ირაკლი კობახიძე

22 Oct. 2024, 15:07

"სალომე ზურაბიშვილი არის აბსოლუტურად უინტერესო მოვლენა ქართულ პოლიტიკაში, მას არც რეიტინგი აქვს და არც რაიმე პოზიციები და ერთ თვეში, იმპიჩმენტის წესით დატოვებს საკუთარ თანამდებობას, აქედან გამომდინარე, მის არავითარ ქმედებას არავითარი ინტერესი არ აქვს ჩვენი მხრიდან.

[...]

რაც შეეხება გახარიას, ხელის გულზე დევს მისი ძირითადი დანაშაულები, შემიძლია ჩამოთვალო რამდენიმე მთავარი დანაშაული რაც მან ჩაიდინა, ეს იყო მესტიის სპეცოპერაცია სადაც შეურაცხყოფილი დატოვა სპეცრაზმის წარმომადგენლები, ჩვენი პოლიციელები, მის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაციის გამო, მეორე იყო პანკისი, სადაც მოხდა იგივე, მესამე იყო ბასიანის სპეცოპერაცია, თქვენ გახსოვთ როგორ წარიმართა, თქვენ გახსოვთ როგორ წარიმართა ეს მოვლენები. გახარია შეგნებულად ერთმანეთს უპირისპირებდა სახელმწიფოს და ადამიანებს, სამართალდამცველებს და ახალგაზრდებს, ამას აკეთებდა ის სპეციალურად, შეგნებულად გარე დავალებების საფუძველზე და რაც 20 ივნისს გააკეთა მან, როდესაც წყლის ჭავლი და გაზი გამოიყენა და მიიყვანა საქმე იქამდე, სადამდეც მიიყვანა, ეს არის მისი ერთ-ერთი უმთავრესი და უმძიმესი დანაშაული. მისი დანაშაული იყო ასევე ჩორჩანა, აქაც დეტალებს აღარ გავიხსენებ, თითოეულ შემთხვევაში, ის ცდილობდა გარე დავალებების საფუძველზე, დაეზიანებინა სახელმწიფოს ინტერესები, დაეპირისპირებინა ერთმანეთისთვის სამართალდამცავები და ახალგაზრდები, ზოგადად სახელმწიფო და ადამიანები, ეს არის უმძიმესი დანაშაულები, რომლებსაც გახარია სჩადიოდა სწორედ დავალებების საფუძველზე, აქედან გამომდინარე, მისთვის ეპითეტი — გარეწარიც კი არის ძალიან რბილი შეფასება."

ამის შესახებ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. (შეგახსენებთ, გუშინ 21 ოქტომბერს სამთავრობო არხთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიას "გარეწარი" უწოდა და მას და მისი პარტიის წევრებს გასამართლებით დაემუქრა). 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში გაემგზავრა. ამის…