ჯეი დი ვენსი

29 Aug. 2025, 12:36

"აშშ-სა და უკრაინას შორის ბევრ საკითხზეა თანხმობა. ხანდახან არის საკითხები, რაზეც უთანხმოებაა აშშ-სა და უკრაინას შორის და რაც ყოველთვის მაწუხებდა ამ ურთიერთობის შესახებ იყო არა იმდენად უკრაინული მხარე, არამედ ამერიკული მხარე, კერძოდ, დემოკრატების ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია.

ზელენსკი ვაშინგტონში ჩამოვიდოდა, უკან $50 ან $100 მილიარდით ბრუნდებოდა ყოველგვარი რეალური მიზნის, დიპლომატიის გარეშე იმაზე, თუ რის ყიდვა უნდა მოხდეს ამ $100 მილიარდით და ყოველთვის ეს მაწუხებდა. იმაზე გაცილებით მეტად, რომ ზელენსკი ვაშინგტონისგან დახმარებას ითხოვდა, ის მაწუხებდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას არ ჰქონდა ომის დამთავრების გეგმა, არანაირი დამაჯერებელი თეორია იმის შესახებ, თუ როგორ მოაგვარებს დამატებით $100 მილიარდი პრობლემას და ეს ფულის ორმოს ჰგავდა, სადაც პრობლემას ფულს ვაყრიდით ამ პრობლემის მოგვარების რეალური გეგმის გარეშე. ეს ყოველთვის მაწუხებდა, მაგრამ ჩვენ — მე და აშშ-ს პრეზიდენტს — არაერთი კარგი საუბარი გვქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან.

ჩვენ მშვიდობისკენ მუშაობას გავაგრძელებთ და ჩვენი მიზანი, ზოგადად რომ შევხედოთ, ძალიან მკაფიოა. ამ საკითხზე საკმაო თანხვედრაში ვართ პრეზიდენტ ზელენსკისთან მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული უთანხმოებებიც გვაქვს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა დავიცვათ. არ გვინდა, რომ რუსეთმა მთელი ქვეყანა დაიპყროს. ასევე გვინდა მკვლელობების შეწყვეტა და ასევე ვფიქრობთ, რომ ომმა მიაღწია ისეთ ეტაპს, სადაც ვერც რუსები და ვერც უკრაინელები რეალურად ვერაფერს აღწევენ ომის გაგრძელებით. ყველასთვის საუკეთესო, მათ შორის ამერიკისთვისაც, მკვლელობების შეწყვეტა და სამშვიდობო შეთანხმების დადება იქნებოდა."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  4. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო…