"ჩემი შვილი არ არის ურჩხული" — შონ ქომბსის დედამ პირველი კომენტარი გააკეთა
ფოტო: Getty Images
ჯენის ქომბსმა, შონ "დიდი" ქომბსის დედამ, კვირას დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ ის "განადგურებული და ღრმად დამწუხრებულია" მისი შვილის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებების გამო, ჯენის ქომბსმა ინტერვიუ Fox News Digital-თან ჩაწერა.
როგორც ვიცით, ამერიკელი რეპერი 16 სექტემბერს დააკავეს და ბრალად რეკეტი, თაღლითობა და სექსუალური ტრეფიკინგი ედება. ქომბსს დღემდე არ უღიარებია აღნიშნული ბრალდებები და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას მინიმუმ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
"სულის შემძვრელია ვხედავდე, ჩემს შვილს როგორ სდებენ ბრალს არა სიმართლის საფუძველზე, არამედ იმ ნარატივით, რომელიც სიცრუეზეა აგებული. იყო მოწმე იმისა, რომ შენს შვილს საჯაროდ ადანაშაულებენ მანამ, სანამ საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცების შესაძლებლობა ექნება, ეს არის აუტანელი ტკივილი, რომლის სიტყვებით გამოხატვაც შეუძლებელია. როგორც ნებისმიერი ადამიანი, ჩემი შვილიც იმსახურებს შესაძლებლობას, რომ მოჰყვეს საკუთარ თავზე და თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს.
ჩემი შვილი არ არის ის ურჩხული, როგორადაც ის წარმოაჩინეს და ის იმსახურებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შანსს. მე მხოლოდ ის შემიძლია, რომ ვილოცო, ცოცხალი ვიყო და დავინახო, თუ როგორ დაამტკიცებს ის საკუთარ სიმართლეს. მე აქ არ ვარ იმისთვის, რომ ჩემი შვილი სრულყოფილად წარმოვაჩინო, რადგან არც არის. მან წარსულში უამრავი შეცდომა დაუშვა, ისევე როგორც ჩვენ ყველამ. შეიძლება ის ყველა საკითხთან მიმართებით მართალი არ არის, მაგალითად, მან თავის ყოფილ შეყვარებულზე ძალადობის ფაქტი უარყო მაშინ, როდესაც ვიდეო ჩანაწერები სხვა რამეს აჩვენებს.
ზოგჯერ სიმართლე და ტყუილი ისე ირევა ერთმანეთში, რომ შემზარავი ხდება ამ ამბის აღიარება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს სიმართლე ნორმის მიღმაა და ზედმეტად რთული დასაჯერებელია. ამ განსაცდელში ყველაზე რთული იმის ყურებაა, თუ როგორ ართმევენ ჩემს საყვარელ შვილს ღირსებას და ეს ხდება არა იმის გამო, რაც მან გააკეთა, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ყველაფრის ხალხს სჯერა. გთხოვთ, იფიქროთ მათზე, ვინც უსამართლოდ იდევნებოდა, გახსოვდეთ, რომ ყველა, ვინც ცხოვრებაში შეცდომა დაუშვა, არ იმსახურებს მთელი მისი განვლილი ცხოვრება და პიროვნება მხოლოდ ერთი ქმედებითა და რამდენიმე შეცდომით შეფასდეს", — განაცხადა ჯენის ქომბსმა.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
კომენტარები