გიული ჩოხელი

11 Dec. 2024, 12:15

ახალგაზრდებო, ჩემს გულში ხართ. ეს რა დაგვმართეს, რა უბედურებაში ამოვყავით თავი. მე არ მძინავს, თქვენზე ვფიქრობ. ჩემი თვალები არ ივიწყებს იმ საშინელებას, რაც თქვენ დაგმართეს. მაგრამ იცოდეთ, ძალიან მაგრად უნდა იყოთ. თქვენ ხართ ოქროს თაობა საქართველოსთვის, თქვენ უნდა გადაარჩინოთ ჩემი სამშობლო. მე გთხოვთ, უკან არ დაიხიოთ არასდროს. ყოველთვის წინ იარეთ, იმიტომ, რომ თქვენ გაიმარჯვებთ. ყველაფერში გაიმარჯვებთ, მარტო დღეს კი არა. 

[...] ესენი თავიდან ბოლომდე არიან მკვლელები, დაქირავებული მთავრობა, დაქირავებული მკვლელები... პატარა, ლამაზი საქართველო. არაჩვეულებრივი, ნიჭიერი ხალხი... რა გინდა ჩვენგან, კაცო, შენ, რა გინდა? იცოდე, ძალიან ცუდად დაამთავრებ შენს ცხოვრებას. შენ ხარ თავი და თავი ამ უბედურების. გადადექი სანამ დროა. [...] არა ხართ თქვენ კაცები, არა ხართ თქვენ ადამიანები. ქართველები რომ არ ხართ, ეს ხომ ფაქტია. ჩაიხედეთ თქვენს გულებში, მაგრამ გულები სად გაქვთ? თქვენ მარტო ჯიბეში იყურებით. შეიცოდეთ ის თქვენი ბავშვები, რომლებსაც ქუჩაში ქართველი შეაფურთხებს და ეტყვის, შენ მკვლელის შვილი ხარო. რას აკეთებთ თქვენ, გესმით?!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
  2. ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, საქართველოს რომელი მდინარე ხარ
  3. ქვიზი: გამოიცანი BTS-ის წევრი თვალებით
  4. სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია
  5. 30+ სერიალი, რომლებიც New York Times-ის საუკეთესო სერიალთა სიაში ვერ მოხვდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში

როგორ შეიძლება ერთი იდეა რეალურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტად იქცეს? სწორედ ამ კითხვაზე პასუხის ძიებას იწყებს ასობით გოგო…