შემოდგომის 5 ტრენდი – რა ჩავიცვათ ამ სეზონზე?
ფოტო: Teno
მოდის მოყვარულებისთვის შემოდგომა იდეალური სეზონია — ამ თან სუსხიანი, თან მზიანი თვეების განმავლობაში მაქსიმალურად შეგვიძლია ჩვენი გემოვნებისა და შემოქმედებითობის გამოვლენა. თუ სხვა სეზონებზე იძულებულები ვართ, ამინდს მოვერგოთ და მაქსიმალურად გრილად ან თბილად გვეცვას, შემოდგომის ტემპერატურა ჩვენს გემოზე ჩაცმის საშუალებას გვაძლევს.
სწორედ ამიტომ, შემოდგომით ყველაზე საინტერესო, ახლებური, ინოვაციური ტრენდები იჩენს ხოლმე თავს. შემთხვევითი არაა, რომ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი მოდის კვირეულები შემოდგომაზე ტარდება, სექტემბრის თვის გარეკანი კი მოდის შესახებ არსებული ყოველი ბეჭდური გამოცემის ყველაზე პრესტიჟული გარეკანია.
ერთი სიტყვით, შემოდგომა ჭეშმარიტად მოდური სეზონია. პოდიუმების, ჟურნალებისა და ინტერნეტის ტრენდების ძირფესვიანი დათვალიერების შემდეგ, რამდენიმე გამოკვეთილი ტრენდი შევამჩნიეთ, რომელთა გათვალისწინებაც თქვენი გარდერობის განახლების ან სტილისთვის მაგიური ელფერის შემატებისას შეგიძლიათ:
1. ძლიერი სილუეტები
Yves Saint Laurent – 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია
ძლიერი სილუეტების ტრენდულობა წლევანდელ მოდის კვირეულებზეც შეიმჩნეოდა
ფოტო: Getty Images
წელს ძალიან თვალშისაცემად იტრენდება ძლიერი სილუეტების მქონე ტანსაცმელი. განიერი მხრები, გამოკვეთილი წელი, ფართო შარვლები... მოკლედ, ყველაფერი, რაც თქვენს სხეულს არაორდინალურ ფორმას და გამოკვეთილ სტრუქტურას მიანიჭებს, ამ შემოდგომას ძალიან ფეშენებელურია. წლევანდელ მოდის კვირეულებზე ვიხილეთ საინტერესო პროპორციებისა და მოცულობის მქონე ტანსაცმელი — ძლიერი სილუეტები ადამიანის თავდაჯერებულობას უსვამს ხაზს და ტრადიციული მასკულინობისა და ფემინურობის ესთეტიკური ნაზავია, რომლის მორგებაც ქუჩის სტილშიც შეგვიძლია და სამსახურშიც.
2. მსხვილი, გამოკვეთილი ფეხსაცმელი
Off White-ისა და Nike-ს მსხვილძირიანი სპორტული ფეხსაცმელი
ფოტო: Getty Images
პლატფორმებზე შემდგარი, მსხვილი, "მსუყე" ფეხსაცმელი წინა წელსაც საკმაოდ პოპულარული ტრენდი იყო და, ამინდის გაუარესებასთან ერთად, ამ შემოდგომაზეც ხშირად ვიხილავთ. სქელლანჩიანი ფეხსაცმელი დახვეწილადაც გამოიყურება, მრავალ ლუქსაც შეგვიძლია შევუხამოთ, და, რაც მთავარია, ძალიან პრაქტიკულია დაბალ ტემპერატურებთან გამკლავებისას. 90-იანებისთვის დამახასიათებელი გრანჟის, ფუტურისტული ქუჩის სტილის აქტუალობას ასეთი ფეხსაცმლით ფეხს აუწყობთ (მიმიხვდით ხუმრობას?)
3. პრინტები, პრინტები, პრინტები!
GANNI-ს ლეოპარდის პრინტის პალტო
ფოტო: GANNI
ცხოველების პრინტი, აბსტრაქტული ხელოვნება, ფლორალური ნახატები და მკაფიო პატერნები ამ შემოდგომაზე სტილით განაცხადის გაკეთების საუკეთესო საშუალებაა. როგორც ვხედავთ, დიზაინერები სხვადასხვა პრინტის შერევით მოდის საზღვრებს ანგრევენ — ამ მხრივ მოდის კვირეულებზეც ძალიან საინტერესო ნამუშევრები ვიხილეთ.
თქვენთვის საინტერესო პრინტის შერჩევით შეგიძლიათ გამბედავი და სხვებისგან გამორჩეული, უნიკალური გარდერობი შეიქმნათ. პრინტები ინდივიდუალიზმის გამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გზაა და ამ სეზონზე გამორჩეულობა თუ გნებავთ, სწორედ ამას გირჩევთ.
4. ტყავი დაბრუნდა
ფოტო: Vogue Paris
მოდის სამყარომ ნამდვილი ტყავის გამოყენება ცალსახა მიზეზების გამო დიდი ხნის წინ დაგმო, თუმცა ამ ფაქტურის ჩანაცვლება ეკოლოგიურად მდგრადი მასალებით უკვე ბევრნაირადაა შესაძლებელი. ვეგანური ტყავით დამზადებული პლაშები, პალტოები, შარვლები თუ ბაიკერის ჟაკეტები წელს კვლავ მოდაში იქნება და ქუჩებში ხშირად შევნიშნავთ.
ტყავი უბერებელი კონცეფციაა — ამბოხთან, სიუხეშესთან, სიმკაცრესთან ასოცირებული ამ მასალის ჰარმონიულად დაბალანსება შეგვიძლია შედარებით რბილი ტექსტურებით, მაგალითად, აბრეშუმითა და მაქმანებით, რაც, თავის მხრივ, 2024 წლის შემოდგომის კიდევ ერთი გამოკვეთილი ტრენდია.
5. აბრეშუმი & მაქმანები — საუკეთესო მეგობრები
Zimmerman-ის კოლექცია 2024 წლის პარიზის მოდის კვირეულზე
ფოტო: Getty Images
აბრეშუმისა და მაქმანის მსგავსი რბილი, დელიკატური ნაჭრები წლევანდელი შემოდგომის ტენდენციებთან მშვენიერ კონტრასტს ქმნის. ეს მასალები თქვენს სეზონურ გარდერობს ფუფუნებისა და ქალურობის ელემენტებს შემატებენ და სინაზესა და მკაცრ სილუეტებს შორის იდეალური ბალანსის პოვნაში დაგეხმარებათ. აბრეშუმის კაბები ნაქსოვ ჯემპრებთან, ან მაქმანიანი მაისურები ტყავის ქურთუკებთან ამ შემოდგომის ყველაზე ჰარმონიული და კომფორტული ნაზავი იქნება.
ერთი სიტყვით, წლევანდელი შემოდგომა საკმაოდ მრავალფეროვან ტრენდებს გვთავაზობს, რომლებიც ქუჩაში სიარულისას უკვე შესამჩნევიც კია. ამ ტრენდების გათვალისწინებით და ინდივიდუალური შტრიხების დამატებით, ვფიქრობთ, იდეალური გარდერობის შექმნას შეძლებთ!
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები