აშშ-ის ოფიციალური პირი საქართველოს მთავრობას საარჩევნო დარღვევების დამოუკიდებელი მექანიზმით გამოძიებისკენ მოუწოდებს — "ამერიკის ხმა"
ფოტო: Reuters
მედია "ამერიკის ხმა" 26 ოქტომბერს, საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირს ანონიმურობის პირობით ესაუბრა.
მედიის ინფორმაციით, ანონიმურობის მიზეზი, საკითხის მიმართ შეერთებული შტატების პოზიციის უფრო ფართო განხილვის შესაძლებლობაა.
"არჩევნების შემდეგ, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა უფრო მეტად გვაშფოთებს, ვიდრე იქამდე. იყო წინასაარჩევნო პერიოდში გადადგმული მთელი რიგი ნაბიჯები, რამაც გამოიწვია ჩვენი ძალიან დიდი შეშფოთება იმ მიმართულების გათვალისწინებით, რომლითაც ქვეყანა და კონკრეტულად ხელისუფლება მიდიოდა. ეს მოიცავდა ე.წ. “უცხოური გავლენის” კანონს. მაგრამ, არჩევნებმა, “უცხოური გავლენის” კანონმდებლობის მიღმა, დამატებითი შეშფოთების მთელი რიგი გამოიწვია - ადმინისტრაციული რესურსების ამდენი არასწორად გამოყენების და როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები ამბობენ, ამომრჩევლის დაშინებისა და იძულების შემთხვევების გამო. ეუთოს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) საკმაოდ მკაცრი იყო შეფასებაში თუ რამდენად პრობლემურად ჩატარდა არჩევნები”, — აცხადებს შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ოფიციალური პირი.
29 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ, არჩევნებზე შესაძლო დარღვევის გამოსაძიებლად, ცესკოს მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. გამოკითხვაზე საქართველოს პრეზიდენტი დაიბარეს, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად არ აღიარებს არჩევნებს, ამბობს, რომ შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს და რომ არჩევნები გაყალბდა.
პასუხად კითხვაზე, შეუძლია თუ არა საქართველოს ხელისუფლებას გამოიძიოს მის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები, როდესაც არსებობს შეშფოთება სასამართლოზე არსებული პოლიტიკური გავლენების თაობაზე, შეერთებული შტატების ოფიციალური პირი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დარღვევები დამოუკიდებელი მექანიზმით უნდა გამოიძიოს.
“იმისთვის, რომ [გამოძიება] მიუკერძოებელი იყოს, საქართველოს მთავრობამ ის მიუკერძოებელი მექანიზმით უნდა ჩაატაროს. შესაძლოა საერთაშორისო მექანიზმით ან ისეთი მექანიზმით, რომელშიც ჩართულნი იქნებიან სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები ან ჯგუფები, რომლებიც მოიცავს სხვა პოლიტიკურ ძალებს, რათა გამოიძიონ ზოგიერთი საკითხი. რადგან, თუ ამ დარღვევებზე პასუხისმგებელია მმართველი პარტია, არ არის მიზანშეწონილი, გამოძიება თავად მმართველმა პარტიამ წარმართოს. მე კონკრეტული მექანიზმი მხედველობაში არ მაქვს, მაგრამ ვიტყვი, რომ არჩევნებისადმი ნდობისთვის, გამოძიების მიუკერძოებელი მექანიზმი კრიტიკულად მნიშვნელოვანია”, — ამბობს შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ოფიციალური პირი.
მისი თქმით, მიმართულება, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება მოძრაობს, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზასთან შეუსაბამოა.
"საქართველოს მთავრობის მიმართულება, განსაკუთრებით ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, დაშორებული იყო დემოკრატიულ ნორმებსა და ინსტიტუტებს და საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. ის, რაც მოხდა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, შეუთავსებელია ევროკავშირსა და ნატოსკენ საქართველოს გზასთან. მიმართულება ნათელია. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა არსებობდა, იმის მიუხედავად, თუ რა წინათგრძნობა ჰქონდა ხალხს არჩევნების დღემდე, ყოველ შემთხვევაში თეორიულად მაინც. რაც ჩვენ ვნახეთ, არჩევნები ჩატარდა დარღვევებით, დაშინების და იძულების შემთხვევებით. ეს იმედგამაცრუებელია. ეს მოითხოვს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა, არა მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა, არამედ ჩვენმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა ევროპაში, ერთობლივად შეაფასონ რა ნაბიჯებს გადავდგამთ და ასევე შევაფასოთ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა. გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემთვის ძალიან რთულია იმის წარმოდგენა, რომ ქვეყანას შეეძლება გააგრძელოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა იმის გათვალისწინებით, რაც მოხდა", — ამბობს ის.
აშშ არჩევნებამდე საქართველოს მთავრობას მოუწოდებდა ე.წ. "უცხოური გავლენების კანონის" უკან გაეწვია, რომელმაც ქვეყნის შიგნით ფართო პროტესტი გამოიწვია.
ბაიდენმა და სახელმწიფო მდივანმა, ეს მოთხოვნა არჩევნების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშიც გაიმეორეს.
“ჩვენ გადავდგით რამდენიმე ნაბიჯი. ჩვენი სავიზო პოლიტიკის თუ გლობალური მაგნიტსკის სანქციების კუთხით, გამოვხატეთ ჩვენი ღრმა შეშფოთება იმ ტრაექტორიის მიმართ, რომელზეც საქართველო იდგა და, იცით, ყოველთვის არსებობდა იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ყოფილიყო თავისუფალი და სამართლიანი, იმ პირობით, რომ ოპოზიციურ პარტიებს და სამოქალაქო საზოგადოებას ექნებოდა გამოხატვის შესაძლებლობა. მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ხელი შეუშალა მნიშვნელოვანმა პრობლემებმა. თქვენ იხილეთ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ამაზე საუბრობს”, — ამბობს აშშ-ის ოფიციალური პირი.
„საპარლამენტო არჩევნები შეიბღალა მრავალჯერ აღრიცხული ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებით, ამომრჩევლის დაშინებითა და იძულებით. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი აზრი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც დამოუკიდებელ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს არ უთქვამთ, რომ იყო თავისუფალი და სამართლიანი", — განაცხადა ბაიდენმა.
ამასთან, საქართველოს მთავრობამ ბაიდენის განცხადებაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ის ვერ განსაზღვრავს, ჩატარდა თუ არა ქვეყანაში არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად, ხოლო ქვეყნის პრემიერმინისტრის თქმით, საქართველოსა და დასავლეთს შორის არსებული პრობლემა, უკრაინის ომის, ასევე აშშ-სა და საქართველოში არჩევნების დასრულების შემდეგ გადაიჭრება და მხარეები ურთიერთობას დაიწყებენ სუფთა ფურცლიდან.
ამასთან, ოფიციალური პირი იმ ზომებზე საუბრობს, რომელთა მიღებაც ვაშინგტონი თბილისისგან მოელის.
"არსებობს მნიშვნელოვანი შეშფოთება და ვფიქრობ, საქართველოს მთავრობის მოვალეობაა გადადგას ძალიან კონკრეტული ნაბიჯები, ამ შეშფოთების გასაქარწყლებლად. ერთ-ერთი მათგანი არის ე.წ. "უცხოური გავლენის" კანონის უკან წაღება და კიდევ ერთი, დაუყოვნებლივ დიალოგის დაწყება საქართველოს სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, რათა აღდგეს არჩევნებისადმი ნდობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ არჩევნების კონტექსტში, ეს არა სასურველი, არამედ აუცილებელია", — ამბობს ის.
"ახლა ხელისუფლების გადასაწყვეტია, გადადგამს თუ არა ის ნაბიჯებს, რომლებიც გამოასწორებს არჩევნებზე დარღვევების ამ ცნობებს, დაშინების, იძულების შესახებ თუ წავა ანტიდემოკრატიული მიმართულებით, ჰიბრიდული რეჟიმის თუ ავტორიტარული რეჟიმის მიმართულებით. ამას, ცხადია, შედეგები მოჰყვება. წინასწარ არ ვაპირებ რაიმე დამატებითი ნაბიჯების შესახებ გაცნობოთ. მაგრამ, ჩვენ მზად ვართ გადავდგათ დამატებითი ნაბიჯები, თუ დავინახავთ, რომ საქართველო ამ მიმართულებით მიდის", — განმარტავს აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალური პირი.
აშშ-მა, საპროტესტო აქციებზე ანტიდემოკრატიული პასუხისა და ე.წ. "აგენტების კანონის" მიღების გამო სავიზო შეზღუდვები საქართველოში 100-ზე მეტ ოფიციალურ და კერძო პირს დაუწესა.
ამის პარალელურად, ხაზინის დეპარტამენტმა ფინანსური სანქციები 4 პირს დაუწესა, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ მაღალჩინოსანს.
შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ოფიციალური პირის თქმით, აშშ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ძალაუფლებას, თუ საქართველოს მთავრობა არ გადადგამს ნაბიჯებს, არსებული შეშფოთებების საპასუხოდ.
მედია "ამერიკის ხმასთან", ასევე ანონიმურობის პირობის დაცვით, ადმინისტრაციის ორმა მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა და ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა კიდევ ორმა პირმა განაცხადა, რომ აშშ-ს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი მზად აქვს.
“ჩვენ მოვუწოდეთ მთავრობას, მიიღოს მთელი რიგი დაუყოვნებელი ზომები, ჩვენი შეშფოთების საპასუხოდ. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, მაშინ ჩვენ გავაგრძელებთ გზების ძიებას, რათა გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ძალაუფლება იმისთვის, რომ პასუხი ვაგებინოთ აქტორებს საქართველოს შიგნით და ხელისუფლების შიგნით, რომლებიც ანტიდემოკრატიულ ქმედებებში მონაწილეობენ. ეს მოიცავს არჩევნების პროცესს. იყო მთელი რიგი შეშფოთება არჩევნების შესახებ, რომლებიც, ჯერჯერობით, არ არის საფუძვლიანად გამოძიებული ან დადასტურებული. მე მესმის, რომ ზოგიერთი ამ დარღვევის გამოძიებას დრო სჭირდება. როგორც მესმის, სწორედ ამისკენ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტიც. ვფიქრობ, ზოგიერთი ამ დარღვევის გამოძიება, ლეგიტიმურია”, — თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ ცესკოს მიერ გამოქვეყნებული საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების თანახმად, პარტია ქართულმა ოცნებამ ხმათა, თითქმის, 54% მოიპოვა.
ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და მას გაყალბებულად მიიჩნევენ.
პოლიტიკურმა გაერთიანებებმა, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს განაცხადეს, რომ ისინი არ აპირებენ პარლამენტში შესვლას.
საქართველოს ხელისუფლება უარყოფს ბრალდებებს და ამტკიცებს, რომ მმართველმა პარტიამ ლეგიტიმურად, დემოკრატიული არჩევნების შედეგად გაიმარჯვა და გაყალბების მტკიცებულებები არ არსებობს.
-
დააკავეს კაცი, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა დააკავეს კაცი, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა
გადახედვა
-
ქვიზი: ხარ თუ არა ლექს-სენის ნაღდი ფანი? ქვიზი: ხარ თუ არა ლექს-სენის ნაღდი ფანი?
-
უკრაინელმა ჰაკერებმა რუსეთის საიდუმლო ლაბორატორიიდან ინფორმაცია მოიპოვეს უკრაინელმა ჰაკერებმა რუსეთის საიდუმლო ლაბორატორიიდან ინფორმაცია მოიპოვეს
გადახედვა
-
Google Maps-ზე შემთხვევით ნაპოვნი 25-კილომეტრიანი ორმო მეტეორიტის კრატერი აღმოჩნდა Google Maps-ზე შემთხვევით ნაპოვნი 25-კილომეტრიანი ორმო მეტეორიტის კრატერი აღმოჩნდა
გადახედვა
-
როგორ არეგულირებდა დედამიწა საკუთარ კლიმატს მილიონობით წლის განმავლობაში — კვლევა როგორ არეგულირებდა დედამიწა საკუთარ კლიმატს მილიონობით წლის განმავლობაში — კვლევა
გადახედვა
-
ჯანდაცვის, ეკონომიკის და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით თურქმენეთთან მემორანდუმები გაფორმდა ჯანდაცვის, ეკონომიკის და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით თურქმენეთთან მემორანდუმები გაფორმდა
გადახედვა
-
IT სპეციალისტი გიორგი კვიცარიძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა, ციხეში შიმშილობს IT სპეციალისტი გიორგი კვიცარიძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა, ციხეში შიმშილობს
გადახედვა
-
ირაკლი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ ალან ყაყატაშვილი პოლიციაში ცემამ იმსხვერპლა ირაკლი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ ალან ყაყატაშვილი პოლიციაში ცემამ იმსხვერპლა
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა ტიპის წყალი ხარ ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა ტიპის წყალი ხარ
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი SME-ების საუკეთესო ბანკად დაასახელა Euromoney-მ საქართველოს ბანკი SME-ების საუკეთესო ბანკად დაასახელა
-
სასიცოცხლო ზონაში მდებარე მყარი ეგზოპლანეტის გარშემო ატმოსფერო პირველად დააფიქსირეს სასიცოცხლო ზონაში მდებარე მყარი ეგზოპლანეტის გარშემო ატმოსფერო პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: "მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია" პენიტენციური სამსახური: "მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია"
გადახედვა
-
რატომ მოქმედებს სიცხე უფრო მეტად ქალებზე, ვიდრე კაცებზე? რატომ მოქმედებს სიცხე უფრო მეტად ქალებზე, ვიდრე კაცებზე?
გადახედვა
-
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის — Disneyland-ში მოგზაურობის შანსი განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის — Disneyland-ში მოგზაურობის შანსი
-
არანაირი წერილი არ ყოფილა შემოსული — კალაძე ე.წ. რიყის დოქების შემქმნელი ბიუროს განცხადებაზე არანაირი წერილი არ ყოფილა შემოსული — კალაძე ე.წ. რიყის დოქების შემქმნელი ბიუროს განცხადებაზე
გადახედვა
-
სტუმრად თიბისიში — ტექნოლოგიები, განათლება და შესაძლებლობები UNFPA-ს საზაფხულო აკადემიის მონაწილე ახალგაზრდებისთვის სტუმრად თიბისიში — ტექნოლოგიები, განათლება და შესაძლებლობები UNFPA-ს საზაფხულო აკადემიის მონაწილე ახალგაზრდებისთვის
-
კვამლის ჩასუნთქვის შემდეგ, მეხანძრეებმა მტრედი ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს — ნახეთ ვიდეო კვამლის ჩასუნთქვის შემდეგ, მეხანძრეებმა მტრედი ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი დანაშაულებრივი, აგენტურული ორგანიზაციებია, რომლებიც უნდა აიკრძალონ მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი დანაშაულებრივი, აგენტურული ორგანიზაციებია, რომლებიც უნდა აიკრძალონ
გადახედვა
-
ჩინეთში კომერციული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის მსოფლიოში პირველი იმპლანტაცია ჩატარდა ჩინეთში კომერციული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის მსოფლიოში პირველი იმპლანტაცია ჩატარდა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: ვინ ეკითხებოდათ კელი დეგნანს ან ვინმე სხვას, რაღაცა კანონის შეფასებას "დემოკრატიის შავ დღედ?" მამუკა მდინარაძე: ვინ ეკითხებოდათ კელი დეგნანს ან ვინმე სხვას, რაღაცა კანონის შეფასებას "დემოკრატიის შავ დღედ?"
გადახედვა
-
საქართველოში სტარბაქსის პირველი ფილიალი გაიხსნა — ინტერვიუ ბრენდის წარმომადგენლებთან საქართველოში სტარბაქსის პირველი ფილიალი გაიხსნა — ინტერვიუ ბრენდის წარმომადგენლებთან
კომენტარები