დემონსტრანტების მიმართ დაირღვა კონსტიტუციით გარანტირებული აბსოლუტური უფლება - ომბუდსმენი
"მოქალაქეების მხრიდან ცალკეული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მიმართ უნდა იქნას გამოყენებული კანონით განსაზღვრული კონკრეტული, ინდივიდუალური და პროპორციული ღონისძიებები, თუმცა ეს არც ერთ შემთხვევაში არ წარმოშობს მთლიანი აქციისა და მშვიდობიანი მომიტინგეების სრულად დაშლის კანონიერ საფუძველს" - ბოლო ორი დღის საპროტესტო აქციების ძალადობრივად დარბევას საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება.
ომბუდსმენი ასევე აღნიშნავს, რომ 30 ნოემბრის დილის საათებში, აქციის დაშლის დროს, მშვიდობიან მომიტინგეთა მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენებისა და ათეულობით მოქალაქის დაკავების კანონიერი საფუძვლები არ არსებობდა.
"გავრცელებული ვიდეო ჩანაწერების მიხედვით, სამართალდამცველები განურჩევლად ყველას მიმართ იყენებდნენ სპეციალურ საშუალებებს, აკავებდნენ ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც ფიზიკურად მისწვდებოდნენ, ახორციელებდნენ მათ დევნას შეკრების ძირითადი ლოკაციიდან დაშორებით კერძო ობიექტებშიც კი, ჯგუფურად და მრავალჯერადად ძალადობდნენ დაკავებულებზე და მიზანმიმართულად თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს.
გასულ ღამეს, მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და დაკავებულების მიმართ ადგილი ჰქონდა საქართველოს კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით გარანტირებული აბსოლუტური უფლების - წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის დარღვევას.
შემაშფოთებელია, რომ ბოლო პერიოდში კონვენციის საწინააღმდეგო პრაქტიკის სახით მკვიდრდება საპროტესტო აქციების დაშლისას მოქალაქეების მიმართ არასათანადო მოპყრობის მასშტაბური და განმეორებადი ხასიათის ფაქტები.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია მასმედიით გავრცელებული ვიდეოჩანაწერები, სადაც ასახულია დაკავებულების მიმართ სამართალდამცავების მიერ ჩადენილი ჯგუფური ძალადობის ფორმები, მეთოდები და გამოვლენილი სისასტიკის ხარისხი" - ნათქვამია განცხადებაში.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, მათი რწმუნებულები გასული ღამისა და მთელი დღის განმავლობაში ხვდებოდნენ დაკავებულ მოქალაქეებს. მათ შორის, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა კლინიკაში ინახულა სპეცრაზმელების შესაძლო ძალადობის შედეგად დაზიანებული ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი. მისი განმარტებით, საპროტესტო აქციაზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც გაურკვეველი საგანი მოხვდა თავში და დაკარგა გონება.
"გასული ღამისა და დღევანდელი დღის განმავლობაში, რწმუნებულებმა 41 პირი მოინახულეს, რომელთაგან 40 პირს ადმინისტრაციული წესით დაკავებულის სტატუსი აქვს. 28 დაკავებულმა მიუთითა სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტზე (რეაგირება არ სურს 12 მათგანს); დამატებით 2 პირს აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები, თუმცა, ერთთან გასაუბრება ვერ მოხერხდა, რადგან მოთავსებული იყო სამკურნალო დაწესებულებაში, ხოლო მეორემ, რომელიც ასევე კლინიკაში იმყოფებოდა, განმარტებების გაკეთება არ ისურვა; 18 პირს, ძირითადად, სახის არეში აღენიშნება სხვადასხვა სახის დაზიანება.
პირები, რომლებიც სავარაუდო არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარნენ, ძირითადად, მიუთითებდნენ სამართალდამცავების მხრიდან მიზანმიმართულ, მათ მიერ დაფიქსირებული სამოქალაქო პოზიციის გამო ანგარიშსწორების მიზნით განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე. ზოგიერთი დაკავებულის თქმით, ფიზიკური ძალადობა მათ მიერ ხორციელდებოდა არამარტო უშუალოდ დაკავების პროცესში, არამედ, ავტომობილშიც.
სახალხო დამცველის აპარატი ამ დროისთვისაც განაგრძობს დაკავებული პირების მონახულებას სხვადასხვა ქალაქში, რომელთა შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით მიეწოდება.
უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში" - ნათქვამია განცხადებაში.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები