საახალწლო საჩუქრები — ქართული სოციალური საწარმოები, რომელთა პროდუქტებითაც ნებისმიერს გაახარებთ
ფოტო: Freepik
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, უფრო და უფრო გვაწუხებს ის ფიქრი, თუ რა შეიძლება საყვარელ ადამიანებს ვაჩუქოთ, როგორ შეგვიძლია მათი ახალი წელი უფრო დასამახსოვრებლად ვაქციოთ და ისეთი რამე მოვუმზადოთ, რაც ორიგინალურიც იქნება და პრაქტიკულიც.
ერთ-ერთი საუკეთესო, რაც ამ დროს შეგვიძლია გავაკეთოთ, ქართული სოციალური საწარმოების გახსენებაა. გარდა იმისა, რომ აქ საინტერესო და უნიკალურ ნივთებს იპოვით, სასარგებლო საქმეშიც შეიტანთ წვლილს და ქართულ წარმოებასაც დაუჭერთ მხარს. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა უამრავმა მეწარმემ პროტესტისა და სოლიდარობის ნიშნად, უარი თქვა მერიის "საშობაო ბაზარში" მონაწილეობაზე და წლის ყველაზე აქტიურ სავაჭრო პერიოდში შემოსავლის მიღებაზე. გარდა ამისა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო, სხვა ორგანიზატორებმაც გააუქმეს პროტესტის ნიშნად მთავარი ღონისძიებები თუ საახალწლო ბაზრობები. სწორედ ასეთ დროს, სოციალური საწარმოების პროდუქციის შეძენით, თქვენი პასუხისმგებლიანი არჩევანით, იმ მეწარმეებს გააძლიერებთ, რომლებიც ბიზნეს მიდგომებით, ყოველდღიურად უმკლავდებიან ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებს. ჩვენს სტატიაში ასეთ რამდენიმე საწარმოზე მოგიყვებით და საჩუქრების იდეებსაც მოგაწვდით.
ფოტო: ბაბალე
1. ბაბალე
მზრუნველი საჩუქრების საამქრო, როგორც სოციალური საწარმო თავის თავს უწოდებს, საახალწლოდ შენს საუკეთესო მეგობრად იქცევა. ბაბალეში საჩუქრების მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდება — აქ მიაგნებ მოხატულ ჭიქებს, სხვადასხვა სახის ჭურჭელს, ზარდახშებს, ნაძვის ხის სათამაშოებსა და სუვენირებს, მაგნიტებს, წინდებსა თუ ნაჭრის ჩანთებს. ამ გზით, ერთ ადგილას სხვადასხვა ინტერესისა თუ გემოვნების მქონე ოჯახის წევრისთვის საუკეთესო საჩუქრის არჩევას მოახერხებ.
ისიც აუცილებლად უნდა იცოდე, რომ ბაბალეში ამ ფერად და განსხვავებულ ნივთებს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები და მოზარდები თავად ქმნიან. ბაბალე 2015 წლიდან ხელს უწყობს მათ არაფორმალური განათლების მიღებასა და მუშაობის დაწყებაში, რისთვისაც სხვადასხვა პროგრამის შეთავაზებასთან ერთად, დამსაქმებლებთანაც აკავშირებს.
ბაბალეს ფერად სახელოსნოს ალექსანდრე დიუმას 21 ნომერში იპოვი, ხოლო თუ ნივთების ონლაინ შეძენას ამჯობინებ, ამაში მათი ფეისბუქ/ინსტაგრამ გვერდები დაგეხმარება. თუ ყურადღებით იქნები, შესაძლოა, 70%-იან ფასდაკლებასაც გამოკრა ხელი, გადახდილი თანხით კი კვლავაც დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების განათლებასა და დასაქმებაში შენი წვლილი შეიტანო.
ფოტო: ისტორიალი
2. ისტორიალი
შენი საჩუქრის ადრესატი იშვიათი და უნიკალური სამკაულების მოყვარული ხომ არაა? რადგან ამ შემთხვევაში, ისტორიალი სწორედ ის ადგილია, სადაც მისი სასურველი ნივთი უნდა მოძებნო! სოციალური საწარმო საქართველოს ისტორიასა და კულტურას სამკაულების მეშვეობით აცოცხლებს — ისტორიალს ქართული უძველესი ორნამენტები, ფერები, ფიგურები თუ სტილი საყურეებზე, ყელსაბამებზე და როგორც ქალის, ისე კაცის ბეჭდებზე, სამაჯურებზე, ქამრებსა და საფულეებზე გადმოაქვს.
საწარმო კოლექციონერებისთვის საჩუქრის ასარჩევადაც შესანიშნავი იდეაა, რადგან მათ ახალ წელს ამ გზით გამორჩეულად აქცევ, მათ კოლექციას კი ძვირფას შენაძენს შემატებ. ისტორიალის შესანიშნავ ნივთებს მათ სახელოსნოში, ნიკო ნიკოლაძის 7-ში ნახავ, მანამდე კი, მათი საახალწლო შეთავაზებებისთვის თვალის გადავლება ფეისბუქ გვერდის საშუალებითაც შეგიძლია.
ფოტო: დადარი
3. დადარი
საახალწლოდ პატარებისთვის იდეალურ შენაძენზე რას იტყოდი? ეკოლოგიურად სუფთა, ხარისხიანი და უსაფრთხო ხელნაკეთი ხის სათამაშოების მწარმოებელი დადარი ბავშვების განვითარებასა და ბუნებასთან სიახლოვეს უწყობს ხელს.
ხის ფაზლები, ბალანსის ქვები, ხის ფიგურები, ნაძვის ხის სათამაშოები — ეს იმ ნივთების ჩამონათვალია, რომელთაც დადარი გთავაზობს. თითოეულ მათგანს უნიკალური დიზაინი და ხელნაკეთი დეტალები გამოარჩევს, ამასთან, სოციალური საწარმო ზრუნავს იმაზე, რომ სათამაშოებს არამხოლოდ გასართობი, არამედ შემეცნებითი ფუნქციაც შემატოს. საწარმო გადაამზადებს და ასაქმებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს.
დადარის სახალისო სათამაშოების ნახვას ნატო ვაჩნაძის 7 ნომერში, შოურუმ ესკიში შეძლებ, მათი საახალწლო განსაკუთრებული შეთავაზებების ხილვა კი ველი სთორის ვებგვერდზეც შეგიძლია!
ფოტო: დედიკო
4. დედიკო
ამ ახალ წელს ნაწყენს არც პრაქტიკული და განსხვავებული აქსესუარების მოყვარულებს დავტოვებთ! სოციალურ საწარმო დედიკოში ხელნაკეთ ჩანთებს მარტოხელა დედები ამზადებენ. საწარმო მათ ჭრა-კერვის საქმის შესწავლაში, შემდეგ კი დასაქმებაში ეხმარება. სხვადასხვა ნივთთან ერთად, დედიკო ლეპტოპისა და წელის, ასევე, ზურგჩანთების ფერად და უნიკალურ კოლექციას გვთავაზობს.
მოიძიებთ ლეპტოპის ჩანთებს, ზურგჩანთებს, წელის ჩანთებს — ყველა გემოვნებაზე. საახალწლოდ კი საწარმო მომხმარებლებს 15%-იანი ფასდაკლებასა და უფასო მიწოდებას სთავაზობს მთელ საქართველოში.
დედიკოს შექმნილ ნივთებს თვალი შეგიძლია ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდზე მიადევნო.
ფოტო: ტენე
5.ტენე
ალბათ, ტენეს შესახებ აქამდეც გსმენია ან იქნებ, მზიურის კაფეში პლასტმასას ბოთლებით აწყობილი ნაძვის ხისთვის მოგიკრავს თვალი? ახალი წლის პერიოდში როგორც იცი დიდი რაოდენობის პლასტმასას მოვიხმართ, შესაბამისად, მართალია, საახალწლო პერიოდი ჩვენთვის დიდ სიხარულთან ასოცირდება, თუმცა გარემო ამ დროს ბევრად მეტად ბინძურდება.
ამის თავიდან ასაცილებლად, შეგიძლია საახალწლოდ გამოყენებული პლასტმასის ბოთლი ან თავსახური მოაგროვო და ტენეს ჩააბარო, საჩუქრად კი ეკომეგობრული და პრაქტიკული, ქართული წარმოების USB კაბელი მიიღო.გარემოს დაცვის ქართული, ტექნოლოგიური სიმბოლო შეგიძლია, სხვასაც აჩუქო და ასე, ამ მნიშვნელოვანი ნივთის გამოყენებასთან ერთად მისი ცნობადობაც გაზარდო. თანაც, არ დაგავიწყდეს, 31 დეკემბერს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ხაზების გადატვირთვამდე ტელეფონი კარგად დატენო და საყვარელი ადამიანების მოლოცვებს დაელოდო. სოციალურმა საწარმომ, რომელიც გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ იბრძვის, 2020 წელს პირველი ქართული მეორადი კაბელი შექმნა, საწარმოში კი სამაჩაბლოდან დევნილი ახალგაზრდები არიან დასაქმებული.
ტენეს პროდუქციას როგორც მათ ონლაინ ვებგვერდზე, ასევე ესკიში და სხვა მაღაზიათა ქსელებშიც მიაგნებ, პლასტმასას ჩასაბარებლად კი შეგიძლია, მათ ოფისს, სოხუმის ქუჩის 4 ნომერს მიაკითხო.
ფოტო: ჩემპი
6. ჩემპი
თუ დღესასწაულის საყვარელ ადამიანებთან ერთად მყუდროდ აღნიშვნას აპირებ და გინდა მათ რამე განსხვავებული დაახვედრო, ჩემპის ჯანსაღი სნექი შენთვის იდეალური არჩევანია!
ვაშლისგან დამზადებული ნატურალური ჩიფსები საახალწლო დღეებში მეკვლეობას მოგანდომებს და სიტყვებს "ასე ტკბილად დამიბერდი" სულ სხვა ხალისს შესძენს, მით უფრო მაშინ, თუ შენს მასპინძლებს ბავშვები ჰყავთ! პატარები ამ განსხვავებულ სასუსნავს ხელიდან მაშინვე გამოგტაცებენ.
ჩემპის საახალწლო ბოქსში სხვადასხვა სახეობის ვაშლისგან დამზადებულ გემრიელობებს გადააწყდები, თუმცა ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ გორის რაიონში შექმნილი საწარმო უნიკალური ტკბილეულის შექმნასთან ერთად, საზღვრისპირა რეგიონის გაძლიერებას ემსახურება და სოფლად მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდების დასაქმებას უწყობს ხელს.
ჩემპის ჯანსაღ სასუსნავს შოურუმ ესკიში ან ამ მაღაზიათა ქსელებში იპოვი: ნიკორა, გუდვილი, აგროჰაბი, ევროპროდუქტი, ფრესკო.
ამ და სხვა სოციალური საწარმოების პროდუქციას შეარჩევთ და შეიძენთ სოციალური კონცეფციის მაღაზია-შოურუმში ესკი.
ფოტო: ესკი
ესკი პირველი კონცეპტ სივრცეა საქართველოში, რომელიც 30-მდე სოციალური საწარმოს 750-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აერთიანებს. ევროკავშირის მხარდაჭერით, ესკის ფიზიკური სივრცე 2022 წლის სექტემბერში, ძველ თბილისში გაიხსნა სოციალურ საწარმოთა ალიანსის მიერ.
ამ დრომდე, ესკის ბალანსზე 4000-ზე მეტი სოციალურად პასუხისმგებლიანი შესყიდვაა, რამაც 160 000 ლარს მოუყარა თავი სოციალურ საწარმოთათვის. ესკიში შეხვდებით უნიკალური ისტორიის მქონე აქსესუარებსა და სამკაულებს, დეკორატიულ და საყოფაცხოვრებო ნივთებს, ტრადიციული რეწვის უნიკალურ ნიმუშებს, სათამაშოებსა და ხის ნაკეთობებს, საკანცელარიო ნივთებს. ესკის კარი ღიაა სოციალურად პასუხისმგებლიანი მომხმარებლებისთვის, რომელთაც სურთ გააძლიერონ ადამიანები და/ან იზრუნონ გარემოზე.
ესკის შოურუმი მდებარეობს ნატო ვაჩნაძის 7 ნომერში. თუ ნივთების სახლიდან გაუსვლელად შეძენას გეგმავ, ამაში ესკის ვებგვერდი დაგეხმარება, შეთავაზებებისთვის თვალის გადავლებას კი შოურუმის ფეისბუქსა და ინსტაგრამზე შეძლებ.
იმედი გვაქვს, რომ საქართველოში შექმნილი ეს სოციალური საწარმოები შენი საყვარელი ადამიანების გახარებაში დაგეხმარება! შენ კი გეტყოდით, რომ საახალწლოდ იმ ჯგუფებზე ზრუნვა, რომლებიც ხშირად სახელმწიფოს ყურადღების მიღმა რჩებიან, შენი 2024 წლის საუკეთესო დასასრულად და ბედნიერი წლის საწყისად იქცევა!
სტატია მომზადებულია გავლენის ფონდ “აქციოსთან” თანამშრომლობით, ევროკავშირისა და “პური მსოფლიოსთვის” მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოში სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია გავლენის ფონდი “აქციო” და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს მხარდამჭერთა შეხედულებებს.
-
მთავრობა სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 5 300 000 ლარს გამოუყოფს მთავრობა სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 5 300 000 ლარს გამოუყოფს
გადახედვა
-
ექსპერიმენტის თანახმად, ხელოვნური ინტელექტის სიცრუეში დარწმუნება შეგვიძლია ექსპერიმენტის თანახმად, ხელოვნური ინტელექტის სიცრუეში დარწმუნება შეგვიძლია
გადახედვა
-
როგორ გახდა საბავშვო ბაღის მასწავლებელი 200 სამეფო პინგვინის მფარველი როგორ გახდა საბავშვო ბაღის მასწავლებელი 200 სამეფო პინგვინის მფარველი
გადახედვა
-
ზღვის დონის მატებამ მოლოდინს გადააჭარბა — ბოლო ათწლეულებში ეს მაჩვენებელი გაორმაგდა ზღვის დონის მატებამ მოლოდინს გადააჭარბა — ბოლო ათწლეულებში ეს მაჩვენებელი გაორმაგდა
გადახედვა
-
აპალაჩის მთებში იმდენი ლითიუმია, რომ მისგან 500 მილიარდი ტელეფონიც კი დამზადდება აპალაჩის მთებში იმდენი ლითიუმია, რომ მისგან 500 მილიარდი ტელეფონიც კი დამზადდება
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ გამოთქმებს ცხოველებზე? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ გამოთქმებს ცხოველებზე?
-
წლების განმავლობაში — National Geographic საქართველოს 13 წელი სილქნეტთან ერთად წლების განმავლობაში — National Geographic საქართველოს 13 წელი სილქნეტთან ერთად
-
ჯო უილსონი: “ქართული ოცნების” რეჟიმი მხარს უჭერს თეირანის ტერორისტულ რეჟიმს ჯო უილსონი: “ქართული ოცნების” რეჟიმი მხარს უჭერს თეირანის ტერორისტულ რეჟიმს
გადახედვა
-
ადამ კადიროვის მეგობარმა ავტოავარიაში, სავარაუდოდ, 9 წლის ბავშვი მოკლა ადამ კადიროვის მეგობარმა ავტოავარიაში, სავარაუდოდ, 9 წლის ბავშვი მოკლა
გადახედვა
-
ერთი უბრალო, ცხენებზე შეყვარებული გოგო — გაიცანით პირველი ქართველი ცხენოსანი, რომელმაც მაროკოს საერთაშორისო ტრეკზე იასპარეზა ერთი უბრალო, ცხენებზე შეყვარებული გოგო — გაიცანით პირველი ქართველი ცხენოსანი, რომელმაც მაროკოს საერთაშორისო ტრეკზე იასპარეზა
გადახედვა
-
საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის მონიტორინგსა და მასზე სამართლებრივ რეაგირებას შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი მოახდენს საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის მონიტორინგსა და მასზე სამართლებრივ რეაგირებას შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი მოახდენს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილს 8 ქვეყნის ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს მიხეილ ყაველაშვილს 8 ქვეყნის ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
გადახედვა
-
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის ადვოკატი რაჟდენ კუპრაშვილი იქნება ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის ადვოკატი რაჟდენ კუპრაშვილი იქნება
გადახედვა
-
სუს: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავეს სუს: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავეს
გადახედვა
-
ფაშინიანი: საქართველო სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში გადამწყვეტ როლს ასრულებს ფაშინიანი: საქართველო სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში გადამწყვეტ როლს ასრულებს
გადახედვა
-
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
-
ევერესტზე ახალი რეკორდი დამყარდა — 274 ალპინისტმა მწვერვალი ერთ დღეში დალაშქრა ევერესტზე ახალი რეკორდი დამყარდა — 274 ალპინისტმა მწვერვალი ერთ დღეში დალაშქრა
გადახედვა
-
შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად მომთმენი ხარ შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად მომთმენი ხარ
-
2013-2025 წლებში ხელფასები ნომინალურად 220%-ით და რეალურად 86%-ით გაიზარდა 2013-2025 წლებში ხელფასები ნომინალურად 220%-ით და რეალურად 86%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
დიმიტრი ცქიტიშვილი: ისინი [ხელისუფლება] უკვე ტკეპნიან აზრს, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ევროკავშირზე დიმიტრი ცქიტიშვილი: ისინი [ხელისუფლება] უკვე ტკეპნიან აზრს, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ევროკავშირზე
გადახედვა
-
ტესტი: რამდენად კარგად იცნობ საქართველოს ბიომრავალფეროვნებას? ტესტი: რამდენად კარგად იცნობ საქართველოს ბიომრავალფეროვნებას?
კომენტარები