საქართველოს ICT სექტორი ევროპული კურსის მხარდასაჭერად განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ინფორმაციული კომუნიკაციების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს. მათი განმარტებით, ქვეყანაში ძალადობრივი ფაქტები მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ევროპულ კურსს ეწინააღმდეგება და საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს უპირისპირდება. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ დაპატიმრებული მოქალაქეები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ და დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარდეს არჩევნები.
განცხადების თანახმად, ისინი კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევენ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ ერთადერთი კანდიდატის არჩევას, რომლის პროცესშიც ალტერნატიული კანდიდატი საერთოდ არ არსებობდა.
"ჩვენ, საქართველოს ICT სექტორის წარმომადგენლები, მკაფიოდ ვაფიქსირებთ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ. ბოლოდროინდელი ძალადობრივი ქმედებები მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, ასევე განცხადებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ კურსს, მიუღებელია ჩვენთვის. ეს ქმედებები უპირისპირდება საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს, ქართველი ხალხის ნებას და ქვეყნის კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ცალსახად ასახავს საქართველოს მიზანს — გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი.
ამასთან, კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია არალეგიტიმური პარლამენტის კოლეგიის მიერ პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატის არჩევა, რომლის პროცესშიც ალტერნატიული კანდიდატი საერთოდ არ არსებობდა. ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს, ქართველი ხალხის ნებას და კიდევ უფრო აღრმავებს ქვეყნის ინსტიტუციურ კრიზისს", — ნათქვამია განცხადებაში.
ICT სექტორის წარმომადგენლების თქმით, ევროპასთან კავშირის გაწყვეტა ტექნოლოგიურ პროცესსა და ეკონომიკას აფერხებს.
"ევროპასთან კავშირების გაწყვეტა აზიანებს არა მხოლოდ ტექნოლოგიურ პროგრესს, არამედ მთლიანად ეკონომიკას, აფერხებს ინვესტიციებს და საქართველოს განვითარების შესაძლებლობებს. ამ ვითარებაში, საქართველოს ევროპული კურსის შესუსტება წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს როგორც ჩვენი ქვეყნის ტექნოლოგიური სექტორის, ასევე მთლიანად საზოგადოების პროგრესისთვის.
ჩვენ, საქართველოს ICT სექტორის წარმომადგენლები, კატეგორიულად ვგმობთ ძალადობას და მშვიდობიანი მომიტინგეების უფლებების შელახვას. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას:
დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ ბოლო პერიოდში დაპატიმრებულები — ადამიანები, რომლებიც ქმნიან საქართველოს პროგრესულ მომავალს;
დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარდეს ახალი არჩევნები;
ევროპული მომავალი საქართველოსთვის თავისუფლების და პროგრესის გზაა, და ჩვენი სექტორი ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ კურსს საფრთხე არ შეექმნას.
მოვუწოდებთ საქართველოს ICT სექტორის ყველა წარმომადგენელს, შეუერთდნენ ამ მიმართვას ხელმოწერით და მხარი დაუჭირონ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ, პროგრესულ განვითარებას", — წერია განცხადებაში.
განცხადებაზე ხელმოწერა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია აღნიშნულ ლინკზე.
-
გადახედვარიკარდ იოზვიაკი: EU დღეს საქართველოს ოფიციალურ პირებს სანქციებს არ დაუწესებს რიკარდ იოზვიაკი: EU დღეს საქართველოს ოფიციალურ პირებს სანქციებს არ დაუწესებს
-
გადახედვალიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: მხარს ვუჭერთ საქართველოს პრეზიდენტისა და არასამთავრობოების პოზიციას, რომ არჩევნების ხელახალი ჩატარება არის სწორი გზა სიტუაციის მოსაგვარებლად ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: მხარს ვუჭერთ საქართველოს პრეზიდენტისა და არასამთავრობოების პოზიციას, რომ არჩევნების ხელახალი ჩატარება არის სწორი გზა სიტუაციის მოსაგვარებლად
-
გადახედვაკაია კალასი: ერთი საკითხია, რა თქმა უნდა, სანქციები და მეორე საკითხი ასევე უვიზო რეჟიმის შეზღუდვა კაია კალასი: ერთი საკითხია, რა თქმა უნდა, სანქციები და მეორე საკითხი ასევე უვიზო რეჟიმის შეზღუდვა
-
გადახედვატეის როიტენი: "ქართული ოცნება" სტაბილურად, მაგრამ დაბეჯითებით უჭერს საზოგადოებას მარწუხებს ტეის როიტენი: "ქართული ოცნება" სტაბილურად, მაგრამ დაბეჯითებით უჭერს საზოგადოებას მარწუხებს
-
გადახედვადიტო სამხარაძე: 2007 წლის შემდეგ არ ვყოფილვარ ევროპაში - თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა ჩემი შვილები საქართველოში გაზრდილიყვნენ, აქ ესწავლათ! ატყობთ ახლა როგორ მეცხელება მე ამათი სანქციები? დიტო სამხარაძე: 2007 წლის შემდეგ არ ვყოფილვარ ევროპაში - თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა ჩემი შვილები საქართველოში გაზრდილიყვნენ, აქ ესწავლათ! ატყობთ ახლა როგორ მეცხელება მე ამათი სანქციები?
-
გადახედვამარგუს ცაჰკნა: საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს კონკრეტული შედეგები უნდა მოჰყვეს მარგუს ცაჰკნა: საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს კონკრეტული შედეგები უნდა მოჰყვეს
-
გადახედვარუსეთის სამართალდამცველთა პროფკავშირის უფროსი: კოლეგების მიწვევით საქართველოში ვიმყოფებოდი რუსეთის სამართალდამცველთა პროფკავშირის უფროსი: კოლეგების მიწვევით საქართველოში ვიმყოფებოდი
-
გადახედვატერე ჰელანდი: სანქციების არდაწესება "ქართულ ოცნებას" მოუტანს გამარჯვებას და ევროპის კარზე ავტორიტარიზმს გაათამამებს ტერე ჰელანდი: სანქციების არდაწესება "ქართულ ოცნებას" მოუტანს გამარჯვებას და ევროპის კარზე ავტორიტარიზმს გაათამამებს
-
გადახედვაჩვენი გადაწყვეტილებაა, ორივე სახელმწიფოსთან დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში — "ოცნების" მთავრობა ლიეტუვისა და ესტონეთის სანქციებზე ჩვენი გადაწყვეტილებაა, ორივე სახელმწიფოსთან დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში — "ოცნების" მთავრობა ლიეტუვისა და ესტონეთის სანქციებზე
-
გადახედვასაქართველოს ICT სექტორი ევროპული კურსის მხარდასაჭერად განცხადებას ავრცელებს საქართველოს ICT სექტორი ევროპული კურსის მხარდასაჭერად განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვადღეს თბილისის მასშტაბით 9 საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება დღეს თბილისის მასშტაბით 9 საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: უჩვეულო რუსული ზამთარი გვაქვს საქართველოში, მაგრამ გვექნება ქართული გაზაფხული სალომე ზურაბიშვილი: უჩვეულო რუსული ზამთარი გვაქვს საქართველოში, მაგრამ გვექნება ქართული გაზაფხული
-
გადახედვათბილისში "სამეზობლოს მსვლელობა" იმართება თბილისში "სამეზობლოს მსვლელობა" იმართება
-
გადახედვალიეტუვამ კობახიძე და 16 ქართველი მაღალჩინოსანი დაასანქცირა ლიეტუვამ კობახიძე და 16 ქართველი მაღალჩინოსანი დაასანქცირა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: აუცილებლად მოვა ახალი წელი და გაიმარჯვებს თავისუფლება ნინო ხარატიშვილი: აუცილებლად მოვა ახალი წელი და გაიმარჯვებს თავისუფლება
-
გადახედვამდინარაძე: საჯარო მოხელეს ქართული ენის ცოდნის ვალდებულება აღარ აქვს, გააუქმესო — ტყუილია, არ გაგვიუქმებია! მდინარაძე: საჯარო მოხელეს ქართული ენის ცოდნის ვალდებულება აღარ აქვს, გააუქმესო — ტყუილია, არ გაგვიუქმებია!
-
გადახედვაშეიქმნა პლატფორმა იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც მერიის ორგანიზებულ საშობაო ბაზარში არ მონაწილეობენ შეიქმნა პლატფორმა იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც მერიის ორგანიზებულ საშობაო ბაზარში არ მონაწილეობენ
-
გადახედვათბილისი ენერჯი: საბურთალოს რაიონში გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება 4 550 აბონენტს შეუწყდა თბილისი ენერჯი: საბურთალოს რაიონში გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება 4 550 აბონენტს შეუწყდა
-
გადახედვაზურაბიშვილი: კოშტასთან საუბრისას აღვნიშნე, რომ ახალი არჩევნები კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზაა ზურაბიშვილი: კოშტასთან საუბრისას აღვნიშნე, რომ ახალი არჩევნები კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზაა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა სალომე ზურაბიშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
-
გადახედვა60-ზე მეტი ბიზნესის განცხადება: ვითხოვთ ახალი არჩევნების დანიშვნას და დაკავებულების გათავისუფლებას 60-ზე მეტი ბიზნესის განცხადება: ვითხოვთ ახალი არჩევნების დანიშვნას და დაკავებულების გათავისუფლებას
კომენტარები