მეტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი

7 Dec. 2024, 21:07

ჩვენ ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისაგან ჩვენი რწმენით, ჩვენი ტრადიციებით, რიტუალებით, მაგრამ ჩვენ, ყველას გვწამს, რომ ღმერთი ერთია, ადამიანობა ერთია, ეს პლანეტა ერთია და ჩვენთვის, ამ ქვეყნის მკვიდრთათვის, ეს არის ერთი სამშობლო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ცხოვრების ის პაწაწინა მონაკვეთი, რომელიც ადამიანმა უნდა გაატაროს ამ ქვეყანაზე, სჯობს გაატაროს მშვიდობაში, სიყვარულში, თავისუფლებაში, ურთიერთპატივისცემაში.

ჩვენ სხვადასხვანაირად გვაცვია, სხვადასხვა საღვთო წერილს ვკითხულობთ, მაგრამ ყველანი ერთ საქმეს ვემსახურებით — რომ ადამიანმა შეძლოს, დაინახოს ღმერთი, დაინახოს ადამიანი, შეძლოს თანაგრძნობა გამოხატოს ადამიანის მიმართ, რომელიც დაჩაგრულია, დამცირებულია, შევიწროებულია.

ჩვენ სოლიდარობას გამოვხატავთ იმ ბავშვების მიმართ, რომლებიც სცემეს, აწამეს ჩვენს ქალაქში და ეს ყველას სირცხვილია — თქვენი სირცხვილია, ჩვენი სირცხვილია, ჩვენი სამშობლოს სირცხვილია. ამ ბავშვებზე უკეთესი ჩვენ არავინ და არაფერი გვყავს ამ ქვეყანაში, თუ ესენი არ იქნებიან, ჩვენ მომავალი არ გვაქვს. არც ჩვენს კულტურას არ აქვს მომავალი, არც ჩვენს ქვეყანას.

გიყვარდეთ საკუთარი მომავალი. გიყვარდეთ ისინი, ვინც ყველაზე ძვირფასი არიან ჩვენში. ღმერთმა დაგლოცოთ, გაკურთხოთ და შეგაძლებინოთ, რომ სამართლიანობის მხარეს იყოთ ყოველთვის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო საზღვარზე კონტროლი გააძლიერეს

ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრო რუსეთის ირკუტსკის ოლქში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ყურადღებით აკვირდება მას შემდეგ, რაც…