ზურა ჯაფარიძე

4 Nov. 2024, 20:45

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ქუჩაში, ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის.

მინდა, რამდენიმე რაღაც გავიაზროთ. ის, რომ არჩევნები მოგვპარეს და ქვეყანას მომავალს პარავენ, ეს გასაგებია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ამ ქვეყანას აქვს შანსი, რომელიც არასდროს მიცემია - შეიძლება, 5-6 წელიწადში გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, ანუ ეს ქვეყანა შეიძლება მოხვდეს თანამედროვე სამყაროში ყველაზე კარგ ქვეყნებში, ამის შანსი გვაქვს ახლა.

ამის მაგივრად ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს ვენესუელასთან, ნიკარაგუასთან, რუსეთთან, ჰამასთან და ჰეზბოლასთან ერთად, ფიზიკურად ვდგავართ ახლა იქ. ამის იქით, თანამედროვე სამყაროში მეტი ფსკერი არ არსებობს, ამას გვახვევენ თავზე...

... რეალობა არის, რომ თქვენ გაიმარჯვეთ და ევროპულმა მომავალმა, თქვენ ხართ გამარჯვებული ხალხი, ეს შენობა და მთელი ძალაუფლება ამ ქვეყანაში გეკუთვნით თქვენ, უბრალოდ, არ გაძლევენ, ფიზიკური ძალით არ გაძლევენ. ამიტომ, როცა საუბარია იმაზე, რა არის გეგმა და საით უნდა წავიდეთ, ბევრი არანაირი გეგმა არ არსებობს, სინამდვილეში წინ არის ძალიან მოკლე ვადები - ერთი ვადა არის 21 ნოემბერი, ბოლო ვადა, როდესაც ცესკომ უნდა გამოაქვეყნოს შემაჯამებელი ოქმი და ბეჭედი უნდა დაარატყას ივანიშვილის რიცხვებს, მანამდე ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ვერ გაბედოს ცესკომ და კალანდარიშვილმა ამ ქვეყნის შიგნით, ისევე როგორც ქვეყნის გარედან ჩვენი მეგობრენი უნდა დაგვეხმარონ, რომ სახე უნდა აეხეს ყველას, ვინც ამ გაყალბებაში მიიღებს მონაწილეობას, დედაბუდიანად უნდა დასანქცირდნენ და აქაც უნდა გაეცეთ პასუხი.

მაგის მერე რჩება კიდევ პატარა ვადა, ეს არის ათდღიანი ვადა, როდესაც ამ შენობაში ეს ნაგვები უნდა შეიკრიბონ და საკუთარი ლეგიტიმაცია უნდა ცნონ, ეგ არ უნდა დავუშვათ, ეგ ყველას გასაკეთებელია, თქვენ, ეს ხალხი, ვინც აქ დგახართ, ხართ ამ ქვეყანაში თავისუფლების ბოლო ბასტიონი, მაგის იქით არაფერი აღარ არის, თქვენ უკან აღარავინ აღარ არის, ჩვენი ერთად გასაკეთებელია ეს, მოგვიწრვს ბრძოლა, მოგვიწევს ქუჩაში ბრძოლა და ამისთვის იყავით მზად, მეორედ არავინ არ დავიბადებით ამ ქვეყანაში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია

ევროკავშირმა ერთი წლის ვადით გაახანგრძლივა სანქციები იმ ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი…