ირაკლი კობახიძე / ბრიფინგი "ოცნების" გორგასლის ოფისში

ირაკლი კობახიძე

22 Dec. 2024, 14:30

"რაც შეეხება არჩევნების დანიშვნას, აქ სამართლებრივად მარტივად არის საქმე, არჩევნების დანიშვნას აქვს სამი კონკრეტული საფუძველი ჩვენი კონსტიტუციისა და კანონდმებლობის მიხედვით. რაც შეეხება ხელახალ არჩევნებს, ხელახალი არჩევნები შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ცესკო ან სასამართლო, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო, არჩევნების შედეგებს გააბათილებს.

თქვენ იცით, რომ ცესკომ შეაჯამა არჩევნები შედეგები, სასამართლოშიც განხილული იქნა ყველა საჩივარი და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა თავად სალომე ზურაბიშვილმა, ოპოციურ პარტიებთან და ენჯეოებთან ერთად, და საკონსტიტუციო სასამართლომაც დაადასტურა არჩევნების ლეგიტიმურობა. შესაბამისად, ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ჩვენი კონსტიტუციის და კანონმდებლობის თანახმად. რაც შეეხება მორიგე არჩევნებს, მორიგე არჩევნები ინიშნება მას შემდეგ, რაც პარლამენტს ამოეწურება უფლებამოსილების ოთხწლიანი ვადა - ნუ ცხადია, ეს საფუძველიც არ არსებობს. და რიგ გარეშე არჩევნები, კონსტიტუციის თანახმად, ინიშნება ერთადერთი შემთხვევაში, როდესაც პარლამენტი ნდობას არ უცხადებს მთავრობის შემადგენლობას. როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობის შემადგენლობას, შესაბამისად, მესამე საფუძველიც არ არის სახეზე.

აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილება, განცხადება იქნებოდა სრულიად კომიკური, თუმცა, კომიკურთან ერთად ეს იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც, სისხლის სამართლის კოდექსში არის შესაბამისი ჩანაწერები, რომლებიც ასეთ ქმედებებს ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვიღაც ჭკვიანმა ურჩია სალომე ზურაბიშვილს ეს არ გაეკეთებინა, მან, საბოლოო ჯამში, ითხოვა ერთი დღე, დღეს 9 საათამდე და კიდევ აქვს მოსაფიქრებელი დრო ამისათვის. ვნახოთ, ვინ გადაწონის, ვიღაც ჭკვიანი თუ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არ არის ვიღაც ჭკვიანი"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  3. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსულენოვანი ბლოგერისთვის მოკლე ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს.…