როგორ აღასრულებს "ოცნება" ცემა-წამების სადამსჯელო ოპერაციას — მეზვრიშვილის განმარტება
პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი განმარტავს როგორ აღასრულებს "ოცნება" ცემა-წამების სადამსჯელო ოპერაციას:
"პროტესტის მონაწილეების ცემა და წამება არ არის ინდივიდუალური აქტები. ეს არის წინასწარ დაგეგმილი, ორგანიზებული, სისტემური დანაშაული, რომელსაც აქვს რამდენიმე ფაზა და ჰყავს რამდენიმე აქტორი - ივანიშვილი, მისი „ოცნება“, სახელმწიფო უწყებები და არაფორმალები.
ფაზები:
1. პროტესტის მონაწილეს უმიზეზოდ იჭერს ან სპეცრაზმი ან ნიღბიანი არაფორმალები, სასტიკად უსწორდებიან (ძირითადად ჩიხებში). ცდილობენ მოერიდონ კამერებს, რომ მტკიცებულება არ დატოვონ. ამიტომ აქვთ ნადირობა ჟურნალისტებზე, რომლებიც მტკიცებულებებს ქმნიან;
2. ნაცემი ადამიანი გადაჰყავთ მიკრო-ავტობუსში ან მინი-ვენში, სადაც გრძელდება ცემა. აქაც კამერები არ აქვთ. ცემას ხშირად ესწრება „ხარება“, რომელიც ცემის პროცესს იღებს;
3. ორგზის ნაცემი ადამიანი გადაეცემა პოლიციას, რომელსაც მსხვერპლი ავტომანქანით (სადაც ასევე არ არის კამერები) გადაჰყავს პოლიციის განყოფილებაში ან იზოლატორში. გზაში კიდევ სცემენ;
4. სამგზის ნაცემი ადამიანს კიდევ უმატებენ განყოფილებაში (ზოგგან კამერები არის, მაგრამ კამერების მიღმა ცემენ). პლიუს, საათობით არ ატყობინებენ მის ადგილსამყოფელს ოჯახს. იზოლატორში იშვიათად სცემენ ერთადერთი მიზეზის გამო: ყველა იზოლატორი თავის დროზე აღვჭურვეთ კამერებით და გავმართეთ მონიტორინგის სისტემა. თუმცა, იზოლატორებში საათობით არ უწევენ სამედიცინო დახმარებას. ესეც მიზანმიმართულია იმიტომ, რომ თავის დროზე ყველა იზოლატორი უზრუნველვყავით სამედიცინო პერსონალით;
5. ამ ყველაფერს უყურებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პროკურატურა. არ რეაგირებენ. დამნაშავეებიდან აქამდე არავინ დაუკავებიათ, ბრალი არავისთვის წარუდგენიათ. აკავებენ, ბრალს უყენებენ და აპატიმრებენ მხოლოდ ნაცემ ადამიანებს, დასჯის მიზნით. მიზანი რომ დასჯაა ამაზე მიუთითებს შაბლონური ბრალები, სადაც მხოლოდ სახელები იცვლება (არავინ იცის ვინ რა მოქმედება ჩაიდინა, მთავარია აქციაზე იდგა და აპროტესტებდა) და ყველა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის მოთხოვნა;
6. ოთხგზის ნაცემი, ყველაუფლებადარღვეული ადამიანები მიჰყავთ ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოში. მოსამართლე ვერ/არ ხედავს, რომ ადამიანი სასტიკად ნაცემია, და შსს-ს და პროკურატურის ყველა შუამდგომლობას პატიმრობაზე აკმაყოფილებს. ესეც დასჯის დამატებითი მეთოდი და რეპრესიის საბოლოოდ გაფორმება.
ცემის პროცესი დაახლოებით 15-20 წუთი მიმდინარეობს. ძირითადად ურტყამენ სახეში, რომ კვალი დარჩეს. დაკავებულების უმრავლესობას დამტვრეული აქვს სახის ძვლები. ცემის პროცესში დაკავებულებს ამცირებენ, სთხოვენ „ხარებასთვის“ ხოტბის შესხმას, ემუქრებიან გაუპატიურებით, დუბინკის ერთ ადგილას გაკეთებით, ყურების დაჭრით და ა.შ. ართმევენ პირად ნივთებს (მობილური, საფულე, ტექნიკა).
ყველა დაკავებულთან მიმართებით ასეთი ერთნაირი ხელწერა პრაქტიკულად შეუძლებელია წინასწარი ორგანიზების და ერთიანი დავალების ჩაშლის გარეშე.
დაკავების, ჩხრეკის,პატიმრობის, გამოკითხვის/დაკითხვის მიზანი არც ერთ შემთხვევაში არ არის მართლმსაჯულების აღსრულება. მიზანია განსხვავებული აზრის გამო ადამიანების სამაგალითო დასჯა და შიშის დანერგვა. რეპრესიების და დასჯის გაადვილების მიზანს ემსახურება ახალი საკანონმდებლო ცვლილებებიც.
ამიტომ, ეს არის რეჟიმის მიერ ჩადენილი ორგანიზებული, სისტემური დანაშაული - სადამსჯელო ოპერაცია, რაც პირველ რიგში, გამოიწვევს რეჟიმის პასუხისგებას, როგორც საქართველოს იურისდიქციაში, ისე სტრასბურგში და დიდი ალბათობით ჰააგაში.
ყველას გახსოვთ სტრასბურგის გადაწყვეტილება გირგვლიანზე. სასამართლო შოკირებული იყო ხელისუფლების და სახელმწიფო უწყებების დანაშაულებრივი კოორდინაციით. დაახლოებით ეს ხდება ახლა, გაცილებით დიდი მასშტაბით და შეგიძლიათ წარმოიდგინოთ საერთაშორისო ვერდიქტიც." — წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.
-
დედამიწის ბირთვში თხევადი რკინის გიგანტურმა ნაკადმა მიმართულება შეიცვალა — კვლევა დედამიწის ბირთვში თხევადი რკინის გიგანტურმა ნაკადმა მიმართულება შეიცვალა — კვლევა
გადახედვა
-
"ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე" — ირაკლი ღარიბაშვილის მე-4 წერილი "ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე" — ირაკლი ღარიბაშვილის მე-4 წერილი
გადახედვა
-
20 ტონამდე მეორადი საბურავი — თეგეტა გრინ პლანეტმა ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა 20 ტონამდე მეორადი საბურავი — თეგეტა გრინ პლანეტმა ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
-
კვლევის მიხედვით, ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტების მესამედზე მეტი AI-ის დახმარებით იწერება კვლევის მიხედვით, ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტების მესამედზე მეტი AI-ის დახმარებით იწერება
გადახედვა
-
ჭავჭავაძის 64ბ-მ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები გამოუშვა ჭავჭავაძის 64ბ-მ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები გამოუშვა
-
კორუფციის საქმეზე დაკავებული სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ჰოსპიტალიზებულია კორუფციის საქმეზე დაკავებული სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ჰოსპიტალიზებულია
გადახედვა
-
BM.GE: სასტუმრო "ბილტმორი" გაიყიდა BM.GE: სასტუმრო "ბილტმორი" გაიყიდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებები თქვენი ბიზნესისთვის აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებები თქვენი ბიზნესისთვის
-
საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა
გადახედვა
-
რას ვუყურო სექტემბერში? — სერიალები, რომლებიც ძალიან მალე გამოდის რას ვუყურო სექტემბერში? — სერიალები, რომლებიც ძალიან მალე გამოდის
გადახედვა
-
რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილები დაამზადეს — მომავლის საკვები? გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილები დაამზადეს — მომავლის საკვები?
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში კიდევ ერთი დაზიანებული ხე მოიჭრება, მეორეზე — კონსულტაციები მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში კიდევ ერთი დაზიანებული ხე მოიჭრება, მეორეზე — კონსულტაციები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოცია ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოცია
-
სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი სედრაკ ქოჩარიანი დააკავეს სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი სედრაკ ქოჩარიანი დააკავეს
გადახედვა
-
გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევისას სამარხი იპოვეს, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევისას სამარხი იპოვეს, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს 2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს
გადახედვა
-
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება
-
ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო
გადახედვა
კომენტარები