საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება: ევროინტეგრაციას არ აქვს ალტერნატივა
ფოტო: საქართველოს პროფკავშირები
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ვაცხადებთ, რომ ევროინტეგრაციას არ აქვს ალტერნატივა, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში განმტკიცებული ქართველი ხალხის ურყევი ნება, — ამის შესახებ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების განცხადებაშია აღნიშნული.
გაერთიანება კატეგორიულად გმობს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის აშკარა გადამეტებას, რაც მათი ცნობით, გამოიხატა მედიის წარმომადგენლებისა და პროტესტის მონაწილეთა მიმართ უფლებების დარღვევაში, მათ შორის, ფიზიკურ ძალადობაში.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიიჩნევს, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს თითოეული მოძალადის და ყველა პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება და მათი პასუხისმგებლობაში მიცემა.
"ხელისუფლება და საზოგადოების თითოეული წევრი ვალდებულია და სასიცოცხლოდ აუცილებელია ორიენტირებული იყოს მაქსიმალური ძალისხმევის გაწევაზე ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაციის მიზნით.
სხვადასხვა მიმართულებით აქამდე არსებული ქვეყნის ყოველი პროგრესი უკავშირდება სწორედ ევროინტეგრაციის პროცესს და თითოეული გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს, შესაძლებელია გადაწყვეტილ იქნას მხოლოდ ევროპული სტანდარტების დანერგვით, საზოგადოების ფართო ჩართულობით. სწორედ ამიტომ, ვთვლით, რომ 2028 წლამდე მოლაპარაკების გახსნაზე უარის თქმის თაობაზე ხელისუფლების გადაწყვეტილება, ისევე როგორც მათ მიერ დასახელებული საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო არჩევნებამდე.
მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ევროინტეგრაციის გზით არის შესაძლებელი მივაღწიოთ საზოგადოების კეთილდღეობას, სოციალური დაცვის უზრუნველყოფას, ღირსეულ დასაქმებას და ზოგადად, ადამიანის უფლებათა განუხრელ დაცვასა და პატივისცემას.
კატეგორიულად ვგმობთ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის აშკარა გადამეტებას, რაც გამოიხატა მედიის წარმომადგენლებისა და პროტესტის მონაწილეთა მიმართ უფლებების დარღვევაში, მათ შორის, ფიზიკურ ძალადობაში. მიგვაჩნია, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს თითოეული მოძალადის და ყველა პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება და მათი პასუხისმგებლობაში მიცემა.
ასევე, აუცილებელია მოხდეს სამართალდამცველებზე ძალადობისა და ვანდალიზმის ფაქტების პრევენცია პროტესტში ჩართულ პირთა მხრიდან.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მზად არის სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს ყველა იმ პირს, ვისი შრომითი უფლებაც შეილახება გამოხატვის თავისუფლებისა თუ სხვა კანონიერი უფლების რეალიზების გამო", — აღნიშნულია განცხადებაში.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
კომენტარები