Volvo Cars — სრულად ელექტრომომავლის ერთგული
ფოტო: თეგეტა
Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს — ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატებით ხუთი მოდელი წარმოების პროცესშია.
Volvo Cars ინდუსტრიის ლიდერის პოზიციას ელექტრიფიკაციის სფეროში დიდი ხანია ინარჩუნებს, თუმცა კომპანიამ გადაწყვიტა, ელექტრიფიკაციასთან დაკავშირებით საკუთარი მიზნები მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისად განაახლოს. Volvo Cars-ის გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის გლობალური გაყიდვების 90-100 % ელექტრიფიცირებული ავტომობილები (სრულად ელექტრული და დატენადი Plug-in ჰიბრიდული მოდელები) იქნება, ანუ თითოეული ავტომანქანა ელექტროკაბელით აღიჭურვება. დანარჩენ 0-10%-ს კი მსუბუქი ჰიბრიდული (mild hybrid) მოდელების შეზღუდული რაოდენობა შეავსებს. ეს ცვლის კომპანიის აქამდე გაცხადებულ მიზანს, რომლის მიხედვითაც, 2030 წლისთვის მისი სამოდელო ხაზი სრულად ელექტრული უნდა გამხდარიყო.
2024 წლის მეორე კვარტალში Volvo Cars-ის სრულად ელექტრული ავტომანქანების წილი 26%-ს შეადგენდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია პრემიუმ კლასის ანალოგებს შორის. ელექტრიფიცირებული მანქანების — ელექტრომობილებისა და დატენადი Plug-in ჰიბრიდების წილმა კი 48% შეადგინა.
ფოტო: თეგეტა
Volvo Cars სრული ელექტრიფიკაციის მიზნის ერთგული რჩება, ხოლო კომპანიის გრძელვადიანი საინვესტიციო გეგმა და წარმოების სტრატეგია კვლავაც სრულად ელექტრომობილებზეა ფოკუსირებული. როგორც მოსალოდნელია, კომპანიის მიზნების დაკორექტირება არ მოახდენს მნიშვნელოვან გავლენას მისი კაპიტალური დანახარჯების გეგმებზე.
ჯიმ როუანი, Volvo Cars-ის აღმასრულებელი დირექტორი: "ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ელექტრომობილები ჩვენი მომავალია. ის უზრუნველყოფს მართვის შესანიშნავ გამოცდილებას და აფართოებს მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობებს, რაც აძლიერებს მომხმარებლის საერთო შეგრძნებას. თუმცა, ცხადია, რომ ელექტრიფიკაციაზე გადასვლა არ იქნება თანმიმდევრული პროცესი. მომხმარებლები და ბაზრები გადაწყვეტილებებს სხვადასხვა ინტენსიურობით მიიღებენ. ჩვენი მიდგომა პრაგმატული და მოქნილია: ვინარჩუნებთ ავტოინდუსტრიის ლიდერის პოზიციას ელექტრიფიკაციისა და მდგრადობის მიმართულებით".
მას შემდეგ, რაც კომპანიამ სრულად ელექტრული ავტომობილების წარმოება დააანონსა, ხუთი სრულად ელექტრომოდელი წარმოადგინა ბაზარზე: EX40, EC40, EX30, და EX90. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, EX30 ამჟამად ყველაზე გაყიდვად ელექტრომობილებს შორის ევროპაში მესამე ადგილზეა.
ამავდროულად, დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარება მოსალოდნელზე ნელა მიმდინარეობს, ზოგიერთ ბაზარზე გაუქმდა სახელმწიფო შეღავათები და სუბსიდიები. აქედან გამომდინარე, Volvo Cars კვლავ მიიჩნევს, რომ ელექტრიფიკაციაზე გადასვლის მხარდასაჭერად აუცილებელია უფრო ძლიერი და მდგრადი სახელმწიფო პოლიტიკა.
რა ადგილი უჭირავს რუკაზე საქართველოს? გასულ წელს ქვეყანაში დარეგისტრირებული 1 680 000 ავტომობილიდან მხოლოდ 6 000-ია ელექტრიფიცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტრომობილები სრული ავტოპარკის მხოლოდ 0.35%-ს შეადგენენ. თუმცა პროცესის დინამიკა აჩვენებს, რომ პოზიტიური ცვლილებები სახეზეა.
ფოტო: თეგეტა
ქვეყნის მასშტაბით ელექტროდამტენების ქსელის მოწყობის პროცესში აქტიურად მონაწილეობს თეგეტა ჰოლდინგი. ქვეყანაში ელექტრომობილების დასამუხტი დამატებით 70 სადგურის მოწყობის დასრულებას კომპანია 2025 წლის ბოლომდე გეგმავს.
შვედურ ავტომწარმოებელს საქართველოსთან ერთად კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში ვოლვო ქარ კავკასია წარმოადგენს. თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. საერთაშორისო ბაზარზე, სხვა წარმომადგენლობებთან ერთად, ვოლვო ქარ კავკასიაც სრულად მიჰყვება სკანდინავიური ბრენდის მიზნებსა და კონცეფციას. თბილისში არსებული მომსახურების ცენტრი პირველი ლოკაციაა კავკასიის რეგიონში, რომელიც VRE კონცეფციით შეიქმნა და იმ შოურუმების ანალოგია, რომლებიც ბრენდის სამშობლოში, შვედეთშია წარმოდგენილი. ახლად გახსნილი ცენტრის შენობის სახურავზე 693 პანელია დამონტაჟებული, რომლებიც ელექტროენერგიას მზის შუქზე გამოიმუშავებს. კომპანია მომხმარებელს Volvo Cars-ის სრულ სამოდელო რიგს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიითაც ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ კავკასია უზრუნველყოფს.
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
კომენტარები