ხორბლის დაავადებები, მავნებლები და სარეველები — როგორ ვებრძოლოთ მათ?
ფოტო: აგროსფერო
საქართველო ხორბლის ერთ-ერთი უძველესი კერაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას მისი მოყვანისა და წარმოების უდიდესი ისტორია აქვს. სწორედ ამიტომ მისი დაცვა და მოვლა განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ქართველი ფერმერებისთვის. სამწუხაროდ, თანამედროვე აგრომეურნეობაში ხორბალს საფრთხეს მრავალი დაავადება, მავნებელი და სარეველა უქმნის. მათი გავლენით მნიშვნელოვნად უარესდება მარცვლის ხარისხი და მცირდება მოსავალი. თუმცა, ამ გამოწვევების დაძლევა შესაძლებელია დროული და სწორად დაგეგმილი აგროღონისძიებებით.
სტატიაში განვიხილავთ ხორბლის ძირითად დაავადებებს, მავნებლებსა და სარეველებს. ამასთან, გაგაცნობთ მათთან ბრძოლის გზებს, რაც ჯანსაღი და მაღალხარისხიანი მოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ.
ხორბლის ძირითადი სოკოვანი დაავადებები
ხორბლის დაავადებებიდან ყველაზე გავრცელებული და სახიფათო გუდაფშუტაა. მის ორ სახეს გამოყოფენ — მყრალი და მტვრიანა.
მყრალი გუდაფშუტა მარცვლეულის რძის სიმწიფის პერიოდში ვლინდება და თავთავს მომწვანო-მოლურჯო შეფერილობას აძლევს. დაზიანებულ მარცვლებზე შესაძლოა, შეამჩნიოთ შავი, ცხიმოვანი მასაც. მტვრიანა გუდაფშუტა დათავთავების პერიოდში ვრცელდება. მას ახასიათებს თავთავის შემადგენელი ნაწილების შავ მტვრისებრ მასად გრადაქმნა.
ხორბლის გავრცელებული დაავადებებია მურა ჟანგა და ყვითელი ჟანგაც. მურა ჟანგას განვითარება მცენარის ადრეული ვეგეტაციის პერიოდიდან იწყება და მთელი სეზონის განმავლობაში გრძელდება. პათოგენს ფოთლის ზედაპირზე უწესრიგოდ განლაგებული ბუშტუკებით ამოიცნობთ, რომლებიც ვეგეტაციის ბოლოს შავდება. მურა ჟანგას პარალელურად ხშირად თავს იჩენს ყვითელი ჟანგაც, რომელიც მცენარის ფოთლებზე ყვითელ მეჭეჭებს წარმოქმნის. მძიმე ინფექციის შემთხვევაში კი მცენარე მთლიანად ხმება.
ფესვის სიდამპლეები და სეპტორიოზი
ფესვის ფუზარიოზული სიდამპლე კომპლექსურ პათოლოგიაა, რომელიც ხორბლის, ჭვავისა და ქერის ფესვთა სისტემას აზიანებს. პათოგენის განვითარება მცენარეზე მუქი ფერის უბნების ფორმირებით იწყება, რომლებიც თანდათანობით მურა შეფერილობას იღებს.
სეპტორიოზი კი ფოთლებსა და თავთავს აზიანებს. ინფექციის პირველადი სიმპტომები მომწვანო-მოყვითალო ოვალური ლაქებით ვლინდება, რომლებიც ხშირად რუხი არშიითაა შემოსაზღვრული. დაავადების პროგრესირებასთან ერთად, ლაქები ფართოვდება და მათზე შავი წერტილოვანი პიკნიდიუმები (სოკოს გამრავლების ორგანოები) ვითარდება. შედეგად, დაავადებული ფოთლები ხმება, ღეროების ზედაპირი კი ნაოჭდება.
ხორბლის მავნებლები და სარეველები
საქართველოში განსაკუთრებით გავრცელებულია ჰესენის ბუზი, ქერის (ხორბლის რუსული) ბუგრი და მავნე კუსებურა. ისინი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მცენარეს და ამცირებს, როგორც მოსავლის ხარისხს, ისე ოდენობას.
ცალკე უნდა გამოვყოთ პურის ბზუალაც, რომელიც აზიანებს ხორბლის როგორც ფოთლებს, ისე თავთავს. გაზაფხულის ნათესებს კი განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ჭია წურბელა.
დიდი ყურადღება გვმართებს მემინდვრიას, ტყის თაგვის, რუხი ვირთაგვისა და სხვა მღრღნელების მიმართ. მათთან გამკლავება საკმაოდ დიდ ძალისხმევას ითხოვს და საჭიროებს საკონტროლო ღონისძიებების დროულად გატარებას.
მავნებლებისა და დაავადებების გარდა, ხორბლის მოსავლის ხარისხსა და ოდენობაზე დიდ გავლენას ახდენს ისეთი სარეველები, როგორებიცაა მწვანე ძურწა, მხოხავი ჭანგა, ხოვერა და წიწმატურა.
აგროქიმიური ღონისძიებები და შესაბამისი პრეპარატები
იმისთვის, რომ ხორბლის დაავადებებს, მავნებლებსა და სარეველებს ეფექტურად გავუმკლავდეთ, აუცილებელია აგროპროცესების სწორად დაგეგმვა.
პირველ ეტაპზე ნიადაგის სრულფასოვანი ანალიზის ჩატარებას გირჩევთ, რაც მოიცავს pH დონის, მაკრო და მიკროელემენტების შემცველობის, ორგანული ნივთიერებების რაოდენობისა და ნიადაგის მექანიკური შემადგენლობის შესწავლას. ეს მონაცემები აუცილებელია როგორც სასუქების, ისე მცენარეთა დაცვის საშუალებების შერჩევისა და სწორი დოზირებისთვის.
ამასთანავე, გირჩევთ დასათესად დამუშავებული თესლი გამოიყენოთ, რადგან სწორედ ეს არის ჯანსაღი ნათესების საფუძველი. ერთ-ერთი პროდუქტი, რომლითაც სპეციალისტები ხორბლის თესლის დამუშავებას გვირჩევენ, რაქსილ ულტრაა. ეს არის პრეპარატი, რომელიც უზრუნველყოფს კომპლექსურ დაცვას გუდაფშუტების, ფესვის სიდამპლეების, ჰელმინთოსპორიოზისა და სხვა პათოგენების წინააღმდეგ. თესლის დამუშავება ასევე შესაძლებელია კომბინირებული სქემით ანუ ფუნგიციდებთან ერთად ისეთი ინსექტიციდური პროტრავიტელების გამოყენებით, როგორიცაა "ნუპრიდი".
ადრეული ვეგეტაციის დროს მნიშვნელოვანია პრევენციული კონტროლიც. ერთ-ერთი მედიკამენტი, რომელიც ამ პროცესში დაგეხმარებათ, ფალკონია. ის სამკომპონენტიანი ფუნგიციდია, რომელიც გამორიცხავს პათოგენების რეზისტენტობის განვითარებას. მისი უნიკალური ფორმულაცია უზრუნველყოფს პრეპარატის სწრაფ შეღწევას მცენარეში და ხანგრძლივ დაცვას. პრეპარატი განსაკუთრებით ეფექტურია მურა, ყვითელი ჟანგას, ღეროს ჟანგას, სეპტორიოზის და ნაცრის წინააღმდეგ.
სარეველების მართვისთვის ხშირად გამოიყენება გროდილ მაქსი, რომელიც ინოვაციური, ზეთოვან-დისპერსიული ფორმულაციის ჰერბიციდია. პრეპარატის უნიკალური თვისებები უზრუნველყოფს ხსნარის უკეთეს მიწებებას სარეველების ფოთლებზე, თანაბარ გადანაწილებას და ხანგრძლივ მოქმედებას. ის მაღალეფექტურია ექსტრემალურ მეტეოპირობებშიც.
სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ პუმა სუპერსაც, რომელიც სელექციური ჰერბიციდია, შემუშავებული სპეციალურად მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.
მწერების კონტროლში დაგეხმარებათ პროტეუსი — სისტემურ-კონტაქტური მოქმედების კომბინირებული ინსექტიციდი. პრეპარატი ხასიათდება ნოკდაუნ ეფექტით და ფართო სპექტრის მავნებლების წინააღმდეგ გამოიყენება. განსაკუთრებით ეფექტურია თრიფსების, ბუგრების და პურის ბზუალას წინააღმდეგ. მღრღნელების გასაკონტროლებლად კი სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ როდენტიციდს.
და ბოლოს, გაითვალისწინეთ, რაც უნდა ხარისხიანი მედიკამენტები შეარჩიოთ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს მათ რაციონალურად და სწორი კომბინაციით გამოყენებას. ასევე, აუცილებელია, თესლბრუნვის სწორი დაგეგმვა და სხვა აგროღონისძიებების შესაბამის ვადებში შესრულება. სწორედ ამგვარი სისტემური მიდგომით შეძლებთ ხორბლის დამაზიანებელი ფაქტორების პრევენციასა და საუკეთესო მოსავლის მიღებას.
ხორბლის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო ინოვაციურ პრეპარატებს აგროსფეროში შეიძენთ. მათ შერჩევაში კი კომპანიის კვალიფიციური აგროკონსულტანტები დაგეხმარებიან. ასევე, გაგაცნობენ მოხმარების დეტალურ ინსტრუქციას და გაგიწევენ სრულფასოვან კონსულტაციას ხორბლის მოვლასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
კომენტარები