ძაღლური ენის ლექსიკონი — 5 რჩევა თქვენი შინაური ცხოველის უკეთ გასაცნობად
ფოტო: Tugg-e-nuff
მოდით, ვაღიაროთ — ჩვენი შინაური ცხოველების "ენაზე" საუბარი ყველას გვსურს. ალბათ, არაერთხელ გისურვიათ, გაგეგოთ, რის თქმას ცდილობს თქვენი ძაღლი, როცა მრავლისმეტყველი მზერით გიყურებთ — წახემსება უნდა? გასეირნებას ითხოვს თუ მუცელზე მოფერებას?
თქვენი შინაური ცხოველების გაგება მათთან უფრო მყარი და ბედნიერი ურთიერთობის ჩამოყალიბების წინაპირობაა. ეს სტატიაც სწორედ ამის გამო მოგიმზადეთ — მართალია, კითხვის დამთავრებისას მთლად ყეფას ვერ შეძლებთ და ვერც თქვენს ცუგას აალაპარაკებთ ქართულად, მაგრამ მათი ჟესტებისა და ქცევის ქვეტექსტი უფრო გასაგები გახდება.
1. დააკვირდით ყველაფრის მთქმელ კუდს
ფოტო: Tenor
თუ გგონიათ, რომ ქანქარა კუდი მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი ბედნიერია, ძალიან ცდებით! წარმოიდგინეთ, რომ კუდი ძაღლების "ემოჯია" — კუდის მოძრაობით მათი გაგება ძალიან მარტივი ხდება.
ნელი ქიცინი იმას ნიშნავს, რომ თქვენი ცუგა ნეიტრალურადაა განწყობილი იმის მიმართ, რაც ხდება. უბრალოდ მშვიდადაა და მოვლენების განვითარებას ელის.
აი, რაც შეეხება სწრაფ-სწრაფად, ვერტმფრენივით მოქიცინე კუდს, ეს ნამდვილად იმის დამადასტურებელია, რომ თქვენი ძაღლი რაღაცამ ძალიან აღაფრთოვანა. "მიყვარხარ! მიყვარს სიცოცხლე! ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღეა!" — ქარიშხალივით მობზრიალე კუდით ჩვენი ბეწვიანი მეგობრები დაახლოებით ამის თქმას ცდილობენ.
დაბლა, ნელა მოქანავე კუდი კი ძირითადად იმის მანიშნებელია, რომ თქვენი ძაღლი რამეზე ნერვიულობს ან შფოთავს. შესაძლებელია, ამ დროს იმაზე ნერვიულობდეს, რომ მათ მიერ შეჭმული ფეხსაცმელი ან გაბდღვნილი ბალიში იპოვეთ...
2. დააკვირდით მათ ყურებს
ფოტო: Giphy
ადამიანების ყურები მოსაბეზრებელია და მათ პატრონზე არაფერს გვეუბნება, მაგრამ ძაღლების ყურები მათ ხასიათსა და განწყობაზე იმაზე მეტ ინფორმაციას გვაწვდის, ვიდრე გგონიათ.
წინ წამოწეული ყურები — თქვენი საუკეთესო მეგობარი რაღაცამ დააინტერესა! "რა ხდება? ეს რა არის? გავეკიდო? შეიძლება, შევჭამო?" — ამ ჟესტით ძაღლები იმის თქმას ცდილობენ, რომ მათ მხედველობაში რაღაც საოცრად, სუპერ-დუპერ მიმზიდველად გამოიყურება!
ქვემოთ ჩამოზნექილი ყურებით ცუგები გვატყობინებენ, რომ რაღაცაზე წუხან და მობოდიშებას ცდილობენ. როცა მათი ყურები ასე სასაცილოდაა ქვემოთ ან უკან გადაწეული, უნდა დაასკვნათ, რომ თქვენი ძაღლი რაღაცას განიცდის.
თუმცა, როცა ერთ ყურს ზემოთ წევენ, მეორეს კი — ქვემოთ, იმას ნიშნავს, რომ სიტუაციის აწონ-დაწონას ცდილობენ და, შეიძლება, განგსჯიან კიდეც, რადგან ეს ჟესტი ძაღლურად ალმაცერად ყურების ეკვივალენტია.
3. ყეფის ხელოვნება
ფოტო: Giphy
ძაღლები მილიონი სხვადასხვა მიზეზის გამო ყეფენ, თუმცა თუ სხვადასხვა ტიპის ყეფის ერთმანეთისგან განსხვავებას შევძლებთ, თითოეულის მნიშვნელობას მივხვდებით.
მოკლე, ხმამაღალი ყეფა იმის ნიშანია, რომ თქვენმა ძაღლმა უცხო ვინმე ან რამე დაინახა და თქვენი ყურადღების მიპყრობას ცდილობს. აი, ყმუილს კი რამდენიმენაირი ახსნა აქვს — შესაძლოა, ამ გზით შინაგანი მგლის გაღვიძებას ცდილობენ, ან გარეთ გაგონილ ხმაურს ეპასუხებიან, ან თავს მარტოსულად გრძნობენ... ყეფისა და ღრენის კომბინაცია კი გაფრთხილებად უნდა აღიქვათ. ამ დროს ძაღლები საერთოდ არ ხუმრობენ და იმუქრებიან.
4. ალოკვა = ძაღლურ კოცნას
ფოტო: Tenor
ძაღლებს სიყვარულის გამოხატვის მრავალფეროვანი გზები აქვთ, რომელთაგან პატრონების ალოკვა ერთ-ერთი მთავარია. თუ თქვენი ძაღლი გლოკავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან, ძალიან უყვარხართ, ან იმ საჭმლის სუნი მოეწონათ, რომელიც ახლახან მიირთვით...
5. კალთაში მოკალათება პირადულად უნდა მიიღოთ
ფოტო: Imgur
თუ თქვენი ცუგა მოულოდნელად კალთაში გიჯდებათ ან ფეხებზე გეხახუნებათ ხოლმე, ეს იმას ნიშნავს, რომ თავის ადამიანად "მოგნათლათ". მორჩა, ამიერიდან თქვენ მისი პირადი ადამიანი ხართ, მისი სავარძელი! ამ გზით ისინი გვატყობინებენ, რომ მათი საყვარელი ქმნილებები ვართ!
შინაური ცხოველების მეგობრებს, ძაღლებისა და კატებისთვის საუკეთესო კვებისა და მოვლის შეთავაზებისთვის Petverse ეხმარება. Petverse ოთხფეხა მეგობრების ჰიპერპრემიუმ კლასის იტალიური საკვები ბრენდის, Farmina-სა და აქსესუარებისა და მოვლის საშუალებების ბელგიური ბრენდის, M-Pets-ის, დისტრიბუტორია საქართველოში. Farmina-ს ნუტრიციოლოგთან უფასო კონსულტაციით შეგიძლია შეურჩიო შენს ძაღლსა თუ კატას შესაბამისი საკვები. დაურეკე Farmina-ს ნუტრიციოლოგს ნომერზე: 032 211 20 12 ან ეწვიე Petverse-ის შოურუმს, მის: მერაბ კოსტავას #71.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
კომენტარები