რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
ფოტო: SkyNews
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს.
ფრანცისკე რომის 266-ე პაპად 2013 წლის 13 მარტს აირჩიეს, მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი ბენედიქტ XVI გადადგა.
ვატიკანის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პაპის გარდაცვალების შესახებ კარდინალმა კევინ ფარელმა განაცხადა.
"ძვირფასო ძმებო და დებო, ღრმა მწუხარებით ვაცხადებ ჩვენი წმინდა მამის, ფრანცისკეს, გარდაცვალების შესახებ.
დღეს დილით, დილის 7:35 საათზე, რომის პაპი ფრანცისკე, მამის სახლში დაბრუნდა. მისი მთელი ცხოვრება უფლისა და მისი ეკლესიის მსახურებას მიუძღვნა.
მან გვასწავლა, რომ სახარების ღირებულებები ერთგულებით, გამბედაობითა და საყოველთაო სიყვარულით გვეცხოვრა, განსაკუთრებით ყველაზე ღარიბებისა და ყველაზე მარგინალიზებული ადამიანების სასარგებლოდ", — ნათქვამია განცხადებაში.
14 თებერვალს პაპი ბრონქიტის სამკურნალოდ საავადმყოფოში მოათავსეს.
შემდგომ დღეებში ვატიკანმა განაცხადა, რომ მას ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა და რომ მას სისხლის გადასხმა ჩაუტარდა მას შემდეგ, რაც ანალიზებმა აჩვენა, რომ სისხლში თრომბოციტების დაბალი დონე ჰქონდა, რაც ანემიასთან ასოცირდება.
22 თებერვალს ვატიკანმა განაცხადა, რომ პაპი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა "ხანგრძლივი რესპირატორული კრიზისის" შემდეგ. მეორე დღეს ვატიკანმა განაცხადა, რომ ფრანცისკეს თირკმლის "საწყისი, მსუბუქი" უკმარისობა აღენიშნებოდა.
შემდგომ დღეებში ათასობით მორწმუნე შეიკრიბა წმინდა პეტრეს მოედანზე, რათა მისი გამოჯანმრთელებისთვის ელოცათ, სხვები კი რომის საავადმყოფოში მივიდნენ, სადაც ის იმყოფებოდა, რათა ყვავილები და ბარათები დაეტოვებინათ.
ის საავადმყოფოში თვის ბოლომდე დარჩა, ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა რთულად რჩებოდა.
6 მარტს, მისი ხმა პირველად გაისმა საავადმყოფოში მოთავსების შემდეგ აუდიო შეტყობინებაში, სადაც მან მადლობა გადაუხადა კეთილისმსურველებს და დაამატა: "მე თქვენთან ვარ".
კვირას, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან შეხვედრიდან ერთი დღის შემდეგ, ის აღდგომის კვირას გამართულ წირვაზე შეკრებილ ხალხს, მიესალმა
პაპად არჩევამდე, ფრანცისკე იყო კათოლიკური ეკლესიის არგენტინელი კარდინალი. 1998 წლიდან მსახურობდა ბუენოს-აირესის არქიეპისკოპოსად, 2001 წლიდან კი კარდინალად.
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა
გადახედვა
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე? რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე?
გადახედვა
-
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს
გადახედვა
კომენტარები