საპატრიარქო აქციაზე კუბოს დაწვის პერფორმანსს ეხმაურება
მოწმენი ვართ სიძულვილის უკიდურესი გამოვლინებებისა. სამწუხაროა, რომ საქმე ოკულტურ რიტუალებამდეც მივიდა და მჩხიბაობის აქტიც შედგა — ქრისტიან ადამიანს კარგად უნდა ესმოდეს, რომ მჩხიბაობა არ შეიძლება გასართობ სანახაობად აღიქმებოდეს, ეს გვაშორებს ღმერთს და გვმართებს სიფრთხილე, — ამის შესახებ განცხადებას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს, რითაც საპროტესტო აქციების დროს რუსთაველის გამზირზე გამართულ პერფორმანსს, კერძოდ კუბოს დაწვას ეხმაურება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მომხდარზე პასუხისმგებლობა აქციის ორგანიზატორებს ეკისრებათ.
"დღეს საზოგადოებაში საპროტესტო აქციების პარალელურად სიძულვილმა ზღვარს მიაღწია, არ ჩანს ორმხრივი დიალოგისა და დისკუსიის მზაობა, რაც სასურველი იქნებოდა.
მოწმენი ვართ სიძულვილის უკიდურესი გამოვლინებებისა. სამწუხაროა, რომ საქმე ოკულტურ რიტუალებამდეც მივიდა და მჩხიბაობის აქტიც შედგა. ამას გარდა, პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე გამართული სანახაობის დროს მომიტინგეებმა გამოიყენეს კუბო, რომელზეც მაცხოვრის გამოსახულება იყო ამოკვეთილი. ამ წარმოდგენის დროს აქციის მონაწილეებმა კუბო და მასზე მაცხოვრის გამოსახულება დაწვეს.
რაოდენ სამწუხაროა, რომ ასეთი ქმედებები კიდევ უფრო აპირისპირებს საზოგადოებას. ეს ყველაფერი გააზრებული მკრეხელობაა მათი მხრიდან, ვინც დააორგანიზა სანახაობები ან შეგნებულად მონაწილეობდა მათში, მეტი პასუხისმგებლობაც სწორედ ორგანიზატორებს ეკისრებათ.
ეს და მსგავსი ფაქტები გვახსენებს ეკლესიების დარბევისა და შეურაცხყოფის მძიმე პერიოდს, რომელიც ჩვენს უახლოეს წარსულში გამოვცადეთ. ვფიქრობთ, ამ ქმედებებში ნაწილი მომიტინგეებისა გაუაზრებლად აღმოჩნდა, თუმცა ყველა შემთხვევაში მართებთ მათ ამ აქტების სიმძიმის გაცნობიერება და შესაბამისი სინანული.
ქაშუეთის ტაძარში მომიტინგეთა დასახმარებლად სასულიერო პირები ყოველღამე ათენებენ, მომიტინგეების ნაწილი კი ტაძარში შედის და მათთან ერთად ლოცულობს. ბუნებრივია, ამის პარალელურად ტაძრის მიმდებარედ მსგავსი რიტუალები მიზანმიმართულ პროვოკაციას წარმოადგენს და ასევე შეურაცხმყოფელია მორწმუნეთათვის, განურჩევლად იმისა, მომიტინგეთა შორის არიან თუ არა ისინი.
ქრისტიან ადამიანს კარგად უნდა ესმოდეს, რომ მჩხიბაობა არ შეიძლება გასართობ სანახაობად აღიქმებოდეს, ეს გვაშორებს ღმერთს და გვმართებს სიფრთხილე, უნებურად არ აღმოვჩნდეთ ოკულტური მსახურების მონაწილენი.
საქართველო ქრისტიანობისთვის მოწამეთა ქვეყანაა და გზა, რომელიც სიწმინდეების გათელვაზე გაივლის, დამღუპველია.
უფალმა მოგვანიჭოს გული გონიერი, სიმდაბლე და ურთიერთსიყვარული", — ნათქვამია განცხადებაში.
საპატრიარქოს განცხადებას წინ უძღოდა მომიტინგეების პერფორმანსი. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ დაწვეს კუბო, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის ფიტული იყო. სამთავრობო პროპაგანდამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქვეყნის მთავარ გამზირზე იესო ქრისტეს გამოსახულებიანი კუბო მიიტანეს და ცეცხლი წაუკიდეს. პროსახელისუფლებო მედიასაშუალებები შეეცადნენ პროევროპული აქციის დისკრედიტაცია სოციალურ ქსელში რელიგიურ გრძნობებზე მანიპულაციით მოეხდინათ. აქცენტი გაკეთდა არა ბიძინა ივანიშვილის ფიტულის დაწვაზე, არამედ იმაზე, რომ კუბოზე გამოსახული მაცხოვრის გამოსახულება განადგურდა.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები