აგვისტოს 20-ზე მეტი ხანძარი ტყეებში, მთებსა და დაბლობებზე - ქრონოლოგია
აგვისტოს განმავლობაში, საქართველოს რამდენიმე რეგიონში 20-ზე მეტი ხანძარი გაჩნდა. On.ge გთავაზობთ იმ ლოკაციების რუკას, სადაც ცეცხლი ტყეებში, მთებში და დაბლობებზე გავრცელდა.
იხილეთ ხანძრის ადგილები ინტერაქტიულ რუკაზე — დააკლიკეთ ყოველ წერტილზე დეტალების სანახავად ან მიჰყევით ქრონოლოგიას რუკის ქვეშ.
7 აგვისტო - ხანძარი დიდი დიღმის გუდვილთან. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს განუცხადეს, ხანძარი რამდენიმე საბურავსა და ბალახს გაუჩნდა.
8 აგვისტო - ხანძარი მთაწმინდის ფერდობზე. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი უკიდია ტყის მასივს მიუვალ ადგილზე.
10 აგვისტო - შიდა ქართლში, სოფელ შავშებთან სახნავ-სათეს მიწაზე ხანძარი გაჩნდა. როგორც On.ge-ის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცნობეს, ცეცხლი ხმელ ბალახს მოედო.
11 აგვისტო - ხანძარი ავჭალის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე. 1 ჰექტარი ფართობი.
12 აგვისტო - ხანძარი გარდაბნის დაცულ ტერიტორიებზე. 500 კვადრატული მეტრი ფართობი.
13 აგვისტო - ხანძარი მესტიის ტყეში. ხანძრის ლიკვიდაცია მისი რთული რელიეფური და გეოგრაფიული მდებარეობის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.
20 აგვისტო - ხანძარი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. ცეცხლი 1 500 კვ/მ ფართობზე გავრცელდა.
20 აგვისტო - ხანძარი სურამში, ცეცხლი 3 000 კვ/მ ფართობზე გავრცელდა.
20 აგვისტო - ხანძარი ამბროლაურის სოფელ ჩორჯოში. ცეცხლი 1,5 ჰექტარ ფართობზე გავრცელდა.
20 აგვისტო - ხანძარი წაღვერის ტყეში თავდაპირველად 500 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული, თუმცა 6 დღის მანძილზე ცეცხლი ტყის 100 ჰექტარზე მეტს მოედო.
21 აგვისტო - დიღმის მასივის მეორე კვარტალში 5 000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობზე ბალახი დაიწვა.
22 აგვისტო - ხანძარი ჟინვალში. დაიწვა დაახლოებით 2 ჰექტარი მიწის ფართობი.
22 აგვისტო - ხანძარი ზემო ბოშურში. ცეცხლი ტყის მასივშია გაჩნდა, სადაც წიწვოვანი ხეებია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით 1 ჰექტარ მიწის ფართობზე გავრცელდა.
22 აგვისტო - ხანძარი გლდანის ხევში. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის პრესსამსახურში On.ge-ს უთხრეს, ცეცხლი ბალახს ეკიდა.
22 აგვისტო - ხანძარი ლაგოდეხში 22 აგვისტოს ბალახს გაუჩნდა. ცეცხლი 0,5 ჰექტარის ფართობზე იყო გავრცელებული.
22 აგვისტო - ხანძარი ფშავ-ხევსურეთში, სოფელ ბახაოში. ცეცხლი საძოვრებსა და ფოთლოვან ტყეს 2 ჰექტარზე მოედო.
23 აგვისტო - დედოფლისწყარო-გამარჯვების მონაკვეთზე ნაწვერალს (უკვე აღებული ხორბლის ნარჩენებს) მოეკიდა ცეცხლი. ფართობი დაახლოებით 20 ჰექტარი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 1 ბუჩქიც არ დამწვარა და არაფერს გადასდებია სხვას.
23 აგვისტო - ხანძარი წეროვანში. ბალახი ავტობანის მიმდებარედ იწვოდა.
24 აგვისტო - ხანძარი მახათას მთასთან. ცეცხლი 1 ჰექტარ ფართობზე არსებულ ბალახს ეკიდა.
24 აგვისტო - პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში. ცეცხლი ნახევარ ჰექტარ მიწის ფართობზეა გავრცელებული.
25 აგვისტო - ახალციხეში, სოფელ ურაველთან 1,5 ჰექტარ მიწის ფართობზე ბალახი და რამდენიმე ბუჩქი იწვის.
კომენტარები