ღონისძიება ივანიშვილის გარეშე — "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო პროგრამა წარადგინა
ქართულმა ოცნებამ გუშინ, 7 ოქტომბერს, საარჩევნო პროგრამა წარადგინა. ღონისძიებას არ ესწრებოდნენ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი.
პროგრამის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერმინისტრი, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე გაუძღვა.
ტრადიციულად, კობახიძის პრეზენტაციაში მოვისმინეთ პირობები, რომლებიც შეეხებოდა ეკონომიკას, ინფრასტრუქტურას, სოფლის მეურნეობას, ენერგეტიკულ სფეროს, განათლებას, ჯანდაცვას, კულტურას, სპორტს, თავდაცვასა და საგარეო პოლიტიკას.
კობახიძემ ისაუბრა ეკონომიკის ზრდაზე და თქვა, რომ 2028 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა, სულ მცირე, 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება, რაც შესაბამისად ბიუჯეტის ზრდასაც გამოიწვევს — იმაზე, თუ როგორ მოხდება ეს, პრემიერს აღარ უსაუბრია.
პრემიერ-მინისტრმა საკუთარი პარტიის წინასაარჩევნო გეგმას "ამბიციური" უწოდა და ბიუჯეტის 50 მილიარდ ლარამდე ზრდა დააანონსა. ამავე "ამბიციური" გეგმის მიხედვით, პარტია ამომრჩეველს უმუშევრობის 4%-მდე შემცირებას დაჰპირდა.
პრეზენტაციაში მნიშვნელოვანი წილი ეჭირა ინფრასტრუქტურულ საკითხებსაც. კობახიძემ ისაუბრა თბილისი-ბათუმის დამაკავშირებელ ავტობანზე, ასევე, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებთან დამაკავშირებელი მაგისტრალების დასრულებაზე. აქვე გავიგეთ, რომ თბილისი-რუსთავის 4-ზოლიანი მაგისტრალის (მალე) დასრულება და ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა იგეგმება.
ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირება, რომელიც პრეზენტაციაში გაჟღერდა, ანაკლიის პორტს ეხება:
"იწყება ანაკლიის პორტის მშენებლობის სამუშაოები, გაფორმდა ხელშეკრულება ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან, ასევე ბელგიური კომპანია დაიწყებს უშუალოდ პორტის გაღრმავებაზე მუშაობას. ამ პროექტის პირველი ფაზა 2029 წელს დასრულდება, პირველ გემებს ანაკლიის პორტი სწორედ 2029 წლისთვის მიიღებს. წელიწადში 600 000 კონტეინერი იქნება გამტარობა, 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება მხოლოდ პირველ ფაზაში", — განაცხადა კობახიძემ
სოფლის მეურნეობაზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ უარყო ამ მიმართულებით არსებული პრობლემები. მან აღნიშნა, რომ ამ კუთხით ბიძინა ივანიშვილის დაპირება "ძალიან დიდი გადაჭარბებით შესრულდა" და სოფლის აღორძინება კვლავ დარჩება პარტიის ერთ-ერთ პრიორიტეტად.
წინასაარჩევნო დაპირებებში მნიშვნელოვანი წილი ეჭირა ხელფასების, პენსიებისა და სოციალური პაკეტების საკითხს. კობახიძის განცხადებით, პენსია 350-450 ლარამდე გაიზრდება და აშენდება ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. ქართული ოცნება, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ხელფასის ზრდას დაჰპირდა საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალს.
სოციალური მხარდაჭერის საკითხები ეხებოდა ქვეყნის თავდაცვასაც. ირაკლი კობახიძემ სამხედროებისა და პოლიციელების სოციალურ მხარდაჭერაზე ისაუბრა. მისი თქმით, 1000-ზე მეტი სამხედრო და ამდენივე პოლიციელი მომდევნო წლებში დაკმაყოფილდება ბინებით. პრეზენტაცია შეეხო ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარების გეგმასაც. კობახიძის თქმით, სამხედრო ბაზების განვითარებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლების პარალელურად, ჩაიდება ინვესტიციები ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში.
ბოლოს კი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ირაკლი კობახიძემ დრო დაუთმო საგარეო ურთიერთობების საკითხსაც. მისი თქმით, ურთიერთობები უნდა "გადაიტვირთოს".
"უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანაა აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა. ჩვენ, ბუნებრივია, არ მოგვწონს ურთიერთობების ის მდგომარეობა, რომელიც გვაქვს. დარწმუნებული ვართ, მომავალ წელს, მას შემდეგ, რაც დასრულდება ომი უკრაინაში, შემხვედრი ნაბიჯებიც იქნება გადადგმული, რაც უზრუნველყოფს ურთიერთობების გადატვირთვას", — განაცხადა კობახიძემ
ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის თქმით, ნატოსთან ურთიერთობების გაღრმავება უმთავრესი პრიორიტეტია, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ასევე, კობახიძემ განაცხადა ისიც, რომ 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
ამის პარალელურად, შეგახსენებთ, რომ არაერთმა ევროპარლამენტარმა და მაღალი თანამდებობის პირმა პირდაპირ მიუთითა მმართველ პარტიას, რომ საქართველოს წინსვლა დასავლური ინსტიტუტებისკენ, შეჩერებულია. დღეს, 8 ოქტომბერს გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ არსებული კურსით საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები