ბუნდესტაგის რეზოლუცია: დაჟინებით მოვითხოვოთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსთან წინსვლა აღარ მოხდეს
გერმანიის ბუნდესტაგი 10 ოქტომბერს საქართველოს საკითხზე რეზოლუციის პროექტს "საქართველოს ევროპული მომავლისთვის" უყრის კენჭს.
რეზოლუცია გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, კავშირი 90/მწვანეებმა და ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ შეიმუშავა.
რეზოლუციაშია ბუნდესტაგი მოითხოვს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსთან შემდეგი წინსვლა აღარ მოხდეს, იქამდე, სანამ ძალაშია კანონი ეგრეთ წოდებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ".
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპულ მომავალსა და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლაა დაყენებული.
რეზოლუციის ტექსტს ინტერპრესნიუსის თარგმანით გთავაზობთ:
"გერმანიის ბუნდესტაგი ადგენს:
პირველ რიგში, საქართველოს გაბედული სამოქალაქო საზოგადოების და მისი დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს, თავისუფლების და დამოუკიდებლობისათვის მრავალი ათწლეულის განმავლობაში ბრძოლის დამსახურება არის ის, რომ საქართველო 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, რეგიონული მასშტაბით პროგრესულ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, რომელიც ევროპის კავშირს დაუახლოვდა. ამასთანავე, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ისევე ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში, ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, წინსვლაც იყო და უკუსვლაც. თუმცა, ავტორიტარული და ანტიევროპული კურსით, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაადგა, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, საქართველოს მოსახლეობის ფართო უმრავლესობის სურვილის წინააღმდეგ, საქართველოს ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ გამიზნულად აყენებს. კანონით, ეგრეთ წოდებული უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდეგი წინსვლა ვერ და არ იქნება.
ევროკავშირში გაწევრიანების იმედი აისახა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში, რომელიც ევროპის კავშირში შესვლას სახელმწიფო მიზნად აცხადებს. საქართველოს ამ მისწრაფებას ევროპის კავშირმა ანგარიში გაუწია: საქართველო არის აღმოსავლეთის პარტნიორობისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ნაწილი, მან ევროკავშირთან გააფორმა შეთანხმება ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომელიც 2016 წ. 1-ელი ივლისიდან შევიდა ძალაში. საქართველომ 2022 წ. 3 მარტს შეიტანა განაცხადი ევროპის კავშირში გაწევრიანებაზე. ევროპული საბჭოს 2023 წ. 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი. კანდიდატის სტატუსის მინიჭება იმ პირობით მოხდა, რომ საქართველო განახორციელებდა პრიორიტეტულ ღონისძიებებს, მათ შორის, სასამართლოს ყოვლისმომცველ რეფორმას და ანტიკორუფციული უწყებების გაძლიერებას იქამდე, სანამ ინტეგრაციის გზაზე შემდეგი ნაბიჯები გადაიდგმებოდა. ამით ევროპის კავშირმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან ოცდაათიოდე წლის შემდეგ, საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზა გაუხსნა. ახლა მათ, ვინც საქართველოს პოლიტიკაში გადაწყვეტილებებს იღებს, უნდა გადადგან აუცილებელი ნაბიჯები, რათა შეასრულონ მოსახლეობის სურვილი და კონსტიტუციაში დასახული მიზანი და ევროპული გზა ბოლომდე გაიარონ.
წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სოლიდარობის გამოხატულებაც იყო საქართველოს მოსახლეობისადმი, რომელიც, უახლესი ისტორიის განმავლობაში, არაერთხელ გამოსულა თავისი ქვეყნის სახელმწიფო დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლის დასაცავად. საქართველო იყო და დღემდე არის იმპერიალისტური, რუსული აგრესიის მსხვერპლი. 2008 წ. ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსული ჯარი, საერთაშორისო სამართლის დარღვევით, დე ფაქტო აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიის მეხუთედს და რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონები, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, დიპლომატიური გზით დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. რუსეთს დღემდე არ შეუსრულებია 2008 წ. 15 აგვისტოს ექვსპუნქტიანი გეგმის ვალდებულებები, რომელიც, სხვათა შორის, რუსეთის ჯარების გაყვანას გულისხმობდა. გერმანიის ბუნდესტაგი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთის დანაშაულებრივი ომი უკრაინის წინააღმდეგ საქართველოშიც აღვივებს რუსეთის მიერ საქართველოში კიდევ ერთი ომის დაწყების შიშს. საქართველოში ადამიანები დიდი სოლიდარობით და თანაგრძნობით ადევნებენ თვალყურს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს.
ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება წარსულში საქართველოს ყველა პოლიტიკური ძალის დეკლარირებული მიზანი იყო. იმავდროულად, წლების განმავლობაში იზრდებოდა პოლარიზაცია მმართველ პარტია ქართულ ოცნებას და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დიდ ნაწილს შორის. ქართული ოცნების სულ უფრო ავტორიტარული და საზოგადოების გახლეჩისაკენ მიმართული მმართველობის სტილი არის პოლიტიკური დაპირისპირების გამყარების მიზეზი 2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ. პარტიის დამაარსებლის და საპატიო თავმჯდომარის, ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპული მომავალზე და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლაა დაყენებული.
გერმანიის ბუნდესტაგს უხეშ შეცდომად მიაჩნია, ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის საბოლოოდ მიღება. ეს მოხდა საქართველოს მთავრობის 2023 წლის გაზაფხულზე საწინააღმდეგო დაპირების, მოსახლეობის მასიური და მრავალთვიანი პროტესტების, ქვეყნის პრეზიდენტის ვეტოს, ევროპის კავშირის მკაფიო პოზიციის და კანონის გაწვევის შესახებ ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის მკაფიო რეკომენდაციის მიუხედავად. ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ცენტრალურ ფასეულობებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან. ის კონკრეტულად ეწინააღმდეგება საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებულ ორ პრიორიტეტულ ნაბიჯს, კერძოდ, სამოქალაქოს საზოგადოების თავისუფალი მოქმედების უზრუნველყოფას (მე-9 ნაბიჯი) და ევროკავშირისა და მისი ფასეულობების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლას (1-ლი ნაბიჯი). ეს კანონი თავისი სულისკვეთებით შეესაბამება რუსულ კანონს უცხოელი აგენტების შესახებ.
ამით, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირს ზურგი შეაქცია, რაც ეწინააღმდეგება ევროპული ინტეგრაციის კონსტიტუციაში ჩაწერილ მიზანს და მოსახლეობის სანუკვარ სურვილს. საქართველოს მოსახლეობა თაობათაშორისი, მრავალკვირიანი, ერთსულოვანი მშვიდობიანი დემონსტრაციებით მოითხოვდა კანონის გაწვევას. ბუნდესტაგი სოლიდარობას და აღიარებას უცხადებს მშვიდობიანი პროტესტების მონაწილეებს.
თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მოქმედ პირთათვის თავისუფალი გარემოს შექმნა გადამწყვეტია გამართული დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული კურსისათვის. გამჭვირვალეობის მოთხოვნა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზაციის და მათი მოქმედების თავისუფლების შეზღუდვის საბაბად. გერმანის ბუნდესტაგი მოელის, რომ დაუყოვნებლივ შეწყდება და სისხლის სამართლებრივ დევნას დაექვემდებარება დაშინების, მუქარის და ძალადობის შემთხვევები სამოქალაქო საზოგადოების წევრების, ჟურნალისტების, LGBTQIA+ თემის, ისევე როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ. გერმანიის ბუნდესტაგი ხაზს უსვამს, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება, ისევე როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია სტაბილური დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია და აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისათვის უსათუო, ძირეული რეფორმების კრიტიკული გაშუქებისათვის.
საქართველოს კულტურის დამოუკიდებელი სექტორი დემოკრატიული პროცესის მამოძრავებელი ერთ-ერთი ძალაა და ღია და დემოკრატიული საზოგადოების ცენტრალური შემადგენელი ნაწილია. გერმანიის ბუნდესტაგი ხაზს უსვამს, რომ კულტურის მოღვაწეთა უფლებების დაცული, ხოლო ხელოვნების თავისუფლება და დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს. ამასვე განეკუთვნება სახელმწიფო კულტურული დაწესებულებების დამოუკიდებელი ხელმძღვანელობა.
გარდა ამისა, გერმანიის ბუნდესტაგი გმობს ძალადობას და დაშინების ატმოსფეროს თბილისის ქუჩებში. დემონსტრანტების მიმართ ძალის არაპროპორციული გამოყენება არ შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს. ქართველებს, რომლებმაც არაერთხელ დაადასტურეს თავიანთი მკაფიო არჩევანი დემოკრატიის სასარგებლოდ, უნდა ჰქონდეთ შეკრებისა და თავისუფალი გამოხატვის უფლებით მშვიდობიანად სარგებლობის შესაძლებლობა. მიუღებელია გამიზნული მუქარა, დაშინების მიზნით ძალადობა, ისევე, როგორც საჯარო და კერძო სივრცეში ფართომასშტაბიანი ცილისმწამებლური კამპანიები სამოქალაქო საზოგადოების ცალკეული პირების, მედიების, ოპოზიციის, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების ადგილობრივი თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების მიმართ. ზეწოლა სახელმწიფო მოხელეების წინააღმდეგ, არ გამოვიდნენ მმართველი პარტია ქართული ოცნების წინააღმდეგ და მას საჯაროდ დაუჭირონ მხარი — სამსახურიდან გათავისუფლების მუქარითაც კი — ასევე ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს, რომლებზეც საქართველომ, როგორც ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციაზე და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე ხელისმომწერმა და ევროსაბჭოს და ევროპაში მშვიდობისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრმა ქვეყანამ ვალდებულება აიღო.
ქართული ოცნების ხელმძღვანელობა ცდილობს, სულ უფრო ავტორიტარული მოქმედებით და საზოგადოების მეგობრებად/პატრიოტებად და მტრებად/მოღალატეებად დაყოფით, შიშის ატმოსფეროს გაღვივებას. პოლარიზაციის გადალახვის არანაირი მცდელობა არ ყოფილა. ასევე, აბსოლუტურად მიუღებელი და დემოკრატიის ევროპულ გაგებასთან შეუსაბამოა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელი განცხადება არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვანი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სურვილის შესახებ.
დამატებით, ქართული ოცნება აღივებს შიშს სექსუალური უმცირესობების მიმართ და საარჩევნო მიზნებისათვის იყენებს დეზინფორმაციას და დევნას LGBTQIA+-ს წინააღმდეგ. გერმანიის ბუნდესტაგი დაუშვებლად მიიჩნევს LGBTQIA+ ადამიანების პოლიტიკური ანგარიშით ნაკარნახევ სტიგმატიზაციას და მათი უფლებების ბოლოდროინდელ მასიურ შეზღუდვას. ეს საქართველოს საზოგადოების დამატებით გახლეჩას უწყობს ხელს.
საქართველოსათვის მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება გზაგასაყარი გადაწყვეტილება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს და ქვეყნის ევროპული კურსის შესახებ. შეტევები დამოუკიდებელ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, ეგრეთ წოდებული უცხოური გავლენის შესახებ კანონის უარყოფითი გავლენა მათ შრომისუნარიანობაზე, საარჩევნო კანონმდებლობის ბოლოდროინდელი ცვლილებები, რომლებიც ზრდიან მმართველი პარტიის გავლენას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ისევე, როგორც ადმინისტრაციული რესურსის მობილიზაცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მხარდასაჭერად, მომავალი საპარლამენტო არჩევნების თანასწორობას და თავისუფლებას ეჭვქვეშ აყენებს. საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს არაძალადობრივ და სამართლიან გარემოში, რომელიც საშუალებას იძლევა პოლიტიკის შინაარსებზე პატივისცემით და მშვიდობიანად კონცენტრაციის საშუალებას. საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა, ევროსაბჭოს და ეუთოს წევრმა სახელმწიფომ, თავისი მოქალაქეების ინტერესებში, პატივი უნდა სცეს და დაიცვას დემოკრატიული არჩევნების ეს ძირეული პრინციპები. ამის ფონზე, გერმანიის ბუნდესტაგი მიესალმება საქართველოს მიერ ODIHR-ის მიწვევას საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლად. საერთაშორისო თანამეგობრობა მოწოდებულია, ზედმიწევნით დააკვირდეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში დემოკრატიული პრინციპების დაცვას. გერმანიის ბუნდესტაგი მზად არის, მონაწილეობა მიიღოს საქართველოში საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებში.
გერმანიის ბუნდესტაგი ფედერალურ მთავრობას მოუწოდებს, საბიუჯეტო პარამეტრების გათვალისწინებით,
ევროპულ დონეზე ხელი შეუწყოს ევროპული კავშირის 2024 წ. 17 ივნისის გადაწყვეტილებების სრულყოფილ განხორციელებას;
ევროპულ დონეზე დაჟინებით მოითხოვოს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსთან შემდეგი წინსვლა აღარ მოხდეს, იქამდე, სანამ ძალაშია კანონი ეგრეთ წოდებული უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ. კანონის გაწვევა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამაც მოითხოვა;
ევროპული საბჭოს 2024 წ. 27 ივნისის გადაწყვეტილებების სულისკვეთებით ხელი შეუწყოს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ეუთოს (ODIHR-ის) და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების მხარდაჭერის გზით და საქართველოსთან მომავალი ურთიერთობების ფორმირება საპარლამენტო არჩევნების თავისუფლებასა და სამართლიანობაზეც გახადოს დამოკიდებული;
ეუთოს და ევროკავშირის ანგარიშების საფუძველზე არჩევნების შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, აყენებენ თუ არა ეჭვქვეშ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში დადგენილი არადემოკრატიული პრაქტიკები, მაგ. ადმინისტრაციული რესურსის მობილიზაცია მმართველი პარტიის პოლიტიკის მხარდასაჭერად, არჩევნების ლეგიტიმურობას;
მოუწოდოს საქართველოს ხელმძღვანელობას, შეწყვიტოს მშვიდობიან პროტესტებში მონაწილეთა პოლიციის და პროკურატურის მიერ უკანონო სამართლებრივი დევნა;
ევროპულ დონეზე ხელი შეუწყოს, რომ საქართველოს ევროკავშირში შემდგომი გაწევრიანების პროცესში წინაპირობად ასევე იქცეს იმ კანონების გაწვევა, რომლებიც LGBTQIA+ პირების უფლებების მასიურად ზღუდავენ, ისევე, როგორც დაბეჯითებით მოუწოდოს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობას, გაიწვიოს ეს კანონები. რადგანაც, დაგეგმილი ცვლილებები კანონმდებლობასა და კონსტიტუციაში არა მარტო თავდასხმაა LGBTQIA+ თემზე, არამედ ადამიანის უფლებებზე, გამოხატვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზეც;
ევროპულ დონეზე ხელი შეუწყოს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფარგლებში, საქართველოს მთავრობას მოეწოდოს, გაიწვიოს 2024 წ. მაისში მიღებული კანონი ოფშორების შესახებ, რომელიც ეკონომიკურ გამჭვირვალეობას და კორუფციასთან ბრძოლას ასუსტებს და სანქციებისთვის თავის არიდების შესაძლებლობა შეიძლება შექმნას;
მოუწოდოს რუსეთს, უპირობოდ სცეს პატივი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გადაჭრით დაგმოს რუსეთის ყოველგვარი ჩარევა რუსეთის ჯარების მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევით დე ფაქტო კონტროლირებულ ტერიტორიებზე, ისევე, როგორც საქართველოს შემდგომი დესტაბილიზაციის მცდელობები;
ევროპულ დონეზე ხელი შეუწყოს საქართველოს მოსახლეობისათვის უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას, მიუხედავად მთავრობის მიერ დემოკრატიაში უკუსვლისა, რადგანაც უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოს მთელ მოსახლეობას და ამით პრო-ევროპულ ძალებსაც შეეხებოდა;
არაბიუროკრატიულად დაუჭიროს მხარი სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირებულ აქტივისტებს და LGBTQIA+პირებს და, საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს მათ დასაცავად მიმართული ზომების ადაპტაცია;
ზედმიწევნით ადევნოს თვალყური სიტუაციას საქართველოში, რათა გამოავლინოს შესაძლო ფაქტები, რომლებიც შეიძლება მიზნობრივი სანქციების დაწესების საბაბი გახდეს;
უფრო ინტენსიური გახადოს კულტურული გაცვლა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და ყურადღება მიაქციოს ფედერალური სახსრების საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებისათვის გაცემისას იმას, რომ ისინი არ იქნას გამოყენებული ქვეყნის დემოკრატიული სტანდარტებისაგან დასაშორებლად," — ნათქვამია რეზოლუციაში.
-
გადახედვაჰელსინკის კომისია: აშშ-სა და მსოფლიოს დემოკრატიების დროა უზრუნველყონ საქართველოს თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყნად დარჩენა ჰელსინკის კომისია: აშშ-სა და მსოფლიოს დემოკრატიების დროა უზრუნველყონ საქართველოს თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყნად დარჩენა
-
გადახედვაომბუდსმენი შობის დღესასწაულს ულოცავს მათ, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს ომბუდსმენი შობის დღესასწაულს ულოცავს მათ, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ოპოზიციურ ლიდერებს, "დაიტოვეს" წარმომადგენლებს და არასამთავრობო სექტორს ხვდება სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციურ ლიდერებს, "დაიტოვეს" წარმომადგენლებს და არასამთავრობო სექტორს ხვდება
-
გადახედვაGWP-ის სპეციალური განცხადება: ცოტნე დადიანის ქუჩაზე, აბონენტებს წყალმომარაგება რამდენიმე საათით შეუწყდებათ GWP-ის სპეციალური განცხადება: ცოტნე დადიანის ქუჩაზე, აბონენტებს წყალმომარაგება რამდენიმე საათით შეუწყდებათ
-
გადახედვა"ტვ პირველის" ინფორმაციით, დინამოს სტადიონის ტერიტორიაზე მდებარე ფიტნეს-დარბაზ "ასპრიაში" ნიღბიანები შეცვივდნენ "ტვ პირველის" ინფორმაციით, დინამოს სტადიონის ტერიტორიაზე მდებარე ფიტნეს-დარბაზ "ასპრიაში" ნიღბიანები შეცვივდნენ
-
გადახედვასაზოგადოებრივ მაუწყებელთან პროტესტი გრძელდება საზოგადოებრივ მაუწყებელთან პროტესტი გრძელდება
-
გადახედვამთავრობის გადაწყვეტილებით, 1-დან 13 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად გამოცხადდა მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-დან 13 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად გამოცხადდა
-
გადახედვასამართალდამცავების მიერ სასტიკად ნაცემი 21 წლის ახალგაზრდას სასამართლო პროცესი 27 იანვარს გაიმართება სამართალდამცავების მიერ სასტიკად ნაცემი 21 წლის ახალგაზრდას სასამართლო პროცესი 27 იანვარს გაიმართება
-
გადახედვასაზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაფოთის საკრებულოში ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მოწყობილ პერფორმანსს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა — ოპოზიციამ სხდომა დატოვა ფოთის საკრებულოში ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მოწყობილ პერფორმანსს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა — ოპოზიციამ სხდომა დატოვა
-
გადახედვამაია სანდუმ საპრეზიდენტო ფიცი დადო მაია სანდუმ საპრეზიდენტო ფიცი დადო
-
გადახედვა"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი": ვაკის რაიონში წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელი სამუშაოები ჩატარდება "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი": ვაკის რაიონში წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელი სამუშაოები ჩატარდება
-
გადახედვაPACE: ბოდბეში PACE-ის დამკვირვებელთა გუნდის მანქანა 40-მდე კუნთმაგარმა კაცმა განზრახ დააზიანა PACE: ბოდბეში PACE-ის დამკვირვებელთა გუნდის მანქანა 40-მდე კუნთმაგარმა კაცმა განზრახ დააზიანა
-
გადახედვა"საქნახშირის" თანამშრომლები კომპანიის მხრიდან 100-ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლების მოტივზე საუბრობენ "საქნახშირის" თანამშრომლები კომპანიის მხრიდან 100-ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლების მოტივზე საუბრობენ
-
გადახედვაცესკო: პრეზიდენტის ბრალდებები დეზინფორმაციულია ცესკო: პრეზიდენტის ბრალდებები დეზინფორმაციულია
-
გადახედვამერიის საახალწლო კონცერტზე არც ვარდელის სიმებიანი კვარტეტი გამოვა მერიის საახალწლო კონცერტზე არც ვარდელის სიმებიანი კვარტეტი გამოვა
-
გადახედვაკახა კალაძე: ფუნდამენტურად ნაკლოვანი ვინც არის, ეს IRI-ია კახა კალაძე: ფუნდამენტურად ნაკლოვანი ვინც არის, ეს IRI-ია
-
გადახედვაკალაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის შესაძლო დაპატიმრება შეიძლება უკავშირდებოდეს ხელისუფლების მითვისების დანაშაულს კალაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის შესაძლო დაპატიმრება შეიძლება უკავშირდებოდეს ხელისუფლების მითვისების დანაშაულს
-
გადახედვაკალაძე: ჩვენს გასაკეთებელს აქ არც ტრამპი გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი კალაძე: ჩვენს გასაკეთებელს აქ არც ტრამპი გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი
-
გადახედვაკახა კალაძე: მე ხამზატთან ვმეგობრობ, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს კახა კალაძე: მე ხამზატთან ვმეგობრობ, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს
-
გადახედვამოკლედ გეტყვით, რა (არ) არის ბულინგი მოკლედ გეტყვით, რა (არ) არის ბულინგი
კომენტარები