ნიდერლანდელი აქტივისტები "კუდიანებისთვის" მემორიალის გახსნას ითხოვენ
ფოტო: Zentralbibliothek, Zürich
ნიდერლანდელი ფემინისტი აქტივისტები შუა საუკუნეებში "კუდიანებზე ნადირობას" შეწირული ადამიანებისთვის მემორიალის გახსნას ითხოვენ. სამმა აქტივისტმა: სიუზან სმიტმა, ბრეგე ჰოფსტედემ და მანია ბედნერმა ფონდიც კი შექმნეს, რომლის მიზანიც მემორიალის შესაქმნელად საჭირო თანხების მობილიზება და საკითხზე ცნობიერების ამაღლებაა. ფონდის ანგარიშზე ამ დროისთვის უკვე 35 ათასზე მეტი ევრო ირიცხება.
"ჩვენი მიზანია ცნობიერების ამაღლება ისტორიის ამ ნაწილზე, რომელიც, ფაქტობრივად, ფემიციდის ქრონიკაა", — აღნიშნავს ჰოფსტედე, — "კუდიანი დღესაც კი კომიკურ სახედ მიიჩნევა. ნიდერლანდებში ყოველწლიურად სხვადასხვა კარნავალზე კუდიანების ფიგურას წვავენ. თუმცა, ცოტამ თუ იცის კოცონზე დამწვართა ნამდვილი ამბები".
მემორიალის გასახსნელად სამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტს განიხილავენ. პირველი როერმონდია, სადაც სულ მცირე 75 ადამიანი, მეტწილად ქალები, ცოცხლად დაწვეს "კუდიანებზე ნადირობის" ყველაზე აქტიურ ფაზაში, 1613-14 წლებში. მემორიალის სხვა შესაძლო ადგილმდებარეობებია მონტფერლანდი და აუდევატერი. ამ უკანასკნელში ეგრეთ წოდებული აწონის პრაქტიკა არსებობდა და უცოდველობის მოწმობა გაიცემოდა, თუკი ბრალდებულის წონა მისივე სხეულის მასას შეესაბამებოდა (რაც იმას ნიშნავდა, რომ ცოცხით საფრენად მეტისმეტად მძიმე იყო).
ნიდერლანდელი ისტორიკოსის, სტეიე ჰოფჰუისის თქმით, ადრეული მოდერნულობის ეპოქაში ადამიანებს მართლაც სწამდათ, რომ ზოგიერთი — მეტწილად "დაუცველი" ქალები — ეშმაკთან იყო გარიგებული და არეულობას იწვევდა.
"ფიქრობდნენ, რომ უკანასკნელი ჟამი იდგა და კუდიანები დიდ საფრთხეს უქმნიდნენ. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს დიდი შეთქმულების თეორია იყო ეშმაკთან გარიგებულ ადამიანებზე, რომელთაც, თითქოს, ქრისტიანების განადგურება სურდათ. ეს აზრი კი ვირუსივით მოედო ხალხს", — აღნიშნავს ჰოფჰუისი.
აქტივისტები კი მიიჩნევენ, რომ მემორიალის გახსნა, "კუდიანებზე ნადირობის" მსხვერპლებისთვის პატივის მიგებასთან ერთად, აქტუალური და პოლიტიკური მნიშვნელობის ნაბიჯი იქნება მაშინ, როცა, მაგალითად, მემარჯვენე პოლიტიკოსი ხეერტ ვილდერსი თავის ქალ კოლეგას სწორედ "კუდიანს" უწოდებს.
აღსანიშნავია, რომ მეოთხე ტალღის ფემინისტების უმრავლესობა "კუდიანებზე ნადირობას" მიზოგინიის მასშტაბურ გამოვლინებად მიიჩნევს და "კუდიანის" სახეშიც ძლიერ, დამოუკიდებელ ქალს ხედავს, რის დასტურადაც ხშირად მოჰყავთ მაგალითი, როგორ მოიხსენიებენ ხოლმე თანამედროვე ქალ პოლიტიკოსებს "კუდიანებად".
ნიდერლანდელი აქტივისტები ასევე ფიქრობენ, რომ მემორიალის გახსნა ისეთ მწვავე თანამედროვე პრობლემებზეც აამაღლებს ცნობიერებას, როგორებიცაა ფემიციდი და ქალზე ძალადობა; ასევე, გენდერულად სპეციფიკურ სხვა გამოწვევებზეც, მაგალითად, გენდერულ სახელფასო სხვაობაზე, რომლის ინდექსითაც ნიდერლანდებს, ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, არცთუ სახარბიელო შედეგი აქვს.
"ხშირად ფურცელზე ქალების უფლებები რეგულირებულია, მაგრამ პრაქტიკაში გენდერული უთანასწორობის პრობლემას მუდმივად ვაწყდებით", — აღნიშნავს ნიდერლანდების ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის წარმომადგენელი, — "ეს მეტწილად უკავშირდება საზოგადოებაში ფეხმოკიდებულ ტრადიციულ და სტერეოტიპულ შეხედულებებს, თუ როგორი უნდა იყოს ქალის როლი სხვადასხვა სფეროში".
ჰოფსტედეც მიიჩნევს, რომ "კუდიანებზე ნადირობა" კი წარსულს ჩაბარდა, მაგრამ მისი მამოძრავებელი იდეები უკვალოდ არ გამქრალა. დღესაც კი ვხვდებით იმგვარ მსოფლმხედველობას, მაშინ რომ იყოო, ამატებს აქტივისტი.
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება
გადახედვა
-
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
გადახედვა
-
ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
კომენტარები