დიმიტრი სამხარაძე

15 Dec. 2024, 14:59

"არ მინდოდა ამ ვიდეოს დადება, მაგრამ ისე არიან გატლეკილები, რომ გადავწყვიტე! ამათ ხომ ჰგონიათ, ჩვენც მათნაირები ვართ, თავიანთ შვილებს რომ მალავენ და სხვის შვილებს აპირისპირებენ პოლიციას და ხალხს! რადიკალური სხვაობა რომ არის ჩვენს შორის, იმიტომ ვერ გვამარცხებენ და ვერასდროს დაგვამარცხებენ! გუშინ ჩემი ოჯახი რუსთაველზე იყო, ნაძვის ხესთან, თქვენს დაზომბებულ შპინგალეტებთან, ჩემი არასრულწლოვანი შვილი, რომლის მოკვლითაც მემუქრებოდით. მანდ იყო თქვენს გარემოცვაში, უშიშრად იდგა და 9 წლის ბავშვი დაგცინოდათ მისი იქ ყოფნით! ყველამ იცნო ჩემი მეუღლეც და შვილიც.

დაბნეულები, შეშინებულები უყურებდნენ, ვერ გაერკვნენ რა ექნათ, ლიბერალური ფაშიზმი გამოევლინათ თუ არა! ისე რომ იცოდეთ მომავლისთვის, ერთი თმის ღერი რომ ჩამოუვარდეს ჩემი ოჯახის წევრს, სათითაოდ მოგაკითხავთ სახლებში, მერე რომ არ დაიწყოთ კანკალი და არიქა სამხარაძე გვემუქრებაო, ლიდერებზე ვსაუბრობ, დიახ, მოგაკითხავთ სახლში და მოგექცევით ისე, როგორც თქვენ ჩვენი ოჯახის წევრებს ექცევით! ჩამოშლილები ვართ ხომ? აზრზე არ ხართ რა სულისკვეთებით ვართ შეკრული "ქართული ოცნების" ჯარისკაცები, ვერ წარმოიდგენთ, როგორ გვინდა რამე ისეთი ჩაიდინოთ, საბაბი მოგვცეთ თქვენთან მოახლოების, ისე რომ იცოდეთ ძალიან ახლოს ვართ ზემოთ მუქარაზე ვწერდი, ხომ არ გგონიათ გაგიტარებთ? ჩემი ცხოვრების მთავარ მიზნად გადამიქციეთ კონკრეტული პიროვნების პოვნა, ვინც უშუალოდ მწერდა! დამკვეთები ისედაც ვიცი და კარგ სიურპრიზს ვუმზადებ გრძელვადიან პერსპექტივაში!"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. როგორი იქნება რუსთაველის გამზირი რეაბილიტაციის შემდეგ? | ფოტოები
  2. ვუთხარი პოლიციას, წაეღოთ იარაღი, წაიღეს და უკან დააბრუნეს — ვაკეში სროლაში ბრალდებულის დედა
  3. ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
  4. პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
  5. "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე

"ინტერ რაო" წარმოადგენს "თელასის" არაპირდაპირ მფლობელს. ამასთან, თავად "თელასი" არ არის შეყვანილი სანქცირებულ პირთა…