აბსურდული გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ ევროპული ბიუროკრატია საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია — ირაკლი კობახიძე PACE-ის რეზოლუციაზე
"აბსურდული გადაწყვეტილებები [PACE-ის რეზოლუცია] აჩვენებს, რომ ევროპული ბიუროკრატია საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. ეს ეხება როგორც ბრიუსელს, ისე სტრასბურგს", — ამის შესახებ ოცნების პრემიერმა, ირაკლია კობახიძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციასა და თეა წულუკიანის განცხადებაზე კომენტირებისას თქვა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც თეა წულუკიანმა დელეგაციის სახელით და ოცნების გუნდის სახელით გააკეთა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ქართული ოცნების დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას დღეიდან წყვეტს.
"ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროპული ბიუროკრატია არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში. ეს ეხება როგორც ბრიუსელს, ისე სტრასბურგს და ამის მორიგი გამოხატულებაა ეს უსამართლობა, რომელიც ჩვენ დღეს ვიხილეთ და უსამართლობაზე მეტად ეს იყო აბსოლუტურად აბსურდული გადაწყვეტილება.
ასეთი რაღაც გააკეთეს: დაამტკიცეს ჩვენი დელეგაცია, რითაც აღიარეს არჩევნების შედეგები და იქვე განაცხადეს, რომ აპრილამდე თუ არ ჩატარდება არჩევნები, გააუქმებენ დელეგაციას ჩვენი ქვეყნიდან. ანუ გამოდის რა, რომ არჩევნებს აღიარებენ, მაგრამ მაინც უნდათ არჩევნების ჩატარება, რატომ? იმიტომ, რომ წააგო ვიღაცის ფავორიტმა პოლიტიკურმა ძალამ, რასაც ჰქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა.
ასეთი აბსურდული გადაწყვეტილებები აჩვენებს იმას, რომ მძიმე ვითარებაა ევროპულ ბიუროკრატიაში, თუმცა, საბოლოო ჯამში ეს არსებითად ვერ ცვლის საერთო ვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც გამოაცხადა ქალბატონმა თეა წულუკიანმა დელეგაციის სახელით და ჩვენი გუნდის სახელით. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად უალტერნატივო. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ჩვენი დელეგაცია არ აპირებს მუშაობის გაგრძელებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და დელეგაცია წყვეტს მუშაობას და მოხდება ამ დელეგაციის გამოწვევა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს პარლამენტის მიერ. თუ შეიცვლება დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ და ჩვენი ქვეყნის მიმართ, ამ შემთხვევაში, ჩვენ, რა თქმა უნდა, დავბრუნდებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ასეთ ვითარებაში, რასაც დღეს ვხედავთ, იქ მუშაობას არავითარი აზრი არ აქვს. ეს არის საკმაოდ მარტივი საკითხი. რაიმე არსებითი მნიშვნელობა დღევანდელ გადაწყვეტილებას არ ჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა აბსურდულობა არის ამ გადაწყვეტილების ასპექტი, რომელიც ანალიზს იმსახურებს", — თქვა კობახიძემ იმედი Live-ში.
რაც შეეხება PACE-ის რეზოლუციას, ის ოცნებას ვადამდელი არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამას გარდა, მომდევნო სესიამდე, რომელიც აპრილში გაიმართება "ოცნების" დელეგაციას შეზღუდული უფლებამოსილება ექნება.
-
კიბოს ყოველწლიური შემთხვევების 12% ინფექციებს უკავშირდება — ახალი კვლევა კიბოს ყოველწლიური შემთხვევების 12% ინფექციებს უკავშირდება — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
ComCom-მა "ფორმულა" "მაუწყებლობის შესახებ" კანონის დარღვევისთვის მესამედ, 10 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ფორმულა" "მაუწყებლობის შესახებ" კანონის დარღვევისთვის მესამედ, 10 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც კომპანიის 100%-იანი წილი მოტყუებით გადაიფორმა ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც კომპანიის 100%-იანი წილი მოტყუებით გადაიფორმა
გადახედვა
-
მსოფლიო საუნივერსიტეტო რეიტინგში ილიაუნი ისევ მოწინავე ქართული უნივერსიტეტია მსოფლიო საუნივერსიტეტო რეიტინგში ილიაუნი ისევ მოწინავე ქართული უნივერსიტეტია
გადახედვა
-
"ხელოვნური ინტელექტი" წარსულს ჩაბარდა — ტრამპმა ტექნოლოგიას სახელი გადაარქვა "ხელოვნური ინტელექტი" წარსულს ჩაბარდა — ტრამპმა ტექნოლოგიას სახელი გადაარქვა
გადახედვა
-
საქართველოს საზღვართან 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა საქართველოს საზღვართან 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 2198 ლარამდე გაიზარდა — 2025 წლის სტატისტიკა ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 2198 ლარამდე გაიზარდა — 2025 წლის სტატისტიკა
გადახედვა
-
სმარტფონის გამოყენებამ, შესაძლოა, მოზარდებში კვებითი დარღვევების რისკი გაზარდოს სმარტფონის გამოყენებამ, შესაძლოა, მოზარდებში კვებითი დარღვევების რისკი გაზარდოს
გადახედვა
-
"ამაზე კარგ "პადარკას" ცოლის დაბადების დღეზე ვერ გამიკეთებდით" — პაატა აბულაძე UK-ის მიერ სანქცირებაზე "ამაზე კარგ "პადარკას" ცოლის დაბადების დღეზე ვერ გამიკეთებდით" — პაატა აბულაძე UK-ის მიერ სანქცირებაზე
გადახედვა
-
ეკრანთან გატარებული დიდი დრო ბავშვის განვითარებაზე უარყოფითად შეიძლება აისახებოდეს ეკრანთან გატარებული დიდი დრო ბავშვის განვითარებაზე უარყოფითად შეიძლება აისახებოდეს
გადახედვა
-
თბილისში საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ელჩებმა "ვაიმარის სამკუთხედის“ 35-ე წლისთავი აღნიშნეს თბილისში საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ელჩებმა "ვაიმარის სამკუთხედის“ 35-ე წლისთავი აღნიშნეს
გადახედვა
-
"3 ოქტომბერს "თბილისობა მინსკში" გაიმართება" — შალვა პაპუაშვილი ბელარუსის დელეგაციას შეხვდა "3 ოქტომბერს "თბილისობა მინსკში" გაიმართება" — შალვა პაპუაშვილი ბელარუსის დელეგაციას შეხვდა
გადახედვა
-
UK-მა ნიკოლოზ მჟავანაძე, მამუკა ფიფია, გიორგი ირემაძე და პაატა აბულაძე დაასანქცირა UK-მა ნიკოლოზ მჟავანაძე, მამუკა ფიფია, გიორგი ირემაძე და პაატა აბულაძე დაასანქცირა
გადახედვა
-
"თბილისობის" პროგრამა — სად/რა იგეგმება? "თბილისობის" პროგრამა — სად/რა იგეგმება?
გადახედვა
-
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
-
ვახო სანაიას შსს Facebook-ზე გამოქვეყნებული ორი სტატუსისა და ვიდეოს გამო უჩივის ვახო სანაიას შსს Facebook-ზე გამოქვეყნებული ორი სტატუსისა და ვიდეოს გამო უჩივის
გადახედვა
-
პრეზიდენტს და პრემიერს ხელფასი 17 350 ლარამდე ეზრდებათ — რამდენს გადავუხდით თანამდებობის პირებს იანვრიდან? პრეზიდენტს და პრემიერს ხელფასი 17 350 ლარამდე ეზრდებათ — რამდენს გადავუხდით თანამდებობის პირებს იანვრიდან?
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 0,5 მლნ ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 0,5 მლნ ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი BTS-ის წევრი თვალებით ქვიზი: გამოიცანი BTS-ის წევრი თვალებით
კომენტარები