ბათუმში, იუსტიციის სახლთან ახლოს მდებარე მშენებარე კორპუსიდან დღეს მუშა გადმოვარდა.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მას ფეხი აქვს მოტეხილი და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.