მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა 31 მარტს გაგრძელდება — 18 მარტის სხდომის ქრონიკა
18 მარტს, 14:00-ზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის პროცესი გაიმართა. მოსამართლე ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილებით საქმის არსებითი განხილვა 31 მარტს გადაიდო.
მოსამართლემ პროცესის გადადების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დაცვის მხარემ საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის შუამდგომლობა დააყენა. როგორც მოსამართლე ნინო სახელაშვილმა განმარტა, მტკიცებულებები მოცულობითია და მისთვის გასაცნობად როგორც ბრალდების მხარეს, ისე სასამართლოს, დრო სჭირდება.
სასამართლო სხდომას მზია ამაღლობელიც დაესწრო:
მზია ამაღლობელის საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს, რომელმაც ჟურნალისტს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლის არგუმენტით, ბრალდებულის მხრიდან არსებობდა "დანაშაულის განმეორების საფრთხე". დღევანდელ სხდომას სასამართლოში მზია ამაღლობელიც დაესწრო. მის დარბაზში შემოსვლას დამსწრეთა ოვაციები და შეძახილები მოჰყვა: "თავისუფლება მზიას!"
ამაღლობელმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით მიმართა მოსამართლეს და საკუთარ სასამართლო პროცესს "ფორმალური" უწოდა, განსხვავებით საბჭოთა რეპრესიებისა, როდესაც ბრალდებულის გასამართლება არც ხდებოდა და პირდაპირ ხვრეტდნენ.
"თუ ჩვენ შედარებას გავაკეთებთ — საბჭოთა რეპრესიების დროს ისე ასახლებდნენ და "ხვრეტდნენ", რომ არც ასამართლებდნენ. ჩემი სასამართლო პროცესები იმართება, მერე რა, რომ ფორმალურია, მაშინ არაფერი მეთქმის..." — განაცხადა მზია ამაღლობელმა.
ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა მოითხოვეს:
დღევანდელ პროცესზე ამაღლობელის ადვოკატებმა მოსამართლე სახელაშვილის აცილება მოითხოვეს, რადგან მას არ გააჩნია სისხლის სამართლის კუთხით განათლება, რომელიც კვალიფიცირებულს ხდის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმე განიხილოს, რაც სასამართლოსგან არ დაკმაყოფილდა.
სანქცირებულმა მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა დაადასტურა, რომ სისხლის სამართლის სპეციალიზაციით არ უსწავლია არც მაგისტრატურაში და არც სისხლის სამართლის სპეციალიზაციით მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა აქვს ჩაბარებული.
"ნამდვილად გიდასტურებთ, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით არ მაქვს გამოცდა ჩაბარებული, თუმცა ვერ მიუთითებთ ვერც ერთ კანონის ნორმას, სადაც მსგავსი ჩანაწერი ან მოთხოვნა არსებობს", — თქვა ნინო სახელაშვილმა სასამართლო სხდომაზე, სადაც ამაღლობელის ადვოკატები მოსამართლის აცილებას ითხოვდნენ.
ცნობისთვის, მოსამართლე ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის საქმეების განხილვის კვალიფიკაცია არ აქვს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით, ნინო სახელაშვილი ისევ სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა. ბათუმელების ცნობით, ნინო სახელაშვილი, რომელიც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, ამაღლობელის პროცესის შემდეგ, 10 მარტს უვადოდ განაწესეს.
უვადო მოსამართლე სახელაშვილი, 3 მარტს ესტონეთის მიერ დასანქცირებულთა სიაშიც მოხვდა, სხვა ამაღლობელის საქმის ფიგურანტებთან ერთადაც რომლებიც არიან: ბათუმის პოლიციის უფროსი, საქმეში "დაზარალებულად" ცნობილი ირაკლი დგებუაძე; პროკურორები — ვლადიმერ თურმანიძე და თორნიკე გოგეშვილი.
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ბათუმში ესწრებიან გერმანიის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთისა და ჩეხეთის საელჩოების წარმომადგენლები.
ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია:
ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია გაიმართა. "იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის", "სოლიდარობა მზია ამაღლობელს", — ამ ლოზუნგებით სასამართლოს შეკრებილები მხარდაჭერას უცხადებდნენ ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელსა და დირექტორს.
ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
"სამწუხაროდ და საუბედუროდ არ მაქვს დადებითი მოლოდინი და მინდა რომ ვცდებოდე. მინდა დღეს მოსამართლისგან მოვისმინო რომ მზიას გაათავისუფლებს. ის რომ დღეს მზია ამაღლობელი არის პატიმარი, ჩემი შეფასებით მიანიშნებს იმაზე, რომ ვიღაცას ეშინია ამ ძლიერი ქალის, მისი ძლიერი ხმის და კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მზია ამაღლობელი არის კონკრეტულად პოლიტპატიმარი. ის რომ ამაღლობელი ჯერ ადმინისტრაციულად დააკავეს სტიკერის გაკვრისთვის, მერე კი მისი კონკრეტული მოქმედება შეფასდა, როგორც თავდასხმა პოლიციელზე და მას შეეფარდა პატიმრობა — არაფერია თუ არა პოლიტიკური გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, არ მაქვს დადებითი მოლოდინი და მინდა, რომ ვცდებოდე," — განაცხადა ვასილ ჩიქოვანმა ბათუმის სასამართლოში მედიასთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვის წინასასამართლო სხდომა 4 მარტს გაიმართა. მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა, რომელიც 2,5 თვეა, მოსამართლედ არის დანიშნული ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში დატოვა.
მიუხედავად ამაღლობელის ადვოკატების მოთხოვნისა, დაცვის ქვეშ მყოფისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გაუქმებულიყო სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროკურორების არგუმენტით თუ რატომ უნდა დარჩეს ამაღლობელი პატიმრობაში, ჟურნალისტი "წარმოადგენს საფრთხეს ჩაიდინოს ახალი დანაშაული, მოახდინოს ზეწოლა მოწმეებზე ან მიიმალოს".
4 მარტის სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ ჟურნალისტის საქმეში 15 თებერვალს შედგენილი პატაკი დევს, რომლის მიხედვითაც ამაღლობელს დაგეგმილი ჰქონდა პოლიციელზე თავდასხმა და მითითებებს ტელეფონიდან იღებდა.
პროკურატურა ამ პატაკის საფუძველზე ამაღლობელის ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღება მოითხოვა.
მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით ედავებიან, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, რომელიც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები