თავისუფლების მოედანზე, პარლამენტთან მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველთა ძლიერი მობილიზება შეინიშნება — აქ არის ზვიად ხარაზიშვილიც (ხარება).

ტელეკომპანია ფორმულას პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ ხარაზიშვილს გასაუბრებოდნენ, ფორმულას ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა ჩავაბაროთ თუ არა ქვეყანა რუსეთს, სპეცრაზმის უფროსი პასუხობს: "აბა, პი***სტებს უნდა ჩავაბაროთ?"

ფორმულას ჟურნალისტმა ხარებას კითხვა დაუსვა გასულ დღეებში, სამართალდამცავების მხრიდან სასტიკად ნაცემ კოლეგაზე, გურამ როგავაზეც.

"[გურამ როგავა] ვინ არის, რას გადამაგვაყოლეთ? ომი რომ იყო ეს ხალხი რას აკეთებდა?
ვინც აქ არის, ვერც ამ ბიჭებს ვერ დაღლით, ვერც წაქცეულს და ვერც მომაკვდავს და დამანებეთ თავი, აზრი არ აქვს, [აქციის მონაწილეები] ცოდოები არიან სისულელეს აკეთებენ, რასაც აკეთებენ", — უპასუხა ზვიად ხარაზიშვილმა.