მამუკა მდინარაძე

8 Dec. 2024, 00:24

იყო ადრე ამაზე საუბარი და ახლა მგონი ძალიან რელევანტური იქნება. კარგად არის შესასწავლი, სულ ერთი ორი დღის ამბავია. მე პირადად ვიქნები ინიციატორი, რომ ნიღბებით გადაადგილება ქუჩაში იქნება აკრძალული. აქციებზეც ხომ ხედავთ რამხელა პრობლემა იქმნება — ქვებს ისვრიან, ვერ ვხვდებით ვინ არის, ან მიაგნებ, ან ვერა, ახლა ჟურნალისტს ვიღაც თავს დაესხა და ან მიაგნებ, ან ვერა. ეს არის ჩემი აზრი და ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილიც ამ აზრზე არიან. დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები მხარს დამიჭერენ, უმრავლესობის წარმომადგენლები, რომ ნიღბით გადაადგილება აიკრძალოს. ამას სჭირდება საკანონმდებლო მხარდაჭერა, რომლის ინიციატორიც როგორც ერთი დეპუტატი ვიქნები. ჩვენს ოპონენტებსაც ვკითხოთ, ნიღბით რომ დარბოდნენ მავნებლები, ამაზე [ნიღბის აკრძალვაზე] იქნებიან თუ არა თანახმა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  3. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  4. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა

ახალი ფუნქციის, Intelligent UI-ს (გონიერი სამომხმარებლო ინტერფეისი), დამსახურებით ChatGPT-ში ბევრად მეტი ვიზუალი…