იაგო ხვიჩია

4 Oct. 2025, 17:57

იაგო ხვიჩია: "ძალიან პოზიტიურად ვუყურებ შანსებს, მინდა, დღევანდელი არჩევნები დასრულდეს ისე, რომ ვიყო მეორე ადგილზე და მეორე ტურში. რა გამოვა, არ ვიცი, თუმცა მგონია, ასეთი ნათელი შანსი რამე შეიცვალო, თუნდაც შემდეგი არჩევნებისთვის საფუძველი ჩაეყაროს რაღაცის ცვლილებას, არ ყოფილა. შესაბამისად, მე ველოდები ჩვენი მხარდამჭერების მობილიზებას საარჩევნო უბნებთან.

მაქვს მოლოდინი, რომ ეს არჩევნები, წინა არჩევნებთან შედარებით ნაკლებად სტრესული იქნება ადამიანებისთვის. არჩევნებს როდესაც ვატარებთ, რაღაცნაირად საომარი მდგომარეობაა ხოლმე. ვფიქრობ, წლევანდელმა სიტუაციამ უფრო ნაკლებად უნდა შეაშინოს ადამიანები, რაც ჩვენ მიმართ პოზიტიურ შედეგს გამოიწვევს. თუმცა, შევხედოთ რამდენიმე საათი არის დარჩენილი არჩევნების დამთავრებამდე და ერთად ვნახოთ, რა შედეგი დადგება დღეს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა

ქალი ხართ და გგონიათ, მხოლოდ თქვენ გიხდიან კაცებზე ნაკლებს? ხელოვნური ინტელექტი, ალბათ, ამაშიც თანაგიგრძნობდათ:…