დონალდ ტრამპი

7 Dec. 2024, 20:35

ოპოზიციის მებრძოლებმა სირიაში, უპრეცედენტო ნაბიჯით, მრავალი ქალაქი სრულად აიღეს, ძლიერ კოორდინირებული იერიშის ფარგლებში, და ახლა დამასკოს გარეუბნებთან არიან; ცხადია, ემზადებიან მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად ასადის ჩამოშორების მხრივ
რუსეთი, იმის გამო, რომ უკრაინაშია ჩაფლული, იქ 600 000-ზე მეტი ჯარისკაცის დაკარგვასთან ერთად, როგორც ჩანს, უუნაროა სირიაში პირდაპირი მნიშვნელობით ამ მარშის შეჩერებაში, ქვეყანაში, რომელსაც ისინი წლები იცავდნენ.

ეს [ქვეყანაა], სადაც ყოფილმა პრეზიდენტმა ობამამ არ შეასრულა საკუთარი მოვალეობა ქვიშაში წითელი ხაზის დაცვის შესახებ, და ყველაფერი აირია, რუსეთის ჩართვით. მაგრამ ახლა მათ [რუსეთს], როგორც სავარაუდოდ თავად ასადს, ძალით აგდებენ, და ეს შეიძლება საუკეთესო რამ იყოს მათთვის.

სირიაში რუსეთისთვის ბევრი სარგებელი არასდროს ყოფილა, გარდა იმისა, რომ ობამა ძალიან სულელად გამოიყვანეს. ნებისმიერ შემთხვევაში, სირიაში აურზაურია, მაგრამ [სირია] არაა ჩვენი მეგობარი, და აშშ-ს იქ არაფერი ესაქმება. ეს არ არის ჩვენი ბრძოლა. აცადეთ, [მოვლენები] თავისით განვითარდეს. არ ჩაერიოთ!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. დააკავეს კაცი, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა
  2. 35 წლის წინ, სვანეთში არასრულწლოვანზე ნათლიის ძმა და მისი 3 ნათესავი კაცი ძალადობდნენ — საქმეზე გამოძიება ერთი თვის დაიწყო
  3. ირაკლი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ ალან ყაყატაშვილი პოლიციაში ცემამ იმსხვერპლა
  4. ვინ არის სერდარ ბერდიმუჰამედოვი? — მემკვიდრეობით მიღებული პრეზიდენტობა და ცხენების სიყვარული
  5. "ამას რომ ყვება ადამიანი, ან დასაწვენია ან გამოსაკვლევი" — ზურაბ ჯაფარიძე "ნეიტრალური საქართველოს" წევრების ჩვენებაზე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირაკლი კობახიძემ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი კელი დეგნანი "პოლიტიკური ტერორის" აქტში დაადანაშაულა

მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, კელი დეგნანი "პოლიტიკური ტერორიზმის" აქტში…