ოპოზიციური პარტიები აქციებზე დაკავებული მათი პარტიების წევრების გათავისუფლებას მოითხოვენ
"გახარია — საქართველოსთვის", "ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობა", "ძლიერი საქართველო" და 11-12 იანვარს, ბათუმსა და თბილისში საპროტესტო აქციებისას დაკავებული მათი პარტიების წევრების გათავისუფლებას მოითხოვენ.
როგორც ცნობილია, დაკავებულთა შორის არიან "ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები: ტიტე გედენიძე, შაკო მაღრაძე და ბექა პაპაშვილი, ასევე კოალიცია ძლიერი საქართველოს წარმომადგენლები: ვაჟა დარჩია და ლუკა ნაცვლიშვილი და პარტია გახარია — საქართველოსთვის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები: მათე ცენტერაძე და ელიზბარ ჩხიკვაძე.
ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი საყრდენი არის უსამართლო, დასანქცირებული მოსამართლეები, რომლებიც 19-20 წლის თავისუფლებისთვის მებრძოლ, პატრიოტ ახალგაზრდებს საპატიმროებში უშვებენ.
"გუშინ სწორედ მათ წინააღმდეგ მიმართულ მშვიდობიან აქციაზე დააკავეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები სხვა პატრიოტ თანამბრძოლებთან ერთად. ჩვენ მოვითხოვთ იმ ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომლებიც სრულიად უკანონოდ დააპატიმრეს.
არავითარი კანონდარღვევა არ ყოფილა გუშინ მათი მხრიდან. მართლა სასაცილოა უკანონობაზე და კანონდარღვევაზე საუბარი იმ ე.წ. ხელისუფლების მხრიდან, რომელიც არ არის აღიარებული არავისგან, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ბიჭებო, თქვენს გვერდით ვდგავართ, იყავით მაგრად. ეს უკანონობა ძალიან მალე დასრულდება. ჩვენს ქვეყანაში სამართალი იზეიმებს და ერთად ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის," — განაცხადა ჯაფარიძემ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება. კოალიცია ძლიერ საქართველოში ამბობენ, რომ დასავლელ პარტნიორებთან ინტენსიური მუშაობა მიდის.
"თორნიკე რიჟვაძეს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში თუნდაც, ვერც კი ბედავდა, რომ "ქოცური" განცხადებები ეკეთებინა, მოუწევს პასუხისმგებლობის აღება. მოუწევს ასევე პასუხისმგებლობის აღება აჭარაში არსებულ ე.წ. ხარებებს — ბატონ ბესელიას და დგებუაძეს, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში ატერორებენ არა მხოლოდ ბათუმის მოქალაქეებს, არამედ ბათუმში მყოფ სამართალდამცველ პირებს", — განაცხადა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრმა ირაკლი კუპრაძემ.
გახარია — საქართველოსთვის პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრის, ვიკა ფილფანის განცხადებით, მისი პარტიის მოთხოვნაა უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების თარიღის გამოცხადება.
„უკვე თვეზე მეტია, რაც საქართველოს მოქალაქეები, ბათუმში, თბილისში და სხვა ქალაქებში, მშვიდობიანად აპროტესტებენ უსამართლობას. ქართველი ხალხის ერთიანობის შედეგად "ოცნების" არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ვერ მოიპოვა აღიარება ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ. თუმცა, ამ საპროტესტო ტალღის საპასუხოდ რეჟიმი ყოველდღიურად მიმართავს უკანონო დაკავებებს. უდანაშაულო ადამიანები იქცნენ ტყვეებად, რადგან ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლება ცდილობს დაშინებით შეინარჩუნოს ძალაუფლება." — განაცხადა ფილფანმა.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები