რუსული სანატორიუმის თანამშრომლებს პაციენტების აივ-ინფექციითა და C ჰეპატიტით დაინფიცირებაში ადანაშაულებენ
პროკურატურამ ყაბარდო-ბალყარეთის სანატორიუმი სანიტარული და ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევით პაციენტების მასობრივ დაინფიცირებაში დაადანაშაულა. სულ მცირე 71 პაციენტი C ჰეპატიტით, ხოლო დამატებით ხუთი პაციენტი იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ-ინფექცია, HIV) დაინფიცირდა.
გამოძიების თანახმად, ნალჩიკის სანატორიუმში პაციენტების დაინფიცირება 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის ნოემბრის პერიოდში მოხდა. პროკურატურა სასამართლოში საქმის აღძვრას აპირებს.
რუსეთის მომხმარებელთა დაცვისა და კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (Rospotrebnadzor) მონაცემებით, რუსეთში სულ მცირე 272 ადამიანი — ნალჩიკის სანატორიუმის პაციენტების ნათესავები — კვლავ ინფიცირების რისკის ქვეშ არიან.
საგამოძიებო ორგანოებმა განაცხადეს, რომ სანატორიუმი დეზინფექციისა და სტერილიზაციის მოთხოვნებს არ იცავდა — პაციენტებთან ხელახლა იყენებდნენ ერთჯერადი მოხმარების ნივთებს და არასტერილური ინსტრუმენტებით მკურნალობდა მათ სისტემატურად. გარდა ამისა, პაციენტებს სხვადასხვა პროცედურების ჩატარებამდე, სავალდებულო ტესტირებები მწვავე ინფექციურ დაავადებებზე არ უტარდებოდათ.
სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით, სანატორიუმის გენერალურ დირექტორს, ნევროლოგს და ექთანს გაუფრთხილებლობით მასობრივი ინფიცირების გამოწვევისთვის, სისხლის სამართლის ბრალი წაუყენეს. ექთანს ასევე პროფესიული მოვალეობის არასათანადო შესრულების გამო, აივ-ინფექციით მეორე ადამიანის დაინფიცირება ედება ბრალად.
მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულთა ვინაობა ჯერ ოფიციალურად არ გამჟღავნებულა, OC Media-ს წინა ინფორმაციით, ბრალდებულები არიან: 65 წლის სანატორიუმის დირექტორი რუსლან ოზროკოვი, 69 წლის ნევროლოგი და ნეიროპათოლოგი — მუხადინ უზდენოვი და 49 წლის ექთანი მარიანა ალოევა.
სამკურნალო სანატორიუმი ნალჩიკში, ყოფილი Olympus სანატორიუმის შენობის მესამე სართულზე მდებარეობდა. დაწესებულება მთელი რუსეთის მასშტაბით პაციენტებს ფასიან სამედიცინო მომსახურებას უწევდა.
რუსული კანონმდებლობის თანახმად, რუსეთის მომხმარებელთა დაცვის სამსახური სანატორიუმს ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ამოწმებდა. 2024 წლის სექტემბერში სანატორიუმმა სამედიცინო ლიცენზია დაკარგა და დაწესებულებამ მუშაობა შეწყვიტა.
გაზეთ Argumenty I Fakty-ს ინფორმაციით, კლინიკაში ერთ-ერთი მომუშავე ექთანი, სავარაუდოდ, სანატორიუმში ცხოვრობდა, ხოლო მაცივარი, რომელიც განკუთვნილი იყო მხოლოდ მედიკამენტების შესანახად, ხორცსა და სხვა პროდუქტებს ინახავდა.
გაზეთის ცნობით, ყაბარდო-ბალყარეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ინფიცირებულ პაციენტებს განუცხადა, რომ კლინიკა კერძოა და სამინისტროსთან არანაირი კავშირი არ აქვს. ხოლო რუსეთის მომხმარებელთა დაცვის სამსახურის რეგიონულმა დეპარტამენტმა დაზარალებულებს ურჩია, დაავადების მწვავე ფაზის გასვლიდან სამი თვის შემდეგ მიემართათ დეპარტამენტისთვის.
იმ შემთხვევაში, თუ C ჰეპატიტი ამ პერიოდში ქრონიკულ სახეს მიიღებს, პაციენტებს C ჰეპატიტით დაავადებულთა ამჟამინდელ რიგში ცალ-ცალკე დაარეგისტრირებენ. დეპარტამენტმა დაზარალებულებს ასევე განუცხადა, რომ მკურნალობა საკუთარი ხარჯებით უნდა დააფინანსონ.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
გადახედვა
-
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა
-
2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა 2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს
გადახედვა
-
ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი
გადახედვა
-
შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა
გადახედვა
-
ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა
გადახედვა
-
ასტეროიდთა მადნით დაინტერესებული კომპანია ავტონომიურ აპარატს 2027 წელს გაუშვებს ასტეროიდთა მადნით დაინტერესებული კომპანია ავტონომიურ აპარატს 2027 წელს გაუშვებს
გადახედვა
-
ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებისა და დახმარების ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებისა და დახმარების ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "სექტა" მთავრობის მეთაურმაც უწოდა პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "სექტა" მთავრობის მეთაურმაც უწოდა
გადახედვა
-
კობახიძემ Kordz-ის კონცერტის დაფინანსება "ფაშიზმის წახალისებად" შეაფასა კობახიძემ Kordz-ის კონცერტის დაფინანსება "ფაშიზმის წახალისებად" შეაფასა
გადახედვა
-
ივრის ფერმებში მოსავლის აღების დროა — ბაზისბანკი საქართველოში ნუშის კულტურის დანერგვის მხარდამჭერია ივრის ფერმებში მოსავლის აღების დროა — ბაზისბანკი საქართველოში ნუშის კულტურის დანერგვის მხარდამჭერია
-
რაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას? რაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას?
გადახედვა
-
"კომისიამ ჩვენი ჩართულობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილებები" — რას ითხოვენ 21-ე სკოლის დამცველები? "კომისიამ ჩვენი ჩართულობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილებები" — რას ითხოვენ 21-ე სკოლის დამცველები?
გადახედვა
-
"განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები" — ირაკლი კობახიძე ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრაზე "განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები" — ირაკლი კობახიძე ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრაზე
გადახედვა
კომენტარები