების ნაწილი ეჭვობს, რომ მათი ის პროდუქცია, რომელიც დაწვას გადაურჩა, ვიღაცამ მოიპარა.
დაზარალებულთა განცხადებით, მათ ეჭვებს უძლიერებთ ის გარემოება, რომ ფეხსაცმლის ყუთების ნაწილი, რომელიც დამწვარი არ არის, ცარიელია.
სადგურის ბაზრობასთან დილიდან ხმაურია. მოვაჭრეები ხელისუფლებისაგან დახმარებას ითხოვენ. თბილისის მერიიდან კი იქ ჯერ არავინ მისულა.
"თბილისი ცენტრალმა" მომხდარ ხანძართან განცხადება გუშინ, 30 აპრილს, გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაზრობის ოპერირებასთან დაკავშირებული ყველა იურიდიული, ტექნიკური და სავალდებულო რეგულაციების დაცვა ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს ბაზრობის უშუალო ოპერატორის (შპს ბაქანი) პასუხისმგებლობას.
"მიმდინარე წლის 30 აპრილს, დაახლოებით დილის 6 საათზე ვაგზლის მოედნის მიმდებარედ. ე.ნ ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე არსებულ ბაზრობაზე გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც სრულად დაიწვა დაახლოებით I2 000 მ2 სავაჭრო და სასაწყობო სივრცე. აღნიშნული ტერიტორია 49 წლიანი გრძელვადიანი იჯარით აღებული აქვს ს.ს თბილისი ცენტრალს საქართველოს რკინიგზისგან. არსებული საიჯარო ხელშეკრულების ქვეშ, ამ ტერიტორიაზე 2021 წლიდან ბაზრობის მოწყობას და ფუნქციონირებას ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს შპს ბაქანი.
ბაზრობის ოპერირებასთან დაკავშირებული ყველა იურიდიული, ტექნიკური და სავალდებულო რეგულაციების დაცვა ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს ბაზრობის უშუალო ოპერატორის პასუხისმგებლობას.
ბაზრობის სპეციფიკის გათვალისწინებით. შპს ბაქანი უზრუნველყოფდა ადგილზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახანძრო და სხვა უსაფრთხოების ნორმების დაცვას. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. სრული ზარალის შეფასება და ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა მოხდება საგამოძიებო ღონისძიებების დასრულების და შესაბამისი მოკვლევის შემდეგ", — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი 30 აპრილს, დაახლოებით დილის 6 საათზე გაჩნდა. დამწვარია სასაწყობე ფართები, სადაც განთავსებული იყო მეორეული ტანსაცმელი, ხილ-ბოსტნეული და სხვადასხვა სახის პროდუქტი.
- "ჰელსიკორის" გენერალური დირექტორი: "პრობლემა შეექმნა ჩვენს ჟანგბადის ქარხანას, ამიტომ მოგვიწია პაციენტების გადაყვანა სხვა კლინიკებში"
- ხანძრის გამო, დღეს, ამბულატორიული პაციენტების მიღება შეჩერებულია - თოდუას კლინიკა განცხადებას ავრცელებს
- ე.წ. ვაგზლის ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია — ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება
- თბილისში ე.წ ვაგზლის ბაზრობაზე ხანძარია — მოვაჭრეები ცდილობენ, სასაწყობე ფართები დაცალონ
-
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
-
3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით 3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით
გადახედვა
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს
გადახედვა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე
-
ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
კომენტარები