ქარჩხაძის გამომცემლობა თბილისი წიგნის ბაზრობაზე
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
10-13 აპრილს ქარჩხაძის გამომცემლობა ტრადიციულად დაგხვდებათ ექსპო ჯორჯიის XI პავილიონში. თბილისის წიგნის ბაზრობისთვის მზადება მკითხველებისთვის ერთ-ერთი საყვარელი და მნიშვნელოვანი საგაზაფხულო თავგადასავალია. კატალოგების თვალიერება, სიახლეების გაცნობა, სასურველი წიგნების ამორჩევა... ეს სტატია კი ქარჩხაძის გამომცემლობის ყველა წიგნის მოკლე განხილვას გთავაზობთ, თქვენთვის საინტერესო წიგნებს მარტივად საპოვნელად.
თარგმნილი ლიტერატურა
ნდობა ერნან დიასის ნაწარმოებია. პულიცერის პრემიით დაჯილდოებული ეს წიგნი ქარჩხაძის გამომცემლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა. ფინანსური სამყაროს ლაბირინთები, მდიდარი ადამიანების იდუმალებით მოცული ცხოვრება, დაკეტილ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილებები, ნდობა და გაუცხოება, ცოლქმრული ურთიერთობები, ანუ წიგნში აბსოლუტურად ყველაფერია, რათა მკითხველი მოინუსხოს, დაინტერესდეს და საოცარ ახალ სამყაროში შეაბიჯოს.
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
ოზის წიგნების სერია. ფრენკ ბაუმის ოზის სამყაროს ეს წიგნები ქარჩხაძის გამომცემლობის ერთ-ერთი ახალი სერიაა. საკულტო, კლასიკად აღიარებული წიგნების ქართულად წაკითხვის შესაძლებლობა პირველად გვაქვს. დოროთი და მისი საყვარელი ძაღლი ტოტო, საფრთხობელა, თუნუქის ტყეკაფია, უზარმაზარი ლომი, თავად ჯადოქარი ოზი, პრინცესა ოზმა და სხვა მრავალი პერსონაჟი ამ საოცარი წიგნების მთავარი გმირები არიან. მათი შეუპოვრობა და მუდმივად ფერადი თავგადასავლები, საოცრებებით სავსე ქვეყნებში დაუღალავი მოგზაურობა და დიდი ჟრიამული ყველა მკითხველს აღაფრთოვანებს.
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
ოთხი ქარი კრისტინ ჰანას წიგნია, რომელიც ქართველი მკითხველის უდავო რჩეული გახდა. ბესტსელერ წიგნში ავტორი საუბრობს დიდ დეპრესიაზე და სისუსტეებსა თუ სიძლიერეზე, რომელიც საკუთარ თავში შეიძლება მოულოდნელად აღმოვაჩინოთ. დედის სიყვარული და მტკიცე სურვილი, რომ უზარმაზარი გაჭირვების დროსაც კი ყველაფერი გააკეთოს საკუთარი შვილებისთვის.
საკანცელარიო მაღაზია თეირანში მარჯან ქამალის წიგნია, რომელიც ქარჩხაძის გამომცემლობის ერთ-ერთი ბესტსელერი და მკითხველთა რჩეული ნაწარმოებია. წიგნი, ერთი შეხედვით, მარტივად წასაკითხი სასიყვარულო ისტორიაა, თუმცა ავტორი საოცარი ოსტატობით მოგვითხრობს ირანული ტრადიციების, საზოგადოებისა და ქვეყნის ისტორიის შესახებ.
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან დელია ოუენსის წიგნია, რომლის სახელიც აუცილებლად გექნებათ ერთხელ მაინც გაგონილი. მკითხველთა უპირობო რჩეული, საოცარი დეტექტივი და ჩახლართული შინაარსის მქონე წიგნი. ამ წიგნის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა დამატებითი ინტერესი გამოიწვია ყველა ასაკის მკითხველში. წიგნი ადამიანებსა და ადამიანობაზე, განმარტოებასა და ბუნებაზე, სიყვარულსა და სიცრუეზე.
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
უჩინარი რალფ ელისონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია. ავტორს წიგნის დაწერამდე ბევრი არავინ იცნობდა, თუმცა წიგნის გამოსვლისთანავე მისი სახელი ამერიკაში ყველამ გაიგო. ნაწარმოები ეროვნულ წიგნის პრემიაზე წარადგინეს, სადაც ასევე წარდგენილი იყო ერნესტ ჰემინგუეის "მოხუცი და ზღვა" და სტეინბეკის "ედემის აღმოსავლეთით". მიუხედავად ასეთი ძლიერი მოწინააღმდეგეებისა, ჯილდო სწორედ "უჩინარმა" მოიპოვა...
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
ქარჩხაძის გამომცემლობის სტენდთან დაგხვდებათ ჯემალ ქარჩხაძის წიგნებიც: ქარავანი, ზებულონი, მდგმური, იგი, ანტონიო და დავითი. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ქართველი მკითხველისთვის ერთ-ერთი საყვარელი, გამორჩეული ნაწარმოები იგი ინგლისურ ენაზეცაა თარგმნილი და სტენდთან მისი შეძენაც იქნება შესაძლებელი. აქვე შეძლებთ შეიძინოთ იგის სერიგრაფიული ტექნიკით შესრულებული ილუსტრაციები და ბრენდირებული ჩანთა.
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
ლია ლიქოკელის გოგოობის კანონი | დევის ცოლის სიცილი მკითხველთა დიდი თხოვნის შემდეგ ახალი ტირაჟით დაბეჭდილი წიგნია, ავტორისეული სიახლეებით. სინაზითა და მწარე რეალობით სავსე პოეზია ლია ლიქოკელის ლექსების განუყოფელი ნაწილია, ანუ ის, რამაც ქართველი მკითხველი წიგნის გამოსვლისთანავე მოაჯადოვა.
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
ქარჩხაძის გამომცემლობის სტენდთან დაგხვდებათ ასევე დამხმარე, სასწავლო ლიტერატურა: სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლება ინკლუზიურ გარემოში, ქართული მწერლობა, ქართული ჰაგიოგრაფია და ჩინეთმცოდნეობის საფუძვლები.
ამ და სხვა წიგნებით დაგხვდებათ ქარჩხაძის გამომცემლობა აპრილის წიგნის ბაზრობაზე, აქვე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გამომცემლობა მაისის წიგნის ფესტივალში მონაწილეობას არ იღებს. გელოდებით 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯიაში.
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა
-
რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
გადახედვა
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში? როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში?
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები)
გადახედვა
-
რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს
გადახედვა
-
აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს
გადახედვა
-
ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე
გადახედვა
-
გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია
გადახედვა
-
თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
-
ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც
გადახედვა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
კომენტარები