მოქალაქის განცხადებით, პოლიტიკური შეხედულებების გამო, იძულებული გახადეს, დაცვის პოლიცია დაეტოვებინა
Facebook ჯგუფ დაიტოვეში მოქალაქე კახა მიხანაშვილი წერს, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო აიძულეს, დაეტოვებინა დაცვის პოლიციის სამსახური 17-წლიანი მსახურების შემდეგ.
"დღეს, დაცვის პოლიციაში ჩემი 17-წლიანი კარიერა დავასრულე.
ფორმაც კარიერის დასრულების ნიშნად შესაბამისად ლურსმანზე ჩამოვკიდე.
ქართუ ბანკისა და დაცვის პოლიციის მაღალჩინოსნებმა ჩემი თავისუფლება, ჩემი პოლიტიკური პოზიცია ვერ აიტანეს და იძულებული გამხადეს სამსახური დამეტოვებინა.
მე ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებს, როგორ სოციალურ ქსელში, ისე პირდაპირ არასდროს ვმალავდი, რაც როგორც ქართუ ბანკისთვის, ისე პოლიციისთვის სასტიკად მიუღებელი აღმოჩნდა.
ქართუს "მამებმა" ჩემი ბანკიდან წასვლა დაცვის პოლიციას მოსთხოვეს, მათ კი ბაკურიანში გადამიყვანეს. რაც სამსახურიდან გაშვების ტოლფასი იყო. იმიტომ, რომ ყოველ მესამე დღეს ბაკურიანში დილიდან მეორე დილამდე უნდა ვყოფილიყავი, რაც ჩემი მიზერული ხელფასით შეუძლებელი იყო. ცალკე გზის ფული, ცალკე კვების ფული, ცალკე ფიზიკური დატვირთვა ოჯახში ფაქტობრივად, ვერ ვიქნებოდი და ხელფასიდანაც კაპიკები დამრჩებოდა.
ვთხოვე უფროსს ბაკურიანში არ გადამიყვანოთ, ერთი კვირა მომეცით და ამავე სისტემაში მე თვითონ ვნახავ სამსახურს-მეთქი, მაგრამ უარი მივიღე. მათ არ გაითვალისწინეს, რომ 98 წლის პაპა და პენსიონერი მამა მყავს სახლში, რომლებსაც ჩემი ყურადღება განსაკუთრებით სჭირდებათ. ალბათ ყველაფერი "ზევით" იყო გადაწყვეტილი. პოლიტიკური შეხედულებების გამო სამაგალითოდ უნდა დავსჯილიყავი, რათა სხვა დაცვის პოლიციელს არ გაებედა აზრკრიმინალობა.
თავს მივიჩნევ პოლიტიკური ნიშნით დაზარალებულად. სისტემა ყარს! — რამდენიმე დღის წინ, სამსახურის ჩათიდანაც "დამბლოკეს" იმიტომ, რომ შსს-ს მინისტრის დაპირებული ხელფასის 10%-იანი ზრდა არ მოხდა და ეს გავაპროტესტე.
სამსახურის პენსიამდე სავალდებულო სამსახურის ჩათვლით, კიდევ 2 წელი მრჩებოდა და ესეც არ გაითვალისწინეს. მშვიდობა გინდათ?
არ იქნება სამართალი? — არ იქნება მშვიდობა! დაცვის პოლიცია — ისევ შევხვდებით სამართლიან საქართველოში!", წერს კახა მიხანაშვილი.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები