სამადაშვილის თქმით, ისრაელის კომისიაში "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არჩევნების ჩასატარებლად გამოცხადებას არ აპირებენ
ფოტო: კადრი ვიდეოდან
ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერის სალომე სამადაშვილის თქმით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელში, სადაც ერთადერთი საარჩევნო უბანი გაიხსნა, ცდილობენ, არჩევნებში მონაწილეობის უფლება საქართველოს 2 000-ზე მეტ მოქალაქეს წაართვან.
მისი თქმით, ამ სპეცოპერაციას საქართველოს მოქალაქეების და ქვეყნის დემოკრატიული მომავლის წინააღმდეგ ყოფილი ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია ხელმძღვანელობს
როგორც სამადაშვილი ამბობს, კომისიაში ქართული ოცნების წარმომადგენლები არჩევნების დღეს არ აპირებენ არჩევნების ჩასატარებლად გამოცხადებას.
როგორც ძლიერი საქართველოს ლიდერი ამბობს, ყველა, ვინც დღეს ან ხვალ შეეცდება ქართველი ხალხის კონსტიტუციური უფლებების ხელის შეშლას და თავისი საარჩევნო უფლებების განხორციელებას, პასუხი მოეთხოვება.
"ქართველი ხალხის გამარჯვებამდე სულ რაღაც 30 საათი დარჩა. ცხადია, რომ ხვალ ისტორიულ არჩევნებზე ხალხი აკეთებს არჩევანს ევროპული მომავლის, ძლიერი ქართული სახელმწიფოს და დემოკრატიული მომავლის სასარგებლოდ. ეს იცის რუსულმა რეჟიმმა, რომელიც დღეს საკუთარი ხელისუფლებაში ყოფნის უკანასკნელ საათებს ითვლის. მაგრამ რეჟიმი არ ნებდება და ყველანაირი გზით, მათ შორის, კომიკურად სასოწარკვეთილი მცდელობით ცდილობს, რომ ხელი შეუშალოს ქართველი ხალხის ნების გამოხატვას იქ, სადაც ზუსტად იცის, რომ არჩევნებს პირწმინდად აგებს. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, არის ჩვენი სახელოვანი, მშრომელი ემიგრაცია, რომელიც საკუთარი ქვეყნიდან ლტოლვილებად აქცია ბიძინა ივანიშვილმა და დღეს ცდილობენ, რომ ამ ხალხს არჩევნებში მონაწილეობის უფლება წაართვან.
ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია, რომ ისრაელში, სადაც ერთადერთი საარჩევნო უბანი გაიხსნა, ცდილობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება საქართველოს 2 000-ზე მეტ მოქალაქეს წაართვან, ვინც ამ უბანზეა დარეგისტრირებული. ეს ხდება მიზანმიმართული საბოტაჟის გზით, როდესაც კომისიაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აპირებენ, რომ არჩევნების დღეს არ აპირებენ გამოცხადდნენ არჩევნების ჩასატარებლად.
მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამ სპეცოპერაციას საქართველოს მოქალაქეების და ამ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის წინააღმდეგ ხელმძღვანელობს საქართველოს ყოფილი ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია. მე მინდა შევახსენო მას და ყველა სხვას, რომ საბოტაჟი და არჩევნების ხელისშეშლა არის სისხლის სამართლის დანაშაული. ამ ქვეყანას 27 ოქტომბრიდან ეყოლება ახალი ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელიც არამხოლოდ დააბრუნებს საქართველოს ევროპული განვითარების გზაზე, არამედ დააბრუნებს საქართველოში კანონის უზენაესობას და პასუხი მოეთხოვება ყველას, ვინც დღეს ან ხვალ შეეცდება, რომ ხელი შეუშალოს ქართველი ხალხის კონსტიტუციურ უფლებას, განახორციელოს თავისი საარჩევნო უფლებები“, — განაცხადა სამადაშვილმა.
-
"საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე "საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
სუს-მა ბირთვული მასალა "ურანისადმი" უკანონო მოპყრობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა სუს-მა ბირთვული მასალა "ურანისადმი" უკანონო მოპყრობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა
გადახედვა
-
ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
კომენტარები