მიხაელ როთი

მიხაილ როთი

12 Nov. 2024, 10:49

"გაიხსენეთ, როცა თქვენთან ბოლო ინტერვიუ გვქონდა, მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი უვიზო რეჟიმის შეჩერების, მაგრამ პოზიცია შევიცვალე და ეს მიჭირს. ვიცი, რომ ამისთვის ჩემმა მეგობრებმაც ძალიან მაღალი ფასი უნდა გადაიხადონ, მაგრამ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რაც გვაქვს ჩვენი მხრიდან, რათა თბილისს მივაწოდოთ მკაფიო გზავნილი — შეწყვიტოს ეს ანტიდემოკრატიული პოლიტიკა. დაბრუნდით გზაზე. დააახლოეთ ეს ქვეყანა ევროკავშირთან. ჩვენ გეხმარებით, მხარს გიჭერთ. ამ მთავრობამ უნდა გადაიხადოს ფასი. ამიტომაც დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ასეთი ვითარება, რადგან ვიცი, რომ ევროკავშირში ბევრი მთავრობა და არა ყველა, უკვე განიხილავს უვიზო რეჟიმის შეჩერებას.

არ ველოდი ამ მოვლენებს, მაგრამ თუ საზოგადოება გადაწყვეტს (და ეს ლეგიტიმურია), ჩვენ რუსულ ცხოვრებას ვანიჭებთ უპირატესობასო, პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ იცხოვროთ ორ სამყაროში. ეს არის სერბული გზა. სერბეთის ლიდერი, ბატონი ვუჩიტი ეუბნება თავის ხალხს, ჩვენ შეგვიძლია ორივე გვქონდეს. ჩვენ ძალიან მჭიდრო ისტორიული ეკონომიკური კავშირები გვაქვს რუსეთთან, მაგრამ მეორე მხრივ ფულს ბრიუსელიდან და გერმანული ინვესტიციებიდან ვიღებთ. არავითარ შემთხვევაში. თუ მმართველი პარტია მკითხავს, ვეტყვი, მეგობრებო, სერბული მოდელი არ არის წამახალისებელი".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
  3. ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა
  4. რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
  5. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

YouTube პოდკასტის არის ერთი ნიუანსის ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა

თიბისის განათლების პროგრამის ფარგლებში შექმნილი YouTube-პოდკასტების სერია "არის ერთი ნიუანსი" ნიკო ნერგაძესთან ერთად…