რუსთავში ძლიერმა ქარმა ქართული ოცნების ბანერი ჩამოაგდო. ჩამოგდებული ბანერის ფოტოს ფეისბუკმომხმარებელი ირაკლი დანელია ავრცელებს.

ფოტოზე ჩანს, რომ ადგილზე მისულები არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. დანელიას ინფორმაციით, ბანერის ჩამოვარდნით არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს განუცხადეს, რომ ძლიერი ქარის გამო 112-ში არაერთი ზარი შევიდა.