ჯეი დი ვენსი

20 Feb. 2025, 21:45

"სამი წლის განმავლობაში, მე და პრეზიდენტი ტრამპი ორ მარტივ არგუმენტს ვაჟღერებდით: პირველი, ომი არ დაიწყებოდა, პრეზიდენტი ტრამპი რომ ყოფილიყო. მეორე — არც ევროპას, არც ბაიდენის ადმინისტრაციას და არც უკრაინას არ ჰქონდათ გამარჯვების გზა. ეს იყო ჭეშმარიტება 3 წლის წინ, ეს იყო ჭეშმარიტება 2 წლის წინ, ეს იყო ჭეშმარიტება გასულ წელს და ეს ჭეშმარიტებაა დღეს.

და სამი წლის განმავლობაში, იმ ადამიანების შეშფოთება, რომლებიც მართლები იყვნენ, დაიგნორებული იყო. რა არის ნაიალ ფერგიუსონის გეგმა უკრაინისთვის? დახმარების ახალი პაკეტი? არის თუ არა ის ინფორმირებული ფრონტზე არსებული რეალობის, რუსების რაოდენობრივი უპირატესობის, ევროპელების შეთხელებული მარაგისა და კიდევ უფრო შემცირებული ინდუსტრიული ბაზის შესახებ?

ამის ნაცვლად, ის იმოწმებს ფრაზას წიგნიდან ჯორჯ ბუშის შესახებ, სხვა ისტორიული პერიოდიდან და სხვა კონფლიქტიდან. ეს ამ ხალხის სხვა ღირებულებაა: არარელევანტურ ისტორიაზე დამოკიდებულება.

პრეზიდენტი ტრამპი რეალობას ეჭიდება, რაც ნიშნავს ფაქტებთან გამკლავებას. ფაქტები კი რამდენიმეა: 

პირველი, სანამ ჩვენი ევროპელი მოკავშირეების უსაფრთხოება სარგებლობს აშშ-ის ხელგაშლილობით, ისინი მიჰყვებიან საშინაო პოლიტიკას (მიგრაციისა და ცენზურის), რომელიც ამერიკელების უმრავლესობის გრძნობებს შეურაცხყოფს.

მეორე, რუსებს აქვთ გიგანტური უპირატესობა ცოცხალი ძალისა და შეიარაღების კუთხით უკრაინაში და ეს უპირატესობა შენარჩუნდება, მიუხედავად დასავლური დახმარების პაკეტებისა. ისევ — დახმარება ჯერ ისევ მიედინება.

მესამე, აშშ ინარჩუნებს მნიშვნელოვან ბერკეტებს კონფლიქტის ორივე მხარის გასაკონტროლებლად.

მეოთხე, კონფლიქტის დასრულება მოითხოვს იმ ხალხთან საუბარს, რომლებიც მის დაწყებასა და გაგრძელებაში იყვნენ ჩართული.

მეხუთე — კონფლიქტი წნეხავდა და წნეხავს აშშ-ის სახელმწიფოებრიობას — სამხედრო მარაგებიდან სანქციებამდე (და სხვა უამრავი რამ). ჩვენ გვჯერა, რომ კონფლიქტის გაგრძელება ცუდია რუსეთისთვის, ცუდია უკრაინისთვის, და ცუდია ევროპისთვის. მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ცუდია შეერთებული შტატებისთვის. 

მოცემული ფაქტების გათვალისწინებით, ჩვენ უნდა ვიაროთ მშვიდობისკენ და ეს ახლა უნდა გავაკეთოთ. პრეზიდენტი ტრამპის კამპანია ამაზე იყო დაფუძნებული, ამით გაიმარჯვა და ის მართალია"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თამარ ბაგრატიონი ჟენევაში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
  2. მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო MMA მებრძოლი გახდა
  3. უხვმა ნალექმა თელავის ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში გადავიდა | ფოტოები
  4. როგორი ამინდი იქნება ამ ზაფხულს? — გარემოს ეროვნული სააგენტო
  5. ირაკლი დგებუაძემ და იოსებ სიგუამ შსს-ში თანამდებობები გაცვალეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სალომე ზურაბიშვილი: პარტიებმა უნდა დათმონ თავიანთი პარტიული ინტერესები ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ და გაერთიანდნენ

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ის პირდაპირ ეთერში მიმართვისას ქვეყანაში მიმდინარე…