ლევან გაჩეჩილაძე, გიორგი გიგინეიშვილი, ლევან გიგინეიშვილი, ირაკლი იაშვილი, ზაზა ნიშნიანიძე და ირაკლი რუხაძე აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს ღია წერილით მიმართავენ
ლევან გაჩეჩილაძე, გიორგი გიგინეიშვილი, ლევან გიგინეიშვილი, ირაკლი იაშვილი, ზაზა ნიშნიანიძე და ირაკლი რუხაძე აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს ღია წერილით მიმართავენ.
წერილში, საქართველოს ისტორიული ექსკურსის შემდეგ ნათქვამია, რომ ქართველები აფასებენ აშშ-სთან მეგობრობას, მაგრამ მეგობრობას და პარტნიორობას მუდმივი გაფრთხილება და ზრუნვა სჭირდება.
კონტექსტისთვის:
საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები გართულებულია.
აშშ-მა საქართველოს მთავრობას ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და სიცრუის შემცველი განცხადებების გამო 95-მილიონიანი დახმარება შეუჩერა. ასევე გამოაცხადა ორმხრივი ურთიერთობის გადახედვის შესახებ. ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ძალოვნები, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება" და მისი მოადგილე, მილერი ლაგაზაური დაასანქცირა, ხოლო მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო აშშ-მა სავიზო შეზღუდვები დაუწესა ოთხ მოსამართლეს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს.
აგრეთვე, სახელმწიფო დეპარტამენტმა ინდივიდუალურ სანქციები და სავიზო აკრძალვები დაუწესა ქართული ოცნების და პარლამენტის წევრებს, ასევე სამართალდამცავებს და სხვა კერძო პირებს, ვინც ჩართულები იყვნენ ბოლოდროინდელ ანტიდემოკრატიულ ქმედებებსა და ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელი კანონების მიღებაში.
გავრცელებულ წერილს სრულად გთავაზობთ:
"ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს
მის აღმატებულებას, ბატონ ჯოზეფ ბაიდენს
ბატონო პრეზიდენტო!
უპირველეს ყოვლისა, ჩვენ, ქვემორე ხელმომწერნი, ღრმა პატივისცემას გამოვხატავთ თქვენდამი და თქვენი ქვეყნისადმი!
ჩვენ ვართ ქართველები, რომელთაც მხურვალედ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და, ამასთანავე, იმედი გვაქვს, რომ კვლავაც დავრჩებით თავისუფალ, მშვიდობიან, დემოკრატიულ ერად და გავაგრძელებთ წინსვლას და განვითარებას. ჩვენ ვართ მოქალაქეები იმ ქვეყნისა, რომელმაც იცის მშვიდობისა და თავისუფლების ფასი.
საქართველო, რომელიც მდებარეობს მეტად რთულ და ქარტეხილებით სავსე გეოპოლიტიკურ რეგიონში, გადარჩა და კვლავაც აგრძელებს სიცოცხლეს. ჩვენს ქვეყანას ყოველთვის ეპაექრებოდნენ დიდი იმპერიები: საბერძნეთი, რომი, სპარსეთი, არაბეთი, მონღოლეთი, ოსმალეთი, ირანი და რუსეთი, რომლებიც ასწლეულების და ათასწლეულების მანძილზე იბრძოდნენ მის სამართავად. საქართველო ბევრჯერ აღმდგარა ფერფლიდან, რომ შემდეგ კვლავ გამხდარიყო მომდევნო დიდ ძალასთან ბრძოლის ასპარეზი.
მოგეხსენებათ, რომ სამოცდაათი წლის განმავლობაში ვიყავით თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი კომუნისტური ქვეყნის - საბჭოთა კავშირის ნაწილი. მიუხედავად ამისა, შევძელით შეგვენარჩუნებინა ენა, სარწმუნოება და ეროვნულ-კულტურული იდენტობა. იდენტობა, რომელიც გამოხატულია ჩვენს საუკუნოვან ტრადიციებში, პატრიოტიზმის განცდაში, ენაში და ცხოვრების წესში, თუმცა, ამავე დროს, ის არათუ გვაბრუნებს წარსულისკენ, არამედ ღიაა თანამედროვეობისა და სიახლეების მისაღებად.
ჩვენი ვართ ერი, რომელიც 17 საუკუნის განმავლობაში მტკიცედ იცავს ქრისტიანულ სარწმუნოებას. ჩვენი ისტორიის ყველაზე საბედისწერო მომენტებში სწორედ სარწმუნოება იყო გადამწყვეტი გადარჩენისათვის ბრძოლაში. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ტრადიციულად მშვიდობიანად თანაცხოვრობენ ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები, ებრაელები, რუსები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები. აქ ერთმანეთის სიახლოვეს ნახავთ სხვადასხვა სალოცავს: მეჩეთს, სინაგოგას, ქართულ მართლმადიდებლურ და სომხურ გრეგორიანულ ეკლესიებს. ქართველები ვამაყობთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტოლერანტობის ტრადიციით და გვსურს ჩვენს მეზობლებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება.
ხანგრძლივი წყვეტის შემდეგ, 33 წლის წინ, საქართველომ დაიწყო საკუთარი ბედის თავად განსაზღვრა, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ. მართალია, ვიწრო და ეკლიანი გზის გავლა გვიწევს, მაგრამ უმრავლესობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ჩვენი, როგორც ერის, ისტორიული მომავალი დაკავშირებულია ევროპასთან და დასავლურ დემოკრატიულ სამყაროსთან.
ბოლო 12 წლის განმავლობაში, შევძელით გვყოლოდა დემოკრატიულად არჩეული მთავრობა, რომელმაც, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით შეინარჩუნა მშვიდობა. სწორედ ამ მშვიდობამ და მოსახლეობის კეთილდღეობაზე დაფუძნებულმა სახელმწიფო პოლიტიკამ შეგვაძლებინა მიგვეღწია საგრძნობი ეკონომიკური ზრდისთვის და დაგვეჭირა მოწინავე პოზიციები დასავლური სარეიტინგო სააგენტოების შეფასებებში - თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანური განვითარების, კორუფციის და სხვა დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის, ეკონომიკური მდგომარეობის და ბევრი სხვა მაჩვენებლის მიხედვით. აღნიშნული დასავლური სარეიტინგო სააგენტოები ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის ბევრ ქვეყანაზე მაღლა აყენებს, ხოლო ყოფილ დსთ-ს ქვეყნებს შორის ლიდერ პოზიციას ანიჭებს.
დამოუკიდებლობის მიღების პირველივე დღეებიდანვე შეუძლებელი იქნებოდა აღნიშნული მიღწევები ამერიკის და ევროპის ქვეყნების მდგრადი და უწყვეტი დახმარების გარეშე. ამ მხარდაჭერას ჩვენ ვაფასებთ და დიდ მადლიერებას გამოვხატავთ.
მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი ხელისუფლების მმართველობის პირობებში ხელი მოეწერა ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია და გავხდით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა.
უკრაინაში ტრაგიკული მოვლენების განვითარების შემდგომ, მუდმივად გამოვხატავთ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, როგორც გაეროს, ისე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფორუმებზე, სადაც კი დასწრების საშუალება გვეძლევა. ომის დაწყებიდან დღემდე არ წყდება საქართველოს მხრიდან უკრაინელი ხალხისადმი ჰუმანიტარული დახმარების ნაკადი. ამავე დროს, ჩვენმა ქვეყანამ ყველაფერი იღონა, რომ არ ჩართულიყო სამხედრო კონფლიქტში და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში მხოლოდ სელექტიური მონაწილეობა მიიღო, რათა დაეცვა საკუთარი ეკონომიკა.
მოქმედმა ხელისუფლებამ ყოველივე ამას მიაღწია ისე, რომ დარჩა დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სიტყვის გამოხატვის, პრესის უპრეცედენტო თავისუფლების და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის ერთგული. ამ ნიშნით ის მკვეთრად განსხვავდება წინამორბედი ხელისუფლებისგან, რომელიც ამჟამად მთავარი ოპოზიციური პარტიაა და რომელმაც, თავისი მმართველობის დროს, ადამიანის უფლებები ფეხქვეშ გათელა, მოსახლეობის თითქმის 10%(!) დააპატიმრა და დამოუკიდებელი მედიაკომპანიები დახურა.
სწორედ ამიტომ, მეტად იმედგამაცრუებელი და საკვირველია, როდესაც ვხედავთ აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან ქართული ოპოზიციის ღია პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას. ამერიკის სენატის, კონგრესის, სახელმწიფო დეპარტამენტის დეკლარაციები, ასევე ევროკავშირის რეზოლუციები, ერთხმად ადანაშაულებენ მმართველ პარტიას დემოკრატიული ფასეულობების მიტოვებასა და დასავლური კურსიდან გადახვევაში. ისმის სხვადასხვა შინაარსის მუქარები, როგორიცაა ქვეყნისა და მისი მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირება და ევროპაში უვიზო რეჟიმის შეჩერება. გარდა ამისა, ფონდები, რომლებიც გამოყოფილი იყო საქართველოს განვითარებისათვის, გადამისამართდა ოპოზიციურ პარტიებზე, მათ მედიასაშუალებებზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე. არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად იმართებიან პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მიერ და ქვეყნის რეალური მდგომარეობის შესახებ მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებენ.
აღსანიშნავია, რომ ყოველდღიურად ძლიერდება დასავლური რიტორიკა ეკლესიისა და ჩვენი ცხოვრების წესის წინააღმდეგ, რაც საგონებელში გვაგდებს, თუ რა დავაშავეთ ასეთი.
აკრიტიკებს რა არსებულ მთავრობას, დასავლეთი მიუთითებს „გამჭვირვალობის კანონზე“, რომელსაც "რუსულ კანონად" მოიხსენიებს. ოპოზიციური მედიასაშუალებები და დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებდნენ, რომ კანონის ძალაში შესვლისთანავე ისინი დაიხურებოდნენ და საპარლამენტო არჩევნები ალტერნატიული ხმის, ზედამხედველობისა და მონიტორინგის გარეშე გაიმართებოდა. შესაძლოა, საკამათო იყოს, თუ რამდენად აუცილებელი იყო ამ კანონის მიღება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კანონი უკვე რამდენიმე თვეა ამოქმედდა და არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება ამ კანონის სამიზნედ არ ქცეულა, ანუ მოვლენები ყველანაირი პროგნოზისა და წინასწარგამოთქმული განგაშის საპირისპიროდ განვითარდა.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით: საქართველოს შეფასებისას დაეყრდნოთ რეალურ მიღწევებს და არ ენდოთ მხოლოდ იმ პროგნოზებს, რომელსაც რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური მედიასაშუალებები ავრცელებენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს მომავალში საქართველოს მთავრობის ინიციატივებს.
ქართველები ძლიერ ვაფასებთ მეგობრობას, რომელიც გამოცდილია საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობით და გაღებული მსხვერპლით. მეგობრობას და პარტნიორობას კი მუდმივი გაფრთხილება და ზრუნვა სჭირდება.
ბატონო პრეზიდენტო, გულითადად მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ საქართველოს, რათა არჩევნები გარედან მომართული მუქარებისა და ჩარევების გარეშე ჩატარდეს და მოგვეცეს საშუალება, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, თავად გადავწყვიტოთ საკუთარი ბედი. ჩვენი ბედი და მისწრაფება კი საქართველოს ევროპასთან და დასავლეთთან ინტეგრაციაა“.
პატივისცემით,
ლევან გაჩეჩილაძე
გიორგი გიგინეიშვილი
ლევან გიგინეიშვილი
ირაკლი იაშვილი
ზაზა ნიშნიანიძე
ირაკლი რუხაძე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები