მაკდონალდს საქართველოს უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
ფოტო: მაკდონალდსი
კომპანია მაკდონალდს საქართველო ქვეყნის მასშტაბით გაფართოებას განაგრძობს. ამჯერად, თბილისს, მაკდონალდს საქართველოს უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა, რომელიც გოთუას ქუჩის #7-ში და ვაჟა ფშაველას გამზირის #71-შია განთავსებული. მაკდონალდსის ორი ახალი სივრცე, სხვა რესტორნების მსგავსად, მომხმარებელს სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს.
რესტორნები ოფიციალურად 1 ოქტომბერს, ერთმანეთის პარალელურ რეჟიმში, საზეიმოდ გაიხსნა, მაკდონალდსის სიმბოლო - ჯადოსნური M განათდა და ერთგულ მომხმარებელს დაუვიწყარი დღე აჩუქა. გოთუას რესტორნის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას მაკდონალდს საქართველოს პრეზიდენტი თემურ ჭყონია, მაკდონალდს საქართველოს გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე, ამერიკის საელჩო, მაკდონალდსის თანამშრომლები, ერთგული მომხმარებლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
"ჩვენ ვცდილობთ რესტორნები გავხსნათ არამხოლოდ რაოდენობრივი ზრდის თვალსაზრისით, არამედ გარემოსთან იყოს სრულად ინტეგრირებული. ამასთან, მაქსიმალურად მომხმარებლის კომფორტსა და მათ მოთხოვნებზე მორგებული, რასაც ჩვენი მწვანე ინიციატივებითა და ტექნოლოგიური განვითარებით გამოვხატავთ. მრავალი წელია მწვანე მიმართულებით ბევრი ინიციატივა განვახორციელეთ, რასაც ახალი რესტორნების დამატებით, კიდევ უფრო, აქტიურად განვაგრძობთ. ამის მაგალითია, თბილისში, გოთუას 7 ნომერში ეკომეგობრული ფლეგშიპის ტიპის რესტორნის გახსნა. მისი ინტერიერი და დიზაინი განსხვავებული და პრემიალურია. ეს არის სრულიად ახალი კონცეფციის სივრცე, რომელიც საქართველოში პირველია, მსოფლიოში კი, მეოცე. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ წარმატების უკან 14 პარტნიორი კომპანია დგას. მათთან ერთად შეიქმნა ახალი, თანამედროვე, ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ოჯახური თავშეყრის ადგილები მაკდონალდსის ერთგული მომხმარებლებისთვის", — უპირატესობებზე საუბრობს „მაკდონალდს საქართველოს“ გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე.
ფოტო: მაკდონალდსი
მაკდონალდსი ცდილობს შექმნას გამორჩეული გამოცდილება მომხმარებლებისთვის, რაც მოიცავს როგორც ვიზუალურ, ისე ფუნქციურ ასპექტებს. გოთუას ქუჩის N7-ში მდებარე რესტორნის ტერიტორია 2300 კვ.მ ფართობს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს დასაჯდომი ღია და შიდა სივრცეები, ტერასა, სარეკრეაციო ზონა, პარკინგი ბავშვთა გასართობი ფლეილენდი და ბავშვებისთვის საყვარელი დაბადების დღის ცენტრი ელოდება. ამასთან, სტუმრებს 24 საათის განმავლობაში უახლოესი ტექნოლოგიით აღჭურვილი მაკდრაივი მოემსახურება. რესტორანში განახლებულია თვითმომსახურების კიოსკები, მაგიდებზე დამონტაჟებულია მობილურის უსადენო დამტენები. რესტორნის სახურავზე დამონტაჟებულია მზის პანელები, რაც ოპერირებისთვის საჭირო ენერგიის ნაწილს უზრუნველყოფს. საპარკინგე სივრცეში განთავსებულია ავტომობილის ელექტრო დამტენი სადგურები, რომელიც მდგრადი ტრანსპორტის წახალისებას ემსახურება. რესტორნის გარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულია მწვანე კედელი, რომელიც ბუნებრივი, ცოცხალი მცენარეებით დამზადდა და დეკორატიული დანიშნულების გარდა, მას ეკოლოგიური ფუნქციაც აქვს, აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს და გარემოს ტენიანობის ბალანსს უნარჩუნებს.
ფოტო: მაკდონალდსი
მაკდონალდსი ეს არის კომპანია, სადაც ინოვაცია, სტანდარტები, მომსახურების მაღალი ხარისხი, გარემოზე ზრუნვა და ბედნიერი მომენტები ერთიანდება. ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამუშაო ადგილების შექმნაში, ქმნის ახალ შესაძლებლობებს და ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.
“როდესაც ბიზნესი ფართოვდება და ზრდას განაგრძობს, ეს ბედნიერებაა. ამას ემოციური დატვირთვაც აქვს. 1996 წელს დავიწყეთ და მას მერე მუდმივად ვვითარდებით. შარშან სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანმა გადასახადების სახით 33 მილიონ ლარს გადააჭარბა. წელს აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 1999 წლიდან დღემდე, სხვადასხვა მიმართულებით 185 მილიონ ლარამდე ინვესტირება, მათ შორის, წელს ამ ახალ პროექტში 23 მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ. ქვეყნის ბიუჯეტში შენატანი კი, 216 მილიონ ლარს აღწევს. გვეამაყება, რომ ქვეყანაში „მაკდონალდს საქართველო“ ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია და 2100-მდე ადამიანს ასაქმებს. გახსნის პირველი დღიდან დღემდე კი „მაკდონალდსში“ სამუშაო გამოცდილება 7000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ახალი რესტორნების გახსნამ კიდევ 110 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. რაც უფრო მეტი მაკდონალდსის რესტორანი იქნება საქართველოში, მეტი ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდება და მეტი დასაქმებული ადამიანი გვეყოლება. მაკდონალდსი არ არის მხოლოდ კვების ობიექტი, მაკდონალდსი ფილოსოფიაა - ეს არის ხარისხის, კულტურის, ბიზნესის სწორად კეთებისა და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის ერთობლიობა,“ – „მაკდონალდსის“ განსაკუთრებულ მიდგომებზე საუბრობს „მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია.
ფოტო: მაკდონალდსი
აღსანიშნავია, რომ მაკდონალდსის ერთგულ მომხმარებლებს აპლიკაციაში 1 კვირის განმავლობაში ახალი რესტორნებისთვის განკუთვნილი სპეციალური შეთავაზებები დახვდებათ. ასევე, მაკდონალდსის რესტორნებში მომხმარებელს შეზღუდული დროით ელოდება განსხვავებული ინგრედიენტებით შექმნილი “გრანდ გურმე მენიუ”, რომელიც გახსნის დღეს სტუმრებმა პირველებმა დააგემოვნეს.
რივერსაიდის რესტორანში მოსულ სტუმრებს ყველასთვის საყვარელი მაკკაფეც დახვდებათ და საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ განახლებული დესერტები და არომატული ყავა. მნიშვნელოვანია, რომ ორივე რესტორანში 8:00-12:00 საათამდე ხელმისაწვდომია მაკსაუზმეც, დღის საუკეთესო დასაწყისისთვის.
მაკდონალდსის მისიაა ბედნიერი, ოქროს მომენტების შექმნა ყველასთვის. ეს არის ადგილი, სადაც პატარებს განსაკუთრებით უყვართ სტუმრობა, აქ მათი ემოციები ყოველთვის გულწრფელია, მხიარულება კი დაუვიწყარი. სწორედ ამიტომ, გახსნის ცერემონიალს ტრადიციულად მათი ბენეფიციარებიც სტუმრობდნენ - რესტორანმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა ცენტრის „პირამიდას“ აღსაზრდელებსაც უმასპინძლა და მათ სხვადასხვა სახალისო და გასართობი აქტივობა შესთავაზა.
“მაკდონალდს საქართველოსთვის” ეკო სოციალური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ახალი რესტორნები კიდევ უფრო მეტი მწვანე ინიციატივის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. კომპანიაში სჯერათ, რომ მცირე ქმედებებს ბუნებასა და საზოგადოებაზე პოზიტიური გავლენის მოხდენა შეუძლიათ. “ერთად ვიზრუნოთ გარემოზე - პატარა ნაბიჯებით დიდი ცვლილებებისკენ” - მაკდონალდსი ეკომეგობრულ მწვანე ინიციატივებს აერთიანებს და მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს გარემოს დაცვის მიმართულებით სიახლეებს. პლასტმასის მოხმარების შემცირება, ბიოდეგრადირებადი შეფუთვის გამოყენება, ეკომეგობრული სათამაშოები თუ სხვა „მწვანე ინიციატივა", პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია დიდი, უკეთესი ცვლილებებისკენ.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
კომენტარები