არარეზიდენტი ელჩების ინსტიტუტი და ახალი დიპლომატიური წარმომადგენლობები — "ოცნება" საგარეო უწყებაში რეორგანიზაციას იწყებს
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ოცნების ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უწყების თანამშრომლებს, სავარაუდოდ, წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ოცნების ხელისუფლება მუშაობს საქართველოს საგარეო უწყების რეფორმაზე.
წერილში წერია, რომ რეფორმის ფარგლებში გაძლიერდება არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობები საზღვარგარეთ, ამოქმედდება საქართველოს არარეზიდენტი ელჩების ინსტიტუტი, გაიხსნება ახალი დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო სამსახურები, შეიქმნება 4 პოლიტიკური დირექტორატი, რომელიც გააერთიანებს 10 დეპარტამენტს და 25 სამმართველოს.
"საგარეო სამსახურის რეფორმის პირველ ეტაპზე განხორციელდება რეორგანიზაცია, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურაში და საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში", — წერს მაკა ბოჭორიშვილი წერილში.
ბოჭორიშვილის წერილს NEWS.On.ge სრულად გთავაზობთ:
"საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელება, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების გათვალისწინებით, ძლიერი საგარეო სამსახურის ეფექტიან ფუნქციონირებას მოითხოვს.
ურთულეს რეგიონში და სწრაფად ცვალებად თანამედროვე გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, დიპლომატიური სამსახურის სისტემის სიმტკიცე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ქვეყნისთვის, რომლის წინაშეც უსაფრთხოების უდიდეს გამოწვევას ორი რეგიონის ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა წარმოადგენს.
განვითარებასთან ერთად, თვისობრივად იცვლება ქვეყნის პერსპექტივები და საქართველოს წინაშე ახალი შესაძლებლობები იხსნება. ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, მათი წარმატებით ათვისება დიპლომატიური სამსახურის მოქნილობას მოითხოვს.
ახალ შესაძლებლობებს ახალი გამოწვევებიც მოჰყვება, რაც სუვერენული საგარეო პოლიტიკის განმტკიცებას, ქვეყნის ინტერესების სიღრმისეულ გაცნობიერებას და დიპლომატიური ინსტრუმენტების უფრო ეფექტიანად გამოყენებას საჭიროებს.
იზრდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს მიმზიდველობა, რაც თვისობრივად ცვლის საკონსულო სამსახურის საჭიროებებს. ამასთან, გასული ათწლეულების განმავლობაში ქვეყნის წინაშე არსებულმა სირთულეებმა და მეორე მხრივ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში გლობალურად გახსნილმა შესაძლებლობებმა, მილიონზე მეტ საქართველოს მოქალაქეს დაამკვიდრებინა თავი საქართველოს საზღვრებს გარეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია მათთან კავშირი, სერვისების მიწოდება და მათ უფლებებზე ზრუნვა. ეს კი, საქართველოს საკონსულო სამსახურების სისტემის მნიშვნელოვნად გაძლიერებას მოითხოვს.
მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუდმივად ხორციელდებოდა გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები, თანამედროვე საჭიროებებით განპირობებული ფუნდამენტური ანალიზი და სისტემის კომპლექსური რეფორმა არასდროს განხორციელებულა.
სწორედ ამიტომ, დავიწყეთ მუშაობა საქართველოს საგარეო უწყების რეფორმაზე, რომლის ეტაპობრივი განხორციელებაც ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, ეროვნული ინტერესების დასაცავად და მთავრობის პრიორიტეტების სათანადოდ განსახორციელებლად, ჰქონდეს, რაც შეიძლება ძლიერი წარმომადგენლობა საზღვრებს გარეთ, ოპტიმალური ცენტრალური აპარატი და ეფექტიანი კოორდინაციის ყველა საჭირო მექანიზმი.
რეფორმის შედეგად, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება, ქვეყნის საგარეო პრიორიტეტების შესაბამისად, გაძლიერდება არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობები საზღვარგარეთ; ამოქმედდება საქართველოს არარეზიდენტი ელჩების ინსტიტუტი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელების არეალის გაფართოებას; გაიხსნება ახალი დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო სამსახურები; ცენტრალური აპარატის ეფექტიანობისა და კოორდინაციის მექანიზმების გაძლიერებისთვის, შეიქმნება 4 პოლიტიკური დირექტორატი, რომელიც გააერთიანებს 10 დეპარტამენტს და 25 სამმართველოს; სამინისტროს ფუნქციონირებისთვის ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსით უზრუნველყოფაზე იზრუნებს რესურსების მართვის გენერალური დირექტორატი; სამინისტროს ცენტრალურ აპარატს შეერწყმება სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები; დამწყები დიპლომატებისთვის ამოქმედდება ორწლიანი გამოსაცდელი ვადა, რაც ასევე მოიცავს საზღვარგარეთ წარმომადგენლობებში მოკლევადიანი სამსახურის/პრაქტიკის გავლას.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეძლო პროფესიონალი დიპლომატების არაერთი თაობის შექმნა. დაგროვდა დიდი გამოცდილება და ამასთან ერთად, საჭიროებებიც კარგად გამოჩნდა. გამოცდილი დიპლომატების გვერდიგვერდ საქართველოს სჭირდება ახალგაზრდა, განათლებული, თანამედროვე საჭიროებებზე კარგად მორგებული თაობა, რომელიც ერთგულად ჩაერთვება საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვაში საგარეო ასპარეზზე.
რეფორმამ შესაძლებლობა უნდა მისცეს პროფესიონალ დიპლომატებს უკეთ მოახმარონ საკუთარი გამოცდილება სახელმწიფოს ინტერესების დაცვას; ახალგაზრდა თაობას კი უნდა გაუჩინოს უკეთესი შესაძლებლობები საგარეო სამსახურში დაიმკვიდროს თავი, ჯანსაღი კონკურენციის საფუძველზე; ამასთან, ყველას მიეცეს კარიერული ზრდის ობიექტური შესაძლებლობები.
საგარეო სამსახურის რეფორმის პირველ ეტაპზე განხორციელდება რეორგანიზაცია, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურაში და საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
სამსახურებრივი სარგებლობისთვის გიზიარებთ, სამინისტროს სტრუქტურის პროექტს, რომელიც დამტკიცდება შესაბამისი პროცედურების დასრულების და საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ და ამოქმედდება მიმდინარე წლის 1 ივლისიდან. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას სამინისტროს სისტემაში და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ", — წერს მაკა ბოჭორიშვილი წერილში.
NEWS.On.ge-ს რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში გადამოწმებას ცდილობს.
სტატია განახლდება.
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია
გადახედვა
-
უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული
გადახედვა
-
ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა" ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა"
გადახედვა
-
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა
გადახედვა
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
"პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო "პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო
გადახედვა
-
ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში? გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში?
გადახედვა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
-
თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
-
UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ
გადახედვა
-
პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ? პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ?
გადახედვა
კომენტარები