ოზის წიგნები, ანუ საოცარი ამბები პირველად ქართულ ენაზე
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
„ოზის წიგნები“ ასეთი სახელითაა ცნობილი ფრენკ ბაუმის მიერ შექმნილი საოცარი სამყარო. 1900-1920 წლებში გამოქვეყნებული 15 წიგნი საზოგადოებამ არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში მალევე შეიყვარა. ამ სტატიაში სწორედ მათ შესახებ მოგიყვებით: რატომ გახდა წიგნები ასეთი პოპულარული, ვინ არიან წიგნებში მოქმედი მთავარი პერსონაჟები, რა თემებს ეხება ავტორი, ანუ მოგიყვებით ყველაფერს ოზის საოცარი სამყაროს შესახებ.
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
ფრენკ ბაუმის წიგნების გამოქვეყნებიდან უკვე 100-ზე მეტი წელია გასული, თუმცა თანამედროვე ბავშვები, მოზარდები თუ უფროსებიც კი დიდი სიამოვნებით კითხულობენ კლასიკად წოდებულ „ოზის წიგნებს“. მათ უკვდავ პოპულარობას რამდენიმე მიზეზი აქვს:
● სიუჟეტი და მისი საოცარი, სულ სხვადასხვანაირი განვითარება: პირველ წიგნში პატარა გოგონას, დოროთის, თავგადასავალია მოთხრობილი. ამერიკა ხომ საშინელი, დამანგრეველი ქარიშხლებით ცნობილი კონტინენტია, დოროთის მოგზაურობაც სწორედ ერთ-ერთ ქარიშხალს უკავშირდება. გოგონას სახლიანად გაიტაცებს ქარიშხალი და უცნაურ, ამოუცნობ ქვეყანაში მიიყვანს. აი, აქ იწყება ამბები, რომლებიც ყველა ასაკის მკითხველს ერთნაირად ხიბლავს. სიუჟეტი მუდამ ვითარდება, მკითხველი წიგნის ყოველ თავში ეცნობა ახალ პერსონაჟს, მათ თავგადასავალს, ამბავს, უყვარდება ისინი და აუცილებლად გულშემატკივრობს მათ.
● უნივერსალური თემები: ფრენკ ბაუმის წიგნებში განხილულია ისეთი თემები, როგორებიცაა - მორალი და ზნეობა, სიმამაცე თუ ვაჟკაცობა, ერთგულება და პატიოსნება, სხვების დახმარების სურვილი, კეთილი საქმეების კეთება, უანგარო ზრუნვა ერთმანეთზე, საყვარელ ადამიანებსა თუ უცნობებზე. წიგნის პერსონაჟები აუცილებლად აწყდებიან ბოროტებას, როგორც ეს ცხოვრებაშიც ხდება, თუმცა საბავშვო წიგნებში ბოროტებას სხვადასხვანაირი სახე აქვს და მისი დამარცხებაც გმირებს სულ განსხვავებული მიდგომით, გონებით თუ მოხერხებულობით უწევთ.
● პერსონაჟები: როგორც უკვე ვახსენეთ, შეუძლებელია, „ოზის წიგნების“ პერსონაჟების დავიწყება. პირველივე გვერდიდან მკითხველს უყვარდება პატარა, მოხერხებული და ჭკვიანი გოგონა დოროთი, მისი ძაღლი ტოტოც, პატრონის ერთგული და უშიშარი მოგზაური. აქვე არიან თუნუქის ტყეკაფია და საფრთხობელა. თავად ჯადოქარი ოზი, რომელიც მკითხველის თვალწინ გარდაისახება და სულ სხვადასხვანაირ სახეს იღებს. აქვეა მშიშარა ლომიც, თუმცა რამდენად ამართლებს მის სახელს, ამას თავად მკითხველი გადაწყვეტს. ყველა ეს პერსონაჟი მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ საოცარი სახეებისა, რომელთაც ფრენკ ბაუმი ქმნის თავის სამყაროში.
● ადაპტაციები და ფილმები: 1939 წელს გამოვიდა ფილმი, რომელმაც სამყარო კიდევ ერთხელ აალაპარაკა ოზის საოცარ წიგნებსა თუ პერსონაჟებზე. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ადაპტაცია თავად წიგნებს მეტ მკითხველს მატებს, პოპულარობას უზრდის და შეიძლება ითქვას, რომ საყოველთაო ყურადღების ცენტრშიც აქცევს ხოლმე. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ თავად წიგნები იყოს შინაარსობრივად დატვირთული, მრავალ თემას ეხებოდეს და პერსონაჟების სიმცირეს არ უჩიოდეს, „ოზის წიგნები“ სწორედ ამ კრიტერიუმებში ჯდება. ამიტომაცაა, რომ 2024 წელსაც კი გამოდის ოზის სამყაროს კიდევ ერთი, ახალი ადაპტაცია (Wicked 2024).
ფრენკ ბაუმის თხრობის სტილის, სიუჟეტის განვითარებისა თუ პერსონაჟების განხილვას ერთი სტატია ნამდვილად არ ეყოფა, მაგრამ მაინც როგორ ახერხებს მწერალი, რომ ასაკის განურჩევლად, ყველანაირი მკითხველის მონუსხვა შეძლო, თანაც ათწლეულების განმავლობაში? სათავგადასავლო ჟანრის მოყვარულებისთვის „ოზის წიგნები“ ნამდვილი საგანძურია, რადგან აქ სიუჟეტი ძალიან სწრაფად ვითარდება, მოწყენის საშუალება არ გაქვს: აუცილებლად სადღაც გარბიან პერსონაჟები, რაღაცას ეძებენ ან პოულობენ, ხან საკუთარი თავის ანდაც უცხოების დასახმარებლად გაუწევიათ, რაც მთავარია, გარემო მუდამ იცვლება - ირგვლივ ხან ტყეა, ხან მდელო, მთები და სხვადასხვაგვარი ქალაქები ფაიფურისა თუ ზურმუხტის, ათასგვარი ადამიანებით, მხეცებითა თუ არსებებით სავსე. უფროსები პატარებისგან განსხვავებით, ალბათ, მეტ ყურადღებას მიაქცევენ პერსონაჟების ხასიათის თავისებურებებს, როგორ ვითარდებიან ისინი ჩვენ თვალწინ, რა სიყვარულითა და ერთგულებით დაჰყვებიან ერთმანეთს მუდამ გვერდით, როგორ უვლიან და ზრუნავენ ერთმანეთსა თუ უცნობებზე. პატარების წარმოსახვის განვითარებისთვის ოზის სამყაროს ფერადოვნება ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ყველაფერი ფერადია, რაც მთავარია, ყველა არსებას ლაპარაკიც კი შეუძლია - თუნუქის ტყეკაფია და საფრთხობელა, მშიერი ვეფხვი და მშიშარა ლომი, გოგრისთავა ჯეკი, ოქროსფერი ქათამი ბილინა, მინდვრის თაგვების დედოფალი და სხვა უამრავი პერსონაჟი, რომელთაც პატარები ნელ-ნელა ეცნობიან და იყვარებენ.
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
ქარჩხაძის გამომცემლობამ წელს „ოზის წიგნების“ სერიიდან პირველი სამი წიგნი ქართულად უკვე გამოსცა. მნიშვნელოვანია ისიც აღინიშნოს, რომ ამერიკის საელჩოს დაფინანსებით ქართულ ენაზე პირველად ითარგმნება და სრულად გამოიცემა 15 წიგნისგან შემდგარი სერია, ანუ ფრენკ ბაუმის საოცარი სამყაროს ყველა წიგნი. ერთგულ მკითხველს ისღა დარჩენია, რომ გემრიელად მოკალათდეს, ოზის სამყაროს პირველ სამ წიგნს გაეცნოს, შეიყვაროს საოცარი პერსონაჟები და მათი თავგადასავლის გაგრძელებას მომავალ 12 წიგნში მოუთმენლად დაელოდოს.
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
-
კობახიძე მარტა კოსის განცხადებაზე: უცნაურია, როდესაც ასეთ დროს ევროკომისარი აშშ-სთან კონფლიქტისთვის საბაბს ეძებს კობახიძე მარტა კოსის განცხადებაზე: უცნაურია, როდესაც ასეთ დროს ევროკომისარი აშშ-სთან კონფლიქტისთვის საბაბს ეძებს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანმა მეორე არასრულწლოვანი ცივი იარაღით მოკლა შსს: არასრულწლოვანმა მეორე არასრულწლოვანი ცივი იარაღით მოკლა
გადახედვა
-
"ვიმოქმედებთ საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით" — GCAA ირანული ავიაკომპანიების დასანქცირებაზე "ვიმოქმედებთ საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით" — GCAA ირანული ავიაკომპანიების დასანქცირებაზე
გადახედვა
-
თორნიკე რაზმაძე სახალხო დამცველს მის საქმესთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს თორნიკე რაზმაძე სახალხო დამცველს მის საქმესთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს
გადახედვა
-
აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები
-
"ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს? "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ქობულეთში სეს-მა რამდენიმე სასადლოსა და კაფეში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა ქობულეთში სეს-მა რამდენიმე სასადლოსა და კაფეში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
გადახედვა
-
შსს თორნიკე რაზმაძეს კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანისა და ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავება შსს თორნიკე რაზმაძეს კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანისა და ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავება
გადახედვა
-
ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინამ დაღესტანში პორტზე იერიში მიიტანა ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინამ დაღესტანში პორტზე იერიში მიიტანა
გადახედვა
-
Apple-მა ახალი ჭკვიანი საათები წარადგინა — როგორია Apple Watch Series 12 და Ultra 4 Apple-მა ახალი ჭკვიანი საათები წარადგინა — როგორია Apple Watch Series 12 და Ultra 4
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
-
ტრამპი სრულწლოვან ამერიკელებს არჩევნებში ხმების სანაცვლოდ $5 000-ს ჰპირდება ტრამპი სრულწლოვან ამერიკელებს არჩევნებში ხმების სანაცვლოდ $5 000-ს ჰპირდება
გადახედვა
-
მეცნიერებმა იურული პერიოდის ტყის ხმები აღადგინეს — მოუსმინეთ მეცნიერებმა იურული პერიოდის ტყის ხმები აღადგინეს — მოუსმინეთ
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩენ კაცებს მოუწოდებს წვერი დაიმოკლონ რამზან კადიროვი ჩეჩენ კაცებს მოუწოდებს წვერი დაიმოკლონ
გადახედვა
-
სიდნი სვინი Novig-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა — იხილეთ ვიდეორგოლი სიდნი სვინი Novig-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა — იხილეთ ვიდეორგოლი
გადახედვა
-
ღამით სოჭზე საზღვაო დრონებით შეტევა განხორციელდა ღამით სოჭზე საზღვაო დრონებით შეტევა განხორციელდა
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო წელს 1645 საჯარო და 241 კერძო საბავშვო ბაღის შემოწმებას გეგმავს სურსათის ეროვნული სააგენტო წელს 1645 საჯარო და 241 კერძო საბავშვო ბაღის შემოწმებას გეგმავს
გადახედვა
-
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
-
თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები — სწორი ადგილი მოთხოვნადი პროფესიების შესასწავლად თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები — სწორი ადგილი მოთხოვნადი პროფესიების შესასწავლად
-
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაცია საქართველოს საზღვრიდან დაიწყება — აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაცია საქართველოს საზღვრიდან დაიწყება — აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი
გადახედვა
-
წიგნის ასოციაცია განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავს წიგნის ასოციაცია განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავს
გადახედვა
კომენტარები