მდინარაძემ მემორიალთან შეკრებილი მოქალაქეები 9 აპრილის დამრბევ გენერალს, როდიონოვს შეადარა
ქართული ოცნების წარმომადგენლები, მათ შორის პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და ოცნების პრემიერი, ირაკლი კობახიძე 9 აპრილი მემორიალის მაგივრად, სადაც სინდისის პატიმრების მშობლებმა ღამე გაათენეს — სამებაში მივიდნენ.
მდინარაძეს განცხადებით, 9 აპრილის მემორიალთან მყოფი მოქალაქეები "ბურჭულაძე-როდიონოვები, რუსი გენერლის მსგავსად, ცდილობენ რუსთაველის გამზირის "ოკუპაციას".
"რაც შეეხება დღევანდელ დამოკიდებულებას, ზოგი შეიძლება გულწრფელად ფიქრობს, რომ კარგ საქმეს აკეთებს და შეცდომაში იყოს შეყვანილი. თუმცა, ასეთი ცოტანი იქნებიან. ბევრმა იქ მდგომმა ძალიან კარგად იცის, რომ თავის დროზე როდიონოვი ცდილობდა რუსთაველის გამზირის ოკუპაციას და ახლა ცდილობენ ბურჭულაძე-როდიონოვები" — განაცხადა მდინარაძემ.
ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ასევე დასძინა, რომ პროვოკაციის აყოლას არ აპირებდნენ და სწორედ ამიტომ, 9 აპრილის მემორიალთან არ მივიდნენ.
"დღევანდელი დღე, რომელიც ყველასთვის ასოცირდება ერთიანობასთან, მშვიდობასთან, ურთიერთსიყვარულთან, ქართველი ხალხის ერთობასთან, ქართულ ერთობასთან, ამ დღეს ცდილობენ, რომ დაპირისპირება შემოიტანონ და ძალადობა შემოიტანონ.
ჩვენ ასეთ პროვოკაციებს, ბუნებრივია, არ ავყევით, დღეს უნდოდათ რაღაც სურათის დადგმა და ძალიან ცუდი იქნებოდა, როგორ წარმოგიდგენიათ, იქ ვიღაცები პოლიციამ უნდა, უკაცრავად ამ გამონათქვამისთვის, გაათრიოს, მერე მიხვიდე და ტიტები დააწყო. ამ პროვოკაციაზე წამოგება უნდოდათ, არ ავყევით, ვარჩიეთ, რომ ამოვსულიყავით სამებაში პარაკლისზე. მოგვეხსენიებინა გარდაცვლილი გმირების სულები", — თქვა "ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, 9 აპრილის ღამე სინდისი პატიმრების მშობლებმა და მოქალაქეებმა პარლამენტის წინ, 9 აპრილის დაღუპულთა მემორიალის წინ გაათენეს.
ასევე იხილეთ:
- მამუკა მდინარაძის თქმით, დღეს ხალხი რუსთაველზე სხვაზე დამოკიდებულებისთვის იბრძვის
- "ჩვენი გმირების სულები ჩვენგან ალბათ ასეთ გადაწყვეტილებას ელოდნენ" — ირაკლი კობახიძე 9 აპრილის მემორიალის ნაცვლად სამებაში წავიდა
- ირაკლი კობახიძემ 9 აპრილის განცხადებაში "უცხოური ძალა" 6-ჯერ ახსენა, რუსეთი — არც ერთხელ
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
კომენტარები